FANDOM


ამ პროექტის შესახებ
Dsnew

თქვენ წინაშეა ვარსკვლავური ომების მოხალისეობრივი ქართუნელოვანი ვიკი, წამოწყებული 2014 წელს. პროექტს აქვს საკუთარი მიზნები და დანიშნულება, რაც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ენციკლოპედია ვარსკვლავური ომების სამყაროს და დაკავშირებული მედიაპროექტებისა თუ ნამდვილი სამყაროს საკითხების შესახებ აქტიურ დამუშავებას გადის. აქ განიხილება როგორც ამჟამად კანონიკური, ასევე ლეგენდებში (ყოფილ ვარსკვლავური ომების გაფართოებულ სამყაროში) გადატანილი თემები. აღსანიშნავია, რომ ვიკიში მუშაობა მიმდინარეობს ორივე კატეგორიის მასალებზე და რომელიმე მათგანი გამორჩეული უპირატესობით არ სარგებლობს — ვარსკვლავური ომების ვიკიში (შემოკლებით ვოვ) არ განვიხილავთ ფილმების და სხვა მასალის უარყოფით თუ დადებით მხარეებს. მთავარი ამოცანა მხოლოდ მკითხველისთვის ნეიტრალური ენით დაწერილი ცნობების მიწოდებაა.

ცნობისთვის: ჯერჯერობით სტატიების დიდი ნაწილი შედგება მხოლოდ შესავალისგან, რომელშიც მოკლედ არის აღწერილი პერსონაჟები, ადგილმდებარეობები, ნივთები თუ სხვა საკითხები. ამ დროისთვის პროექტი შედგება 5,789 ვრცელი ან მოკლე გვერდისგან (თუკი გსურთ, იხილოთ ნებისმიერი, დააწკაპუნეთ აქ). ენციკლოპედიაში წვლილის შეტანა თქვენც შეგიძლიათ — ჩვენთან ამჟამად დასაწერია უამრავი სტატია, ამისთვის კი რედაქტორების მცირე რაოდენობა საკმარისი არ არის.

როგორც პროექტის ადმინისტრატორი, ვიმედოვნებ, რომ ვარსკვლავური ომების ვიკი ნებისმიერი მკითხველისთვის სასარგებლო და საინტერესო იქნება.

ეს დაგაინტერესებთ



Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.