ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

სადაც ჯა ჯაა, ყველაფერი...არასწორად მიდის.
―კაპიტანი კუარშ პანაკა[9]

ჯა ჯა ბინკსი (ან ჯარ ჯარ ბინკსი) იყო მამრობითი სქესის განგანი, განგანთა დიადი ჯარის მეთაური და პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაბუსავაჭრო ფედერაციის მიერ დაპყრობის პერიოდში. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა კლონების ომების პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებში. თავდაპირველად ჯა ჯა, თავისი ექსცენტრული ხასიათის გამო, განგანებმა გააძევეს საკუთარი სამეფოდან, მაგრამ მან კვლავ მოიპოვა ნდობა, როდესაც შეუერთდა პადმე ამიდალას და ნაბუს დაეხმარა განგანების მეთაურ ბოს რუგორ ნასთან საერთო ენის პოვნაში. შემდგომში, როდესაც ამიდალა თავისი პლანეტის წარმომადგენელი სენატორი გახდა, იგი გალაქტიკურ სენატში უმცროსი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

ნაბუს კრიზისიდან ათი წლის თავზე, როდესაც იმატა დაძაბულობამ გალაქტიკას და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას შორის, გაჩნდა გალაქტიკური ომის საშიშროება. ამიდალას (რომელსაც სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა) არყოფნისას, უზენაესმა კანცლერმა შივ პალპატინმა ბინკსი დაითანხმა, რათა უკანასკნელს კენჭი ეყარა კანცლერისთვის რესპუბლიკის დიადი ჯარის შექმნის პრივილეგიის მისანიჭებლად. მის გაძლიერებას მოჰყვა ჯეონოსისის პირველი ბრძოლა, რითაც დაიწყო კლონების ომები. ამ პერიოდში ბინკსი გალაქტიკურ სენატში რამდენიმე დიპლომატიურ მისიაში მონაწილეობდა.

თუმცა, ჯა ჯას დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგად, უზენაესმა კანცლერმა, რომელიც ამავე დროს სითი ლორდი, დართ სიდიუსი იყო, მოიპოვა დიდი ძალაუფლება და რესპუბლიკა იმპერიად აქცია. შემდგომ წლებში ბინკსი მშობლიურ ნაბუზე კვლავ განდევნილად იქცა, ვინაიდან ყველამ იცოდა იმპერიის აღზევებაში მისი მონაწილეობის შესახებ. ჯაკუს ბრძოლის დროისთვის, იგი თიდის ქუჩებზე მუსიკოსის სახით დახეტიალობდა. უფროსები მას დასცინოდნენ, მაგრამ ბავშვებს მხიარული განგანი მოსწონდათ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement