ალისფერი აღმართი არის ე.კ. ჯონსტონის კანონიკური რომანი, რომელიც აღწერს კი'რას ალისფერი გარიჟრაჟის წევრობის დროის ამბებს. წიგნი გამოიცა Disney–Lucasfilm Press-ის მიერ, 2023 წლის 10 ოქტომბერს. აგრეთვე გამოიცა მისი აუდიოვერსია, რომელსაც კითხულობს ოლივია ჰეკი.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
New York Times-ის ბესტსელერების მწერალი, ე.კ. ჯონსტონი, პადმე ამიდალას "დედოფლის" სერიის ავტორი, ფანებს უამბობს უცნობ ამბავს კი'რაზე, რომელიც ფილმში "სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი" განასახიერა ემილია კლარკმა.
ყველა როდი ხდება გმირი.
უგუნური ღიმილით კი'რა უგდებდა ყურს ბიჭუნას ოცნებებსა და დაპირებებს, შემდეგ კი მას მოწყდა და დაუბრუნდა თეთრი ჭიების ბანდას, ხოლო ჰანი თავისუფლებისკენ მიისწრაფოდა. ახლა თავისუფლება, როგორც ჩანს, ფუფუნებაა, რომელსაც იგი ვერ აღწევს, სანამ გადასარჩენად იბრძვის და სასოწარკვეთილი, ოცნებობს, რომ ოდესმე კორელიას დატოვებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ბედი გაუღიმებს, როდესაც კრიმინალური სინდიკატ ალისფერი გარიჟრაჟის წარმომადგენელი კი'რას ტყვეობიდან იხსნის და მას მიიყვანს სინდიკატის მეთაურთან, იდუმალ და მერყევ დრაიდენ ვოსთან. ვოსი კი'რას სთავაზობს შესაძლებლობას, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონია: საშუალებას, შექმნას მშვიდი ცხოვრების მსგავსი რამ, თუკი დაუტკიცებს, რომ მისი ორგანიზაციის წევრობის ღირსია. დაშვებული შეცდომა გარდაუვალ დაღუპვად იქცევა და კი'რამ იცის, რომ ჩაეშვას ალისფერი გარიჟრაჟის დაუნდობელ, მკვლელ სამყაროში. მაგრამ მან ჯერ არ იცის, რად იქცევა, თუკი გადარჩება...
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781368093750; 10 ოქტომბერი, 2023; Disney–Lucasfilm Press; აშშ, მაგარი ყდა[1]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
| პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
| ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
მოვლენები
ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები
გონიერი რასები
სხვადასხვა
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
Crimson Climb Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ ალისფერი აღმართი აღწერს იმ დროს, როდესაც კი'რა ალისფერი გარიჟრაჟის წევრი იყო. ეს ნიშნავს, რომ მოგონებების სცენები ვითარდება ფილმის სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი შემდგომ. ვინაიდან ეს სცენები ვითარდება ძირითად ამბამდე 3 წლით ადრე (ხოლო
"A Certain Point of View" — Star Wars Insider 215 განსაზღვრავს, რომ ფილმის მოვლენები 10 წლით წინ უსწრებს ახალი იმედის მოვლენებს, რაც იგივეა, რაც 10 იბ, როგორც ამას განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი), მოგონებათა სცენების განვითარების დროა 13 იბ, რაც არის ყველაზე ადრეული პერიოდი, რომელსაც შეგვიძლია, მივაკუთვნოთ ალისფერი აღმართის მოვლენები.

