
ლუკ სკაიუოკერი დართ ვეიდერისკენ ტიბანას აირს უშვებს
აირი ეწოდებოდა ისეთ მატერიას, რომელიც სივრცეს ავსებდა.[1] ზოგიერთი აირი უხილავი იყო (მაგალითად, ჟანგბადი)[2] ან ხილვადი, ნისლისებრი შემადგენლობის ფორმა ჰქონდა (მაგალითად, კლოუზონ-36.[3] დედამიწის მსგავსი მრავალი პლანეტის ირგვლივ არსებობდა ატმოსფერო — მთელი რიგი აირების, რომლებიც პლანეტის ირგვლივ ერთგვარ საფარველს ქმნიდნენ[4], ხოლო აირის გიგანტები მთლიანად აირისგან შედგებოდნენ.[5] ბესპინის ღრუბლების ქალაქის მსგავსი აირის მომპოვებელ ადგილებში პლანეტის ატმოსფეროდან აირების ამოღება და გაწმენდა ხდებოდა.[6]
მართალია, მრავალი ცოცხალი არსება დამოკიდებული იყო სუნთქვაზე, ზოგიერთი აირი მათთვის შხამიანი იყო. არსებობდა აირთა ისეთი ტიპები, რომლებსაც იყენებდნენ სამედიცინო მიზნებში, ხოლმე — ვინმეს გასაბრუებლად.[7] ცოცხალი არსებების დიდი ნაწილი თავად გამოჰყოფდა აირებს მეტეორიზმით, როდესაც მათ ორგანიზმში აირები გროვდებოდა. აირების ორგანიზმში ზედმეტად დიდი რაოდენობით დაგროვებას ხოლმე იწვევდა ძლიერი სპაისის ესა თუ ის ტიპი, მაგალითად — ანილამი, რომლის გამოც კინაღამ ჩაიშალა სნეპის და კარეს ქორწილი, ვინაიდან ყველამ, ვინც სპაისი გასინჯა, დაიწყო აირის ძალაუნებურად გამოყოფა.[8]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑
ჯედაების სასუნთქი მოწყობილობა Encyclopedia-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; (არქივის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – ხმობა
- ↑ ტარკინი
- ↑ გამოღვიძებამდე
- ↑ ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – მეგობრები და მტრები
- ↑ შეუერთდი წინააღმდეგობას: გაქცევა ვოდრანიდან