- „გწამს, რომ რჩეული ხარ?“
„როგორ დავიჯერო?“
„შემიძლია, გითხრა, მე რის მწამს. მწამს, რომ ძალაში წონასწორობას მოიტან. რომ დემონებს დაუპირისპირდები და სამყაროს გადაარჩენ.“ - ―კვაი-გონ ჯინის და ანაკინის საუბრიდან
ანაკინ სკაიუოკერი[31] იყო ლეგენდარული ძალისადმი მგრძნობიარე მამაკაცი, გალაქტიკური რესპუბლიკის რაინდი ჯედაი და ძალის რჩეული. აგრეთვე ცნობილი ზედმეტსახელით „ენი“ და კლონების ომების პერიოდის გმირობების გამო — „უშიშარი გმირი“. გალაქტიკური იმპერიის ზეობისას ცნობილი იყო როგორც დართ ვეიდერი, სითი ლორდი და იმპერატორ დართ სიდიუსის შეგირდი.
ანაკინი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 41 წელს, გალაქტიკის გარე რგოლის ტერიტორიების პლანეტა ტატუინზე. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავდა დედა, შმი სკაიუოკერი, მის ჩასახვაში მამას მონაწილეობა არ მიუღია. ამან ოსტატი ჯედაი კვაი-გონ ჯინი დააფიქრა, რომ სკაიუოკერი ჩაისახა მიდიქლორიანების მიერ. სკაიუოკერის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ჯინმა ბიჭუნა საწვრთნელად მიიყვანა კორუსანტზე მდებარე ჯედაების ტაძარში, მაგრამ ჯედაების უზენაესი საბჭოს აზრით, იგი სხვებთან შედარებით უფროსი იყო და ჯედაის ცოდნის ათვისებაში ხელს ემოციებიც უშლიდა. ნაბუს ბრძოლის შემდეგ მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა, როდესაც აღმოჩნდა, რომ კვლავ გამოჩნდნენ უძველესი მტრები, სითები. იოდას გადაწყვეტილებით, ობი-ვან კენობი, იმხანად — ახალბედა რაინდი ჯედაი — გახდა ანაკინის მასწავლებელი.
როგორც მომავალი ჯედაი, ანაკინი სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ მასწავლებელი მას ხედავდა როგორც ამაყს და მოუთმენარს, რაც მათ შორის დაძაბულობას წარმოშობდა. სეპარატისტული კრიზისის წარმოშობის დროისთვის კენობი ფიქრობდა, რომ ბიჭუნას კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი, ანაკინს კი მიაჩნდა, რომ უკვე შეეძლო ჯედაის გამოცდაზე გასვლა და ჯედაების ორდენის რაინდის წოდების მოპოვება. იავინის ბრძოლამდე 22 წელს კლონების ომების დაწყებიდან სკაიუოკერის წვრთნა დასრულებულად ჩაითვალა. ქრისტოფსისის ბრძოლის დროისთვის იგი უკვე რაინდი ჯედაი იყო. კონფლიქტისას სკაიუოკერი მეთაურობდა რესპუბლიკის დიდ ჯარს, გენერალ ჯედაებთან ერთად და ჰყავდა საკუთარი პადავანიც — ასოკა ტანო. ყოველივე ამის პარალელურად მას ჰქონდა ფარული ურთიერთობა ნაბუ სენატორ პადმე ამიდალასთან, რაც არღვევდა ჯედაების კოდექსს, რომელიც კრძალავდა პირად სიმპათიებს და რომანტიკულ ურთიერთობებს. ბრძოლის ველის მეთაურის სახით მიღწევებმა მას მოუპოვეს ზედმეტსახელი „უშიშარი გმირი“. კონფლიქტის მსვლელობისას იგი იქცა ჯედაების ორდენის სიმბოლოდ. იავინის ბრძოლამდე 19 წელს ასოკას შეცდომით დაბრალდა ჯედაების ტაძრის ანგარის აფეთქება. მისი უდანაშაულობა დამტკიცდა, მაგრამ მან, ანაკინისადმი ნდობის მიუხედავად, დაკარგა ჯედაების რწმენა. საბოლოოდ, მან დატოვა ორდენი, რამაც სკაიუოკერი დაამწუხრა. შეგირდის დაკარგვამ გავლენა იქონია ჯედაების საბჭოსადმი უნდობლობის კლებაზე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდგომში ძალის ბნელი მხარის არჩევაშიც.
იავინის ბრძოლამდე 19 წელს სკაიუოკერი ასევე შიშობდა ამიდალას ფეხმძიმობის გამო, ვინაიდან მის სიზმრებში პადმე მშობიარობისას იღუპებოდა. დართ სიდიუსმა ამით ანაკინი მიიქცია ძალის ბნელ მხარეს, შეჰპირდა რა, რომ მისი შესწავლით ანაკინი უფრო მეტ ძალაუფლებას შეიძენდა და არა მხოლოდ ცოლს გადაარჩენდა, არამედ გალაქტიკაშიც მშვიდობას დაამკვიდრებდა. გახდა რა დართ ვეიდერი, დაცემული რაინდი ჯედაი 501-ე ლეგიონის მეთაურის სახით გაემართა ტაძრისკენ. მან დახოცა ყოფილი მეგობრები, ხოლო დანარჩენი ჯედაები შეეწირნენ თანმხლებ კლონმა სამხედროებმა. თუმცა, ცოლი მაინც ვერ გადაარჩინა — რისხვის გამოვლინებით მან ამიდალა სიკვდილამდე მიიყვანა. სიკვდილის პირას მყოფმა პადმემ მაინც იმშობიარა და ეყოლა ორი შვილი — ლუკი და ლეია. ამიდალას დაღუპვამ და კენობისთან მუსტაფარზე დუელმა დაასრულა უწინდელი ანაკინი და იგი აქცია მეტწილად მანქანად, ვიდრე ადამიანად.
ათწლეულების განმავლობაში ვეიდერი ოსტატი სითი იყო. იმპერატორთან ერთად მან დაიმორჩილა გალაქტიკა და ამავე დროს, ნადირობდა ცოცხლად დარჩენილ ჯედაებზე, სანამ ისინი ფაქტობრივად ამოწყვიტა. გალაქტიკურ სამოქალაქო ომში რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, მან იმპერიას ვერ ააცილა სიკვდილის ვარსკვლავის განადგურება. შეიტყო რა, რომ სადგურის აფეთქებაზე პასუხისმგებელი პილოტი მისი შვილი იყო (რომელსაც ამიდალასთან ერთად დაღუპულად მიაჩნდა), ვეიდერმა გადაწყვიტა მისი ბნელ მხარეს მიქცევა და ერთობლივი ძალისხმევით იმპერატორის დამხობა. ჰოთის ბრძოლის შემდეგ ორივე ერთმანეთს შეხვდა ბესპინზე და ვეიდერმა დუელისას გაიმარჯვა და უამბო ლუკს, რომ მისი მამა იყო და შესთავაზა გალაქტიკის ერთად მართვა. ახალგაზრდა ჯედაიმ უარყო ასეთი წინადადება და დაუბრუნდა მოკავშირეებს, რათა კვლავ ებრძოლა იმპერიასთან.
მამა და შვილი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, უკვე იმპერატორის წინაშე, იავინის ბრძოლიდან 4 წელს ენდორის ბრძოლისას. ლუკმა გაიმარჯვა, მაგრამ უარს ამბობდა როგორც მამის მოკვლაზე, ასევე მისი ადგილის სიდიუსის გვერდით დაკავებაზე. სითების ბნელმა ლორდმა პასუხად ლუკის მისამართით მთელი მრისხანება გამოავლინა, აწამა რა იგი ძალის ელვით. იხილა რა საკუთარი შვილი აგონიაში, ვეიდერი შეიცვალა — მას დაუბრუნდა ანაკინის მხარე. მან იმპერატორი საკუთარი სიცოცხლის ფასად მოკლა. მიუხედავად ლუკის მცდელობისა, მამა გადაერჩინა, ანაკინს საბოლოოდ სურდა შვილის საკუთარი თვალებით ხილვა. იგი დაუბრუნდა ძალის ნათელ მხარეს, რომელსაც მანამდე შეუერთდნენ იოდა და კენობი.
ანაკინის აღსასრულიდან და იმპერიის დამხობიდან ათწლეულების შემდეგ ბენ სოლო, ლეია ორგანას შვილი, ასევე მოექცა ბნელ მხარეს, ისევე, როგორც მისი წინაპარი. ლუკის მიერ აღდგენილი ჯედაების ტაძრის დანგრევის შემდეგ ბენი გახდა კაილო რენი, რენის რაინდების მეთაური, ისევე, როგორც უზენაეს მეთაურ სნოუკის შეგირდი. რენს სურდა, დაესრულებინა ის, რაც ვერ გააკეთა ვეიდერმა და მოეკლა ბიძამისი სკაიუოკერი, უკანასკნელი ჯედაი. მაგრამ ანაკინისგან განსხვავებით, მან დაამხო მასწავლებელი და ახალი უზენაესი მეთაურის სახით წინ გაუძღვა პირველ ორდენს. იგი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ მას უნდა გაეგრძელებინა ვეიდერის საქმე და ჯედაების ორდენი გაენადგურებინა. მიუხედავად ამისა, კაილო დაბრუნდა ნათელ მხარეს, კვლავ გახდა ბენ სოლო და რეის გაცოცხლებული დართ სიდიუსის სამუდამოდ განადგურებაში დაეხმარა, შემდეგ კი თავი გასწირა და გოგონა სიკვდილისგან იხსნა.
ბიოგრაფია
ადრეული წლები
ტატუინზე გატარებული ბავშვობა
- „რესპუბლიკაში რომ დაბადებულიყო, უფრო ადრე აღმოვაჩენდით. აშკარაა, რომ ძალა მასში არაჩვეულებრივად მძლავრია. მამამისი ვინ არის?“
„მამა არ ჰყოლია. მე ვატარებდი, მე გავაჩინე, მე გავზარდე, ვერ აგიხსნით, რა იყო.“ - ―კვაი-გონ ჯინის და შმი სკაიუოკერის საუბრიდან
ანაკინ სკაიუოკერი, როგორც ითვლებოდა, ჩაისახა მიდიქლორიანების მიერ[32]. მისი დედა იყო მონა შმი სკაიუოკერი.[11] სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბიჭუნა დაიბადა უდაბურ პლანეტა ტატუინზე, თუმცა, სხვების აზრით, ის დედასთან ერთად პლანეტაზე პატარაობისას დასახლდა.[33] თავდაპირველად მათ ფლობდა ჰატი გარდულა, რომელმაც ორივე წააგო ტოიდარიელ უოტოსთან პოდრბოლისას დადებული ფსონის შედეგად, როდესაც ბიჭუნა ჯერ სამი წლის იყო. მოფერებით ცნობილი როგორც ენი, სკაიუოკერი ამის შემდეგ მუშაობდა მოს-ესპაში მდებარე ახალი პატრონის სახელოსნოში.[11]
უკვე ბავშვობისას ბიჭუნას ჰქონდა პილოტირების და ტექნიკური საკითხებით დაინტერესების გამორჩეული უნარები. ააწყო საკუთარი სარბოლო პოდი[11], ხოლო პროტოკოლური დროიდი C-3PO საჩუქრად დედისთვის[11] ისე შეიმუშავა, რომ მას ჰქონოდა ადგილობრივი ქვიშის და ცხელი ჰავის ატანის უნარი[34]. ერთხელ, როდესაც უოტოს ჯართის საწყობში მუშაობდა, იპოვა გაფუჭებული სერვოძრავა, რომლის შეკეთება განიზრახა და პატრონს მისი შინ წაღების ნებართვა სთხოვა. უოტოსთვის ნაწილი, ერთი შეხედვით, ნამდვილად უვარგისი ჩანდა და მან ბიჭუნას ნება დართო, მაგრამ თქვა რა, რომ უფასო არაფერი იყო, სანაცვლოდ მეორე დღეს უფრო მეტი დატვირთვით მუშაობა მოსთხოვა.[34] ადგილობრივ ბაზარში სკაიუოკერმა მიაგნო აუცილებელ ფოტორეცეპტორებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გრანსაც სჭირდებოდა და მთელ ბაზარში დაეძებდა, ბიჭუნა ითორიანის დახლის აყირავებით და მისთვის გზის გადაღობვით გაექცა.[35] გარდა ყველაფრისა, იგი მეგობრული იყო და დაუმეგობრდა ადგილობრივ მონა ბავშვებს — კიტსტერ ბანაის და უოლდს, ისევე, როგორც უხუცეს ჯირას.
უოტოს დავალებით ჯართის გადაყრისას ანაკინმა აგრეთვე მიაგნო კვების ულტრაბლოკს, რომელიც საკუთარი პოდისთვის ესაჭიროებოდა. ქუჩებში მოულოდნელად გამოჩნდა სვუპ-ბანდა დევარონელ წევრთან ერთად, რომელმაც სამედიცინო ცენტრის გენერატორი დააზიანა. ანაკინმა მის აღდგენას ნაპოვნი ულტრაბლოკი შესწირა. ერთი კვირის შემდეგ იგი სებულბას პოდრბოლაში შეეჯიბრა, თუმცა დაგმა მას მოტყუებით მოუგო. ანაკინმა იცოდა, რომ ბლოკის პოდზე მორგებით შეძლებდა ამ შეჯიბრში გამარჯვებას, თუმცა სამედიცინო ცენტრისთვის იგი უფრო აუცილებელი იყო.[36]
მშფოთვარე ღამით დედა ანაკინს ხოლმე უამბობდა მზის დრაკონის ამბავს. ტატუინზე მცხოვრებთა თაობები ამ ამბავს სხვადასხვა მნიშვნელობით იხსენებდნენ, მაგრამ მხოლოდ შმის მონათხრობი იყო ყველაზე ემოციური. ეს დრაონი იყო არსება, რომელიც ვარსკვლავის შუაგულში ცხოვრობდა. მას ნებისმიერ პირობებში გადარჩენა შეეძლო, ვინაიდან იყო გალაქტიკაში უდიდესი გულის მფლობელი. იგი იცავდა ყველაფერს, რაც უყვარდა, ცეცხლისა და ალის ძალით. ხოლმე ამ ამბავს იხსენებდნენ ბედნიერ დროს ან ცუდ დროს. ანაკინს, როგორც წესი, ამ ამბავს დედა უამბობდა მაშინ, როდესაც უოტო განსაკუთრებით სასტიკად ეპყრობოდა. თუმცა, ჩანაფიქრი ყოველთვის აშკარა იყო. შმისთვის ანაკინი „იყო“ მზის დრაკონი. მას ჰქონდა გალაქტიკაში უძლიერესი გული, რომელიც მას ყველაფერში დაეხმარებოდა, თუკი ბიჭუნა მას ენდობოდა. ეს ანაკინისთვის მეტად პირადული ამბავი იყო, რომელიც ცოტამ თუ იცოდა.[17]
ტასკენი მონის გათავისუფლება
ერთხელ ანაკინს ესიზმრა, თითქოს ჯედაი იყო და დედა მონობიდან იხსნა. იგი დედამ გააღვიძა, რომელმაც უთხრა, რომ გარე რგოლში ჯედაები არ გამოჩენილან. მან აგრეთვე უთხრა, რომ გალაქტიკა უკეთესი ადგილი იქნებოდა, თუკი მასში ყველა მისი მსგავსი იქნებოდა. თუმცა, მან აგრეთვე გააფრთხილა, რომ ზედმეტი სიკეთის გამოჩენა ყურადღებას მიიქცევდა, მას კი სურდა, ბიჭუნა უსაფრთხოდ ყოფილიყო. ამ დროს გამოჩნდა დამლაგებელი დროიდი ოტოგა-222, რომელმაც ამცნო, რომ უოტოს ახალი დავალება ჰქონდა. მან სკაიუოკერი ტვირთის ასაღებად გააგზავნა მოს-აიზლის კოსმოპორტში. დროიდმა ანაკინს შეახსენა, რომ მის სხეულში დამალული იყო გადამცემი ბარათი, რომელიც, გაქცევის შემთხვევაში, აფეთქდებოდა.[37]
სკაიუოკერი კოსმოპორტში მივიდა, მაგრამ ვაჭარს გადაუხადა კრედიტით. ამ დროს გამოჩნდა სახმელეთო სპიდერი, რომელშიც იჯდა სამი მონებით მოვაჭრე. მათთან ერთად იმყოფებოდა ტასკენი. ანაკინს ესმა ერთ-ერთი მოვაჭრის საუბარი, საიდანაც დაასკვნა, რომ ახალი მონა ჯერ არ იყო დაცული ბარათით. სპიდერის სისტემის არევით მან ტრანსპორტი აამოქმედა. სპიდერი თავისით გაფრინდა და სამივე მოვაჭრე მას დაედევნა, ხოლო ანაკინმა ტასკენი გაათავისუფლა. უკან დაბრუნებულმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ნიკტომ, სკაიუოკერს ჰკითხა თუ სად გაიქცა მონა და ბიჭუნამ მას სხვა მიმართულება უჩვენა. იმ დღეს ანაკინი შინ დაბრუნდა ბედნიერი იმით, რომ, საბოლოოდ, ვიღაც იხსნა, დედას კი უთხრა, რომ უსიამოვნებები არ შემთხვევია და დაიძინა.[37]
აღმოჩენა
პოვნა ჯედაების მიერ
- „რაღაც არის ამ ბიჭუნაში.“
- ―კვაი-გონ ჯინი
ერთხელ, როდესაც ბიჭუნა 9 წლის იყო, უოტომ სახელოსნოში უხმო. იქ ბიჭუნამ დაინახა მაღალი მამაკაცი, გოგონა, განგანი ჯა ჯა ბინკსი და ასტრომექანიკოსი დროიდი R2-D2, რომლებიც უოტოს ესაუბრებოდნენ. პატრონის მითითებით სკაიუოკერი სახელოსნოს ალაგებდა, ხოლო უოტომ მამაკაცი, კვაი-გონ ჯინი, საწყობისკენ წაიყვანა. ბიჭუნამ შეამჩნია გოგონას, პადმე ამიდალას მშვენიერება და ჰკითხა, ხომ არ იყო იგი იეგოს თანამგზავრებიდან მოფრენილი ანგელოზი[38]. ჯინი და უოტო მალე დაბრუნდნენ. ჯინმა სხვებს ამცნო, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. ჯა ჯას მიერ დატრიალებული უწესრიგობის მიუხედავად, პატრონმა სკაიუოკერს წასვლის უფლება მისცა. გზად შინისაკენ ანაკინმა შეამჩნია, რომ სებულბა განგანს თავს დაესხა და მათ ჩხუბში ჩაერია. კვაი-გონთან და პადმესთან ერთად, რომლებიც იქვე ახლოს აღმოჩნდნენ, მან გადაინაცვლა ჯირას ხილის დახლთან, სადაც შეამჩნია ჯინის სინათლის მახვილი. როდესაც მან დანარჩენებს ამცნო, რომ ქვიშის ქარიშხალი ახლოვდებოდა, შესთავაზა მასთან დარჩენა.[11]
შინ მან ახალ მეგობრებს გააცნო დედა, ხოლო პადმეს უჩვენა ჯერ კიდევ დაუმთავრებელი C-3PO და უამბო პოდის შესახებ. შთაგონებული პადმე, სხვებთან ერთად, იმ ღამით მათ სახლში დარჩა. ვახშმის დროს ანაკინმა დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი იყო მონობა. პადმესა და შმის შორის წარმოშობილმა განხილვამ გამოიწვია საუბარი პოდრბოლებზე. სკაიუოკერმა ამ დროს ჯინს ჰკითხა მახვილის შესახებ, დარწმუნებული იყო, რომ ჯედაი პლანეტაზე მონების გასათავისუფლებლად ჩავიდა. შემდეგ საუბარი შეეხო ნაბუს სამეფო კოსმოსური ხომალდის დაზიანებულ ნაწილს და ანაკინმა გადაწყვიტა დაგეგმილ ბუნტა ივის კლასიკურ პოდრბოლაში მონაწილეობდა, რათა ფულადი თანხა მოეგო და ჯინს უოტოსგან ნაწილი შეეძინა. დედა თავდაპირველად ასეთი გადაწყვეტილის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბიჭუნამ შეახსენა, რომ ყველას ერთმანეთისთვის დახმარება უნდა გაეწია და შმი საბოლოოდ დათანხმდა, გაეშვა შვილი ასეთ საშიშ შეჯიბრში.[11]
მეორე დღეს ჯინი და სხვები სკაიუოკერს უოტოს სახელოსნოში გაჰყვნენ და ანაკინმა უოტოს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უამბო. პადმე ამასობაში ჯინს გაესაუბრა და ჯედაიმ უოტოს შესთავაზა სამეფო ხომალდი და მონაგების ორად გაყოფა. უოტოს შეთავაზება მოეწონა და სკაიუოკერი წავიდა პოდის შესამოწმებლად. ამ დროს მას მიუახლოვდნენ მეგობრები, ბანაი და უოლდი, თუმცა, მას შემდეგ რაც ანაკინის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, გამოხატეს ვარაუდი, რომ იგი რბოლას ვერ მოიგებდა. ბინკსი ამასობაში, ბიჭუნას გაფრთხილებების მიუხედავად, პოდის ენერგოდამაკავშირებლებთან იდგა, რის გამოც ძრავის ამოქმედების შემდეგ მისი ენა გაბუჟებული დარჩა.[11]
მოგვიანებით ანაკინმა შემთხვევით დაიზიანა ხელი, თუმცა ჭრილობა მხოლოდ საღამოს შეამჩნია, როდესაც ჯინმა მისი სისხლის ნიმუში აიღო. ბიჭუნამ ვერ მოასწრო, დაედგინა, თუ რას აპირებდა კვაი-გონი, ვინაიდან დედამ დასაძინებლად უხმო.[11]
რბოლა თავისუფლების მოსაპოვებლად
- „გახსოვდეს, დაუფიქრდი წამს. იგრძენი, ნუ ფიქრობ. გამოიყენე ინსტინქტები."
"ასეც ვიზამ."
"დაე, ძალა იყოს შენთან.“ - ―კვაი-გონ ჯინის რჩევა ანაკინს, პოდრბოლის დაწყებამდე
ორ ეოპიზე ჩაბმული პოდი ნაბერიმ, ბანაიმ, შმიმ, ანაკინმა, R2-D2-მ და C-3PO-მ მიიყვანეს არენის ანგარში, ხოლო ჯინი უოტოსთან შესახვედრად გაემართა. ტოიდარიელმა ანგარი გაბრაზებულმა დატოვა, სკაიუოკერი კი დააფიქრა, როდესაც ახსენა ჯინი და ფსონი. ბანაიმ ამ დროს შემთხვევით ახსენა, რომ ანაკინს მანამდე რამე ბრძოლაში არ გაუმარჯვია. პადმეს დაებადა ეჭვი ბიჭუნას შანსების თაობაზე.[11]
ოდნავ მოგვიანებით მრბოლელები და პოდები არენაზე შეკრიბეს და რბოლისთვის მოამზადეს. შმიმ ბიჭუნას უვნებლად ყოფნა უსურვა, რის შემდეგაც ანაკინი პოდისკენ გაემართა. იგი არც სებულბას მუქარას შეუშინებია, როდესაც ჯინი კაბინაში ჩაჯდომაში ეხმარებოდა. მოულოდნელად, როდესაც რბოლა დაიწყო და ყველა საკუთარ ადგილს მოსწყდა, ანაკინის პოდის ძრავა გაჩერდა და იგი ბენ კუადინაროსთან ერთად უმოძრაოდ დარჩა. მიხვდა რა, რომ პოდის გასაშვებად ერთი მოქმედება გამორჩა, გადასართველებს ადგილები შეცვალა, ისევე, როგორც პარამეტრები, რასაც, საბოლოოდ, მოჰყვა ძრავების გადატვირთვა და მათი წარმატებით ამოქმედება. პოდმა საბოლოოდ დატოვა არენა და სხვების კვალდაკვალ მიჰქროდა.[11]
სხვა მრბოლელებს მალევე დაეწია, გასცდა ორს, სანამ ისინი მას შეამჩნევდნენ და ის-ის იყო, ტროიკენელ გასგანოსთვის უნდა გაესწრო, როდესაც თაღოვან კანიონს მიუახლოვდნენ. გასგანოს მცდელობით ანაკინი თავდაპირველად ჩამორჩა, მაგრამ, საბოლოოდ, გაუსწრო, როდესაც მცირე მაგიდა მთას გადაუფრინეს და კანიონში კვლავ დაეშვნენ. ტიმტო პაგალისმა ანაკინის კლდეზე მიხეთქება სცადა, მაგრამ ბიჭუნა ეშმაკურად დაუძვრა. სებულბამ მას და მარს გუოს პოდს რაღაც ნამსხვრევები ესროლა და ძრავები გუოს ძრავები გაჭედა. გუო პლანეტის ქვიშიან ზედაპირზე ავარიულად დაეშვა, ანაკინი კი კვლავ წარმატებით მიიწევდა მიზნისკენ. მრბოლელები მესამე წრის გავლას შეუდგნენ.[11]
მესამე წრის დაწყებისას უპირატესობა კვლავ სებულბას მხარეს იყო. მეტოქის თავის არიდების რამე ეშმაკობები ამოეწურა, ამიტომ, გადაწყვიტა სასიკვდილო მეთოდისთვის მიემართა. ლაგუნის გამოქვაბულების მახლობლად, იქ სადაც მანამდე რეტს ტაირელი შეეჯახა, სებულმამ ბიჭუნა კურსს ააცდინა, გაუშვა რა პანდუსის მიმართულებით. მოხვდა რა დაქანებულ ზონაში, სკაიუოკერმა მოულოდნელად სიჩქარე ვერ გათვალა და ცაში აღმოჩნდა, თუმცა პოდი გამართა და მალევე დაბრუნდა მიწაზე. იგი არა მხოლოდ აფეთქებით დაშვებას გადაურჩა, არამედ გაოგნებულ სებულბასაც გაუსწრო. მას კვლავ მოწინავე ადგილი ეკავა, სანამ რამდენიმე თაღში გაირბენდნენ. ბიჭუნას პოდის მარცხენა ძრავა მოულოდნელად გაფუჭდა და ბოლის გამოშვება დაიწყო. სებულბას მიერ მანამდე ჩადენილი დივერსია, ამრიგად, მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ ანაკინი პოდის ყველა შესაძლებლობას იყენებდა. მან შეძლო პრობლემების გამოსწორება და დაუბრუნდა კურსს და მანამდე არსებულ ტემპს. ჩაუფრინა რა გასგანოს, იგი ფინიშისკენ უკვე სებულბასთან ერთად მიქროდა.[11]
არენასთან მიახლოებისას სებულბამ სცადა სკაიუოკერის მხრიდან გამარჯვების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა და უკვე პოდიც დააჯახა. მართალია, პოდის შტანგი საბოლოოდ გადატყდა, სებულბა უკან მოიტოვა — ამჯერად საკუთარ პოდზე კონტროლი დაგმა დაკარგა და პოდი კლდეზე შეჯახებისას დაიმსხვრა. სკაიუოკერმა მიაღწია არენამდე და რბოლაში გაიმარჯვა.[11]
მაყურებლები ასეთ გამარჯვებას აღტაცებით შეხვდნენ. ჯინმა იგი მხრებზე დაისვა. ანგარში სკაიუოკერი შეხვდა დედას და მეგობრებს, რომლებიც მოეხვივნენ და გამარჯვება მიულოცეს.[11] ჯინმა იგი ცალკე იხმო და ურჩია, ესიამოვნა თავისი კარგი საქციელით და მზად ყოფილიყო იმ დროისთვის, როდესაც ადამიანების დახმარება ასე მარტივი არ იქნებოდა. სკაიუოკერი მიხვდა, რომ ჯინი მას ჯედაის მომავალზე ესაუბრებოდა. კვაი-გონის თქმით, გზა რთული იქნებოდა და აუცილებელი იქნებოდა მომზადება და თავგანწირვა. ანაკინი ამან არ გააკვირვა და მან თქვა, რომ სხვებს ნებისმიერ ფასად დაეხმარებოდა. ამის შემდეგ იგი დაუბრუნდა კიტსტერს და უოლდს.[37]
სახლთან დამშვიდობება
- „ყოჩაღი იყავი. და უკან არ მიიხედო.“
- ―შმი სკაიუოკერის საუბარი ანაკინთან, უკანასკნელის ტატუინიდან გამგზავრებისას.
