![]() | ![]() |
ალიანსის ფლოტი, იგივე ამბოხებულთა ფლოტი, ეწოდებოდა სხვადასხვა საფრენ საშუალებას, რომელსაც ამბოხებულთა ალიანსი მართავდა გალაქტიკურ იმპერიასთან საბრძოლო მოქმედებებისას. მართალია, იგი იყო უფრო მცირე, ვიდრე იმპერიული ვარსკვლავური ფლოტი და ზოგიერთი ხომალდი არ იყო სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი, ფლოტი იმპერიას გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა.
ენდორის ბრძოლის და ახალი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ამბოხებულთა ალიანსს ეწოდა ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტი.