FANDOM


Premium-Eras-canon
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია ანოატის სექტორში ჩამოყალიბებული წინააღმდეგობრივი მოძრაობა. იხილეთ აგრეთვე მობილური ვიდეოთამაში Star Wars: Uprising, რომელშიც ეს მოძრაობა ფიგურირებს.

ამბოხება იყო მოძრაობა, რომელიც გალაქტიკურ იმპერიას ებრძოდა ანოატის სექტორში, ენდორის ბრძოლის შემდეგ. იგი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, როდესაც იმპერიულმა გუბერნატორმა ადელჰარდმა, შეიტყო რა პალპატინის აღსასრულის შესახებ, ჩაკეტა სექტორი და შექმნა რკინის ბლოკადა. ამბოხებაში შედიოდნენ მოქალაქეები, გასამრჯელოზე მონადირეები, მკვლელები, დამნაშავეები და კონტრაბანდისტები. რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი ანოატის სექტორთან საკმაოდ უძლური იყო, ამიტომ მისი ყველა წევრი ბლოკადის მიღმა დარჩა, რამდენიმეს გამოკლებით. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულები თავად მხარს უჭერდნენ ამბოხებას, უკანასკნელის წევრების უმეტესობა დამოუკიდებლად მოქმედებდა და ალიანსის ძირითად ბირთვს არ უკავშირდებოდა.

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 Star Wars: Uprising
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Star Wars: Uprising. ითამაშეთ Star Wars: Uprising. წაკითხვის თარიღი: ივნისი 4, 2015.
  3. შედეგები
Otherlangსხვა ენებზე