ამბოხების ეპოქა: სპეციალური გამოშვება 1 არის მესამე გამოშვება კომიქსების ანთოლოგიური სერიიდან ვარსკვლავური ომები: ამბოხების ეპოქა. იგი გამოიცა 2019 წლის 17 აპრილს Marvel-ის მიერ.
Contents
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ვარსკვლავური ომების ორიგინალური ტრილოგია! ბობა ფეტი დაივიწყეთ. გალაქტიკის ყველაზე საშიში ჯილდოზე მონადირე ის არ არის, ვინც გგონიათ. ცივი, გამჭრიახი მკვლელი დროიდი IG-88 საზარელი რეპუტაციის მქონეა. ძებნილი დამნაშავეები უნდა ძრწოდნენ, ვინაიდან IG-88 საქმის შესასრულებლად არაფერს შეუშინდება. მაგრამ როგორ განვითარდა? რა სურს? სრულყოფილება დასაწყისისთვის კარგი იქნება. საი სპერიერი (დოქტორი აფრა) და კასპარ ვაინგაარდი (დოქტორი აფრას წელიწდეული) აცოცხლებენ მრისხანე დროიდს! ორდენის განადგურება, მეგობრების დაღუპვა, განდევნა — ყველაფრის შემდეგ, იოდა მაინც ჯედაი დარჩება. შორეულ პლანეტა დაგობაზე მიმალვაშიც, ბოროტი იმპერიისგან შორს, ჯედაის კვლავ საქმეები აქვს. მარკ გუგენჰაიმი (ოქროს X-ადამიანები) და ანდრეა ბროკარდო (ვარსკვლავური ომები) ეწვევიან ბრძენ, მოხუც ოსტატს! თავისუფლებისთვის მებრძოლ ამბოხებულთა ალიანსში უფრო მეტია, ვიდრე რამდენიმე გმირი — მაგალითად, ასი პილოტები, ბიგზ დარკლაიტერი და ჯეკ პორკინსი. მაგრამ ისინი ბოროტ გალაქტიკურ იმპერიას დიდი ხანია, ებრძვიან და ხოლმე ბიგზის და პორკინსის მსგავს კეთილშობილ მეომრებსაც დასვენება და ამოსუნთქვა სჭირდებათ. გალაქტიკური კონფლიქტისგან თავისუფალი კუთხე სადმე თუ არის?
შიგთავსი[]
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606091911; 17 აპრილი, 2019; Marvel Comics[1]
- 00111; გარეკანი A; ჯუზეპე კამუნკოლი, Guru-eFX
- 00121; გარეკანი B; მაიკ მაკკონი
- 00131; გარეკანი C; იენ ბარტელი
- 00141; გარეკანი D; მარკო ჩეჩეტო
გარეკანების გალერეა[]
შეტანილია კრებულებში[]
- ვარსკვლავური ომები: ამბოხების ეპოქა: ბოროტები
- ვარსკვლავური ომები: ამბოხების ეპოქა, მაგარყდიანი კრებული
შენიშვნები და სქოლიო[]
ვარსკვლავური ომები: ამბოხების ეპოქა | |
გმირები | პრინცესა ლეია · ჰან სოლო · ლენდო კალრისიანი · ლუკ სკაიუოკერი |
ბოროტები | გრანდ-მოფი ტარკინი · ბობა ფეტი · ჰატი ჯაბა · დართ ვეიდერი |
სპეციალური გამოშვება | ხანგრძლივი თამაში · გამოცდა დაგობაზე · მოპარული სახელოვნება |
კრებულები | გმირები · ბოროტები · მაგარყდიანი კრებული |