FANDOM


Premium-Era-real
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია ნამდვილი სამყაროს მსახიობი. იხილეთ აგრეთვე სახელის სხვა მნიშვნელობები.

სერ ალეკ გინესი (2 აპრილი, 19145 აგვისტო, 2000) იყო ინგლისელი მსახიობი, რომელმაც ორიგინალურ ტრილოგიაში ობი-ვან კენობის როლი შეასრულა.

დაიბადა ლონდონში (ინგლისი) 1914 წელს. 1938 წელს იქორწინა მსახიობ მერულა სალამანთან. 1940 წელს ეყოლათ შვილი, მეთიუ გინესი.

II მსოფლიო ომის დროს მსახურობდა სამეფო ფლოტში, ხოლო 1942-იანებში ოფიცრის წოდება მიიღო. ამ პერიოდში ფიქრობდა ანგლიკანური ეკლესიის სასულიერო პირად აღკვეცაზე, მაგრამ სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა ტერენს რეტიგენის პიესის დადგმით. ინგლისში 1946 წელს დაბრუნდა.

ობი-ვანის განსახიერების გარდა, აღიარებულია მრავალი როლით თეატრში, ტელევიზიასა და კინოში, მათ შორის — ლეიტენანტ კოლ ნიკოლსონის როლით ფილმში ხიდი მდინარე კვაიზე, რომლისთვისაც აკადემიის ჯილდო მიენიჭა. 1959 წელს მიიღო რაინდის წოდება, ხოლო 1980 წელს — კინოაკადემიის საპატიო ჯილდო. დღეისთვის იგი ვარსკვლავური ომების ერთადერთი მსახიობია, რომელსაც საგის რომელიმე ფილმში განსახიერებული როლისთვის აკადემიის ჯილდო აქვს მიღებული.

1973 წელს ითამაშა ადოლფ ჰიტლერის როლი ფილმში ჰიტლერი: ათი უკანასკნელი დღე (ამავე ფილმში მონაწილეობდნენ ჯულიან გლოვერი და კენეთ კოლი). მან აგრეთვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფილმში ლოურენს არაბი (განასახიერა ფეისალ I). აღსანიშნავია სხვა, ცნობილი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმებიც: დიდი იმედები, ოლივერ ტვისტი და ექიმი ჟივაგო.

ღვიძლის კიბოს შედეგად გარდაიცვალა 2000 წლის 5 აგვისტოს, 86 წლის ასაკში. დასაფლავებულია პიტერსფილდში (ჰემპშირი).

2007 წლის მარტში მისი მოსასხამი ახალი იმედიდან აუქციონზე 104.000 აშშ დოლარად გაიყიდა.

მსახიობის ხმის ჩანაწერის ნაწყვეტი, სიტყვა "გეშინია" ("afraid"), გამოყენებულია ფილმ ძალის გამოღვიძებაში, სცენაში, რომელშიც რეის ეს ხმა ესმის[1].

ბიბლიოგრაფია

ბმულები

შენიშვნები და სქოლიო

  1. ბრეზნიკანი, ენტონი (2015-12-20). ობი-ვანი და იოდა ფარულად ჩნდებიან ძალის გამოღვიძებაში. Entertainment Weekly. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: მარტი 19, 2018. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 21, 2015.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.