ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

რაც მეკუთვნის, იმის მისაღებად ყველაფერს ვაკეთებ, კალრისიან.
― აზმორიგანის საუბარი ლენდო კალრისიანთან[2]

აზმორიგანი იყო მამრობითი სქესის იაბლოგიანი, დამნაშავეთა წინამძღოლი გარე რგოლის ტერიტორიებში, რომელიც საქმიანობდა იავინის ბრძოლამდე ოთხი წლით ადრე. ერთხელ მას შეხვდა „გალაქტიკური საქმოსანი“ ლენდო კალრისიანი, რომელმაც კომპრესიული ღორის სანაცვლოდ ტვი'ლეკი კაპიტანი ჰერა სინდულა გადასცა. ჰერა გაიქცა და ლენდოს და მის ეკიპაჟს „აჩრდილზე“ დაუბრუნდა. განრისხებული აზმორიგანი მათ დაედევნა, სურდა რა კალრისიანზე შური ეძია. თუმცა, აჯანყებულებმა იაბლოგიანი და მისი დამქაშები მოიგერიეს და აიძულეს, უკან დაეხია.

მოგვიანებით აზმორიგანმა სიკატრო ვიზაგოსგან, დევარონელი კრიმინალური ლორდისგან, შეიძინა ხუთი ენერგოგენერატორი და მას ნიქსუსის კვანძ 218-ზე უნდა შეხვედროდა. თუმცა, ვიზაგოს ხომალდი „გატეხილი რქა“ გაიტაცა ვიკუეი მეკობრე ჰონდო ონაკამ. აჯანყებულებთან, ეზრა ბრიჯერთან და ჩოპერთან ერთად, ისინი ნიქსუსზე ჩავიდნენ, მაგრამ აზმორიგანის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ჰონდოსთან და ეზრასთან ანგარიშის გასწორების მიზნით იაბლოგიანმა გადაწყვიტა, ისინი კოსმოსში მოესროლა. თუმცა, საქმეში ჩოპერი ჩაერია, რომელმაც აზმორიგანის დამქაშებზე შეტევა განახორციელა. წარმოშობილი ჩოჩქოლისას ეზრა და ჰონდო გათავისუფლდნენ და რთულ მდგომარეობაში თავად აზმორიგანი და მისი ერთგულნი მოექცნენ. მათ თავს გაქცევით უშველეს, იაბლოგიანმა კი, ყველაფერთან ერთად, კრედიტებიც დაკარგა.

ჰონდოსთან და სპექტრებთან დაპირისპირების მიუხედავად, აზმორიგანი მათ შეუერთდა იმპერიული მეოთხე კლასის კონტეინერების ტრანსპორტიდან ტვირთვის მოპარვისას. თავდაპირველად ისიც და ჰონდოც მხოლოდ ფინანსური მოგების მიზნით მოქმედებდნენ, თუმცა აჯანყებულები დაითანხმეს, დახმარებოდნენ მათ, მას შემდეგ, რაც ხომალდზე პროტონული ყუმბარების არსებობა აღმოაჩინეს. მტანჯველი მისიის მიუხედავად, საბოლოოდ, ყველა მხარემ სარგებელი მიიღო.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement