ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

ნუტ განრეი იყო ნეიმოიდიელი, რომელიც სავაჭრო ფედერაციაში ვიცემეფის პოზიციას იკავებდა და სეპარატისტული დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მაღალჩინოსანს წარმოადგენდა. მისი მეთაურობით მოხდა თავდასხმა ნაბუზე, თუმცა ამ მზაკვრული ნაბიჯის უკან იდგა უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი, ფარულად სითი ლორდი დართ სიდიუსი. შეჭრა ნაბუზე საბოლოოდ ფედერაციის დამარცხებით დასრულდა, მაგრამ უზენაეს სასამართლოში ოთხი სხდომის შემდგომ განრეი გაექცა მართლმსაჯულებას.

ათი წლის შემდეგ ნუტი სეპარატისტული ალიანსის წევრი გახდა და მონაწილეობდა გალაქტიკური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. კლონების ომების დასაბამიდან იგი იყო სეპარატისტ მეთაურებს შორის ყველაზე გავლენიანი წევრი და როდიის მსგავსი პლანეტების სეპარატისტულ მოძრაობაში ჩათრევას ცდილობდა. ომის მიწურულს სეპარატისტებში წესრიგი დაირღვა, მას შემდეგ, რაც გრაფი დუკუ და გენერალი გრივუსი მოკლეს. საბჭოს წევრები მუსტაფარზე იმალებოდნენ, მაგრამ მათთან დართ ვეიდერი ჩავიდა და სიდიუსის ბრძანებით ყველა გაანადგურა. განრეი იყო საბჭოს უკანასკნელი წევრი, მოკლული ვეიდერის სინათლის მახვილით. კლონების ომების დასრულების და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია დაიყო სეპარატისტულ მოძრაობებად, რომლებსაც გალაქტიკაში სხვადასხვა სარდალი წარმოადგენდა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement