ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

Blue-question-mark

სტატიის სათაური სავარაუდოა

მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეფუძნება კანონიკურ ინფორმაციას, სათაური სავარაუდოა.

"ჯერ კიდევ ადრეულ დღეებში, აჯანყების ფორმალურად არსებობამდე, მრავალმა პარტიზანმა დაისვარა ხელი, როდესაც ისეთი რამ გააკეთა, რისი გაკეთებაც — ან გაფიქრებაც არავის უნდოდა. ალიანსი მათ გარეშე, პრინცესა, ვერასოდეს იარსებებდა. ის კაცები და ქალები მე მასწავლიდნენ — მთელი კარიერის განმავლობაში მათ საქმის გამეორებას ვცდილობ."
მაიორი ლოკმარჩა ესაუბრება ლეია ორგანას[27]

კლონების ომების და გალაქტიკური სამოქალაქო ომის შუალედში გალაქტიკური იმპერიის არსებობის ადრეულ წლებში მოხდა ადრეული აჯანყება, რომელიც წამოიწყეს შემდგომში რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის წევრმა აჯანყებულთა ჯგუფებმა. შეიარაღებული ჯგუფები ფარულად შეკრიბა ალდერაანის სენატორმა ბეილ ორგანამ. იმპერიული სენატიდან მას ფარულად უჭერდნენ მხარს ჩანდრილას სენატორი მონ მოთმა და ალდერაანის სენატორი ლეია ორგანა. აჯანყებულთა მნიშვნელოვან ჯგუფებს შორის აღსანიშნავია ჯგუფი "მასასი" (გენერალი ჯენ დოდონა), ჯგუფი "ფენიქსი" (მეთაური ჯუნ სატო), სპექტრები (კაპიტანი ჰერა სინდულა) და პარტიზანები (აჯანყების მებრძოლი სო გერერა). მათ აგრეთვე ეხმარებოდნენ ფულკრუმები (მაგალითად, ასოკა ტანო).

ადრეული აჯანყების საწყისები გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის გვიანდელი პერიოდიდან მომდინარეობდა, დროიდან, როდესაც სენატორი ბეილ ორგანა და გალაქტიკური სენატის სხვა წევრები ერთად განიხილავდნენ უზენაესი კანცლერის, შივ პალპატინი ძალაუფლების შეკვეცის შესაძლებლობას. როდესაც კლონების ომები დასრულდა იავინის ბრძოლამდე 19 წელს, რესპუბლიკა გარდაიქმნა გალაქტიკურ იმპერიად და ორგანამ დაიწყო იმპერიული რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომზადება. იავინის ბრძოლამდე 4 წლისთვის აჯანყებულთა მრავალი ჯგუფი გაერთიანდა და სპექტრებს დაეხმარა მუსტაფართან ჯედაი კენან ჯარუსის გადარჩენაში. ამ ბრძოლას მოჰყვა სრული მასშტაბის გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყება, რომელშიც ალიანსმა საბოლოოდ გაიმარჯვა იმპერიაზე და დააარსა ახალი რესპუბლიკა.

კადრს მიღმა[]

გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ ადრეული აჯანყება პირველად გამოჩნდა 2014 წლის ონლაინ ბრაუზერულ თამაშში Star Wars Rebels: Ghost Raid.[28]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  2. 2.0 2.1 ტარკინი
  3. კატალიზატორი: განდგომილი ერთი: რომანი
  4. ახალი განთიადი
  5. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "ძველი ოსტატების აღზევება"
  6. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
  7. Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "კასა"
  8. Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "განაცხადი"
  9. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "შინ დაბრუნება"
  10. StarWars-DatabankII Mustafar History Gallery Databank-ში (არქივის ბმული) (სლაიდი 15)
  11. StarWars-DatabankII Mustafar History Gallery Databank-ში (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ ოპერაცია მუსტაფარზე, რომლის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 4 იბ, იყო აჯანყებულთა ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვებბა გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში. ამრიგად, იგი დაიწყო იავინის ბრძოლამდე 4 წლამდე. "აჯანყების დაბადება" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია უთითებს, რომ გალაქტიკური სამოქალაქო ომი, რომლის დასრულების წელი იყო 5 იბშ (გალაქტიკური ატლასის თანახმად) გაგრძელდა ცხრა წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ რომ მისი დაწყების წელია 4 იბ.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 დართ ვეიდერი (2017) 13
  14. 14.0 14.1 14.2 ასოკა
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ალდანი"
  16. 16.0 16.1 16.2 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულთა დოკუმენტები
  17. Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ფერიქსის ქალიშვილი"
  18. 18.0 18.1 18.2 Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "რიქსის გზა"
  19. აჯანყების განთიადი
  20. 20.0 20.1 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური მეგზური
  21. ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე
  22. Andor logo new ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ნარკინა-5"
  23. 23.0 23.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "ძალების შეკრება"
  24. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "დროიდები საფრთხეში"
  25. Star Wars Bust Collection 30 Star Wars Universe: The Emperor's Inner Circle
  26. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "სამოქმედოდ ხმობა"
  27. მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი
  28. Premium-Era-real New Star Wars Rebels: Ghost Raid Disney Game ავტორი: ლასალატა, ჯასტინ — Jedi News (არქივის ბმული დაარქივების თარიღი June 2, 2020)