ალან დინ ფოსტერი (დ. 18 ნოემბერი, 1946, ნიუ იორკი) არის მთელი რიგი რომანების და დოკუმენტური ლიტერატურის ავტორი. მას ეკუთვნის რომანი ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი. მასვე ეკუთვნის გაფართოებული სამყაროს პირველი წიგნი, გონების ნამსხვრევი, რესპუბლიკის ეპოქის პირველი რომანი მომდგარი ქარიშხალი, ძალის გამოღვიძების რომანის სახით ადაპტირება[1] და მოთხრობა სატყუარა, დაბეჭდილი Star Wars Insider 162-ში. წარსულში ალანი აგრეთვე ჯორჯ ლუკასის დაკვეთით წერდა.
1995 წელს მან გამოსცა ოფიციალური რომანი LucasArts-ის ვიდეოთამაშ The Dig-ის და სტივენ სპილბერგის იდეის მიხედვით. აგრეთვე არის ჯ.ჯ. აბრამსის ფილმების ვარსკვლავური გზა (2009) და ვარსკვლავური გზა: ბნელში (2013) რომანებად ადაპტირებების ავტორი.
ნამუშევრები[]
ბიბლიოგრაფია[]
წელი | სახელწოდება | წვლილი | შენიშვნები |
---|---|---|---|
1976 | ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი, რომანი | მწერალი | მითითების გარეშე |
1978 | გონების ნამსხვრევი | მწერალი | |
2002 | მომდგარი ქარიშხალი | მწერალი | |
2015 | ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება | მწერალი | |
2015 | სატყუარა | მწერალი | გამოქვეყნდა ჟურნალში Star Wars Insider 162 |
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ Star Wars Celebration: ალან დინ ფოსტერი წერს ძალის გამოღვიძების რომანს, წყარო: IGN (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი October 20, 2017)
გარე ბმულები[]
- ოფიციალური საიტი
- ალან დინ ფოსტერი ვიკიპედიაში
- ალან დინ ფოსტერი Internet Movie Database-ში