ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

მოგწონს აქაურობა, ბენ?…
აქ…საინტერესოა, სნოუკ.
ძალიან მომწონს. ვინც ის ააშენა, ცდილობდა წყვდიადის შეკავებას. ეს არის მთელი არსი. დიდ ჩრდილში სინათლის ოაზისის შექმნა. თავად ხედავ, რამდენად კარგად შეძლეს. ხედავ, რა მოუტანა მათ რამის ბუნების უარყოფამ.
―სნოუკის და ბნელ სოლოს საუბრიდან[5]

ამაქსინების კოსმოსური სადგური წარმოადგენდა გალაქტიკის უძველეს კოსმოსურ სადგურს. იგი მდებარეობდა ვარსკვლავურ სისტემაში, სადაც განთავსებული იყო თითქმის ჩამქრალი ვარსკვლავის ორბიტაზე. აშენებული ამაქსინი მეომრების მიერ[4], იგი შედგებოდა რამდენიმე რკალით გარშემორტყმული ცენტრალური სფეროსგან.[1] თუმცა, მას შემდეგ, რაც სადგური დრენგირებმა, ძალის ბნელი მხარის წარმომადგენელმა გონიერი მცენარეული რასის არსებებმა დაიყპრეს, ისინი სითებმა გამოკეტეს.

მოგვიანებით, აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში, სადგურზე დიდი კატასტროფის შემდეგ ავარიულად დაეშვა რამდენიმე კოსმოსური ხომალდი, მათ შორის ერთ-ერთი, რომელზეც იმყოფებოდნენ ოსტატი ჯედაი კომაკ ვაიტუსი, რაინდი ჯედაები ორლა ჯარენი და დეზ რაიდენი და პადავანი რით საილასი. მათ აღმოაჩინეს, რომ სადგური აღჭურვილი იყო რამდენიმე ჰიპერსივრცული რელეთი, რომლებიც ჰიპერსივრცეში მითითებული ადგილისკენ გადაადგილდებოდნენ. მისიის შესრულებისას რაიდენი დაიჭრა და თავისი სურვილის საპირისპიროდ ერთ-ერთ რელეში აღმოჩნდა, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ იგი დაიღუპა.[4]

სნოუკის თქმით, შემქმნელებმა სადგური ააშენეს ძალის ბნელ მხარესთან სიახლოვეს მყოფ სივრცეში, რათა შეექმნათ ნათელი მხარის ოაზისი. თუმცა, ბნელი მხარე სადგურზე დარჩა და შემქმნელები მოკლეს.[5] ახალი რესპუბლიკის პერიოდში სნოუკი სწორედ ამ კოსმოსურ სადგურზე ცხოვრობდა. ბენ სოლო, რომელმაც გაანადგურა ლუკ სკაიუოკერის ჯედაების ტაძარი, დარწმუნებული, რომ მისი შემქმნელიც მოკლა, სადგურზე სნოუკთან შესახვედრად ჩავიდა.[1]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement