ამბოხებულთა გადაწყვეტილება არის ანიმაციური ტელესერიალ ამბოხებულების პირველი სეზონის მეთხუთმეტე ეპიზოდი.[2]
ამბოხებულთა გადაწყვეტილება WatchDisneyXD.com-ზე 2015 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნდა, ხოლო სატელევიზიო ჩვენება გაიმართა Disney XD-ზე, 23 თებერვალს. ეპიზოდის სცენარის ავტორები არიან ჩარლზ მარი და ჰენრი გილროი, ხოლო რეჟისორი — ჯასტინ რიჯი.
სიუჟეტის მიხედვით, ამბოხებულები ეძებენ კენან ჯარუსს, რომელიც იმპერიულ სიგნალის გადამცემ კოშკზე იერიშისას დააპატიმრეს. ამასობაში გრანდ-მოფი უილჰაფ ტარკინი, აგენტი კალუსი და გრანდ-ინკვიზიტორი ცდილობენ ჯარუსისგან ინფორმაციის მოპოვებას, რათა მიაგნონ ამბოხებულთა სხვა დაჯგუფებებს.
შენიშვნები და სქოლიო
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.