ჯინთან ერთად შინ დაბრუნებულმა ანაკინმა დედას პოდის გაყიდვიდან მიღებული კრედიტები უჩვენა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჯედაიმ ამცნო, რომ იგი გათავისუფლდა და მასთან ერთად გამგზავრების შემდეგ გაივლიდა ჯედაის წვრთნას, ბიჭუნას უფრო გაუხარდა. თუმცა, მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ დედამისი მონობაში დარჩებოდა. იგი მხოლოდ შეშფოთდა, როდესაც შმიმ მოსთხოვა ჯინთან ერთად უკეთესი მომავლისთვის გამგზავრება. როდესაც პირად ნივთებს ზურგჩანთაში აწყობდა, ანაკინი C-3PO-საც დაემშვიდობა. თუმცა, სანამ სახლს საბოლოოდ დატოვებდა, შებრუნდა და დედასთან მიირბინა. იგი მას შეჰპირდა, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა და გაათავისუფლებდა. მიუხედავად ამ სევდიანი დამშვიდობებისა, შმიმ შვილი დაამშვიდა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჯედაისთან ერთად წასვლის აუცილებლობაში.[11]
მიუახლოვდნენ რა ნაბერის ხომალდს, უეცრად გამოჩნდა შავმოსასხამიანი უცნობი, რომელიც ჯინს თავს დაესხა. სკაიუოკერი ძირს დაემხო, ხოლო უცნობი, სითი ლორდი დართ მოლი[11] ჯინს შეეტაკა. სანამ იგი ჯედაის წითელი ფერის სინათლის მახვილით ებრძოდა, ბიჭუნა ხომალდისკენ გაიქცა. ნაბერის და იქვე მყოფ ობი-ვან კენობის ანაკინმა უამბო, თუ რა მოხდა ხომალდებისნ. პილოტმა რიკ ოლიმ გემი ჯინთან ახლოს მიიყვანა. კვაი-გონი ახტა ხომალდზე და გაექცა მოლს, შემდეგ კი ანაკინს ობი-ვანი საბოლოოდ გააცნო.[11]
ჯედაების საბჭოს წინაშე
- „იგი რჩეულია. დაინახეთ ეს!“
- ―კვაი-გონ ჯინის საბჭოსთან საუბრიდან
იმავე საღამოს, ხომალდზე, სკაიუოკერმა შეიტყო, რომ გემი ეკუთვნოდა თვით ნაბუს დედოფალს. იგი ვერ იძინებდა, ვინაიდან ხომალდის ტემპერატურა ტატუინის ჰავის პირობებში აღზრდილისთვის უჩვეულო იყო. ოთახში ამ დროს პადმე შემოვიდა, რომელმაც ჩართო ნაბუს წარმომადგენელ სიო ბიბლის ჰოლოგრამული ჩანაწერი, დახმარების შესახებ თხოვნით. როდესაც ბიჭუნა შეამჩნია, პლედი გაუწოდა და ორივემ ისაუბრა სავაჭრო ფედერაციის მიერ ნაბუზე შეჭრის და რესპუბლიკის გალაქტიკური სენატის მიერ კრიზისის მომავალში გადაწყვეტის შესახებ. ანაკინმა პადმეს აჩუქა გულსაკიდი, რომელიც საჩუქრად დაუმზადა, რათა იგი არასოდეს დაევიქყა. ნაბერიმ დაამშვიდა, ხოლო ანაკინმა კვლავ მოიწყინა, დედაზე ფიქრში.[11]
როდესაც საბოლოოდ ჩავიდნენ კორუსანტზე, მათ შეხვდნენ უზენაესი კანცლერი ვალორუმი, ნაბუს სენატორი პალპატინი და სენატის გვარდიის წარმომადგენლები. დედოფალი და მისი მსახურები პალპატინს გაჰყვნენ, თუმცა თან ანაკინი და ბინკსი გაიყოლეს და სენატორის კაბინეტთან დატოვეს.[11] ჯედაების ტაძარში წასვლამდე სკაიუოკერი დედოფლის ოთახში შევიდა, ეძებდა რა ნაბერის. თუმცა, დედოფალი შეჰპირდა, რომ მის გზავნილს პადმეს გადასცემდა. ბიჭუნამ არ იცოდა, რომ სწორედ პადმე იყო დედოფალი.
მალავდა რა ძლიერ წინათგრძნობას, რომელიც ტატუინზე ჰქონდა, კვაი-გონ ჯინი დარწმუნებული იყო, რომ ანაკინი იქნებოდა რჩეული, ნახსენები წინასწარმეტყველებაში — ის, ვინც „ძალაში წონასწორობას მოიტანდა“. ბიჭუნას წარდგენამდე მან საკუთარი აზრი გამოთქვა ჯედაების საბჭოს წინაშე და ხაზი გაუსვა მიდიქლორიანების შემოწმების შედეგებს. მოგვიანებით, ჯედაების ტაძარში, სკაიუოკერი შეხვდა თორმეტ ოსტატ ჯედაის. იგი შეამოწმა მეის უინდუმ, რომელიც ეკრანზე სხვადასხვა გამოსახულებას ცვლიდა. ანაკინი ამ დროს სურათების ამოცნობას ცდილობდა და ყოველი მათგანი ზუსტად დაასახელა. თუმცა, როდესაც უინდუმ და იოდამ ჰკითხეს გრძნობებისა და დედის შესახებ, ანაკინი დაინტერესდა, რა კავშირში იყო ეს კითხვა მის შემოწმებასთან. იოდამ განმარტა, რომ სწორედ შიში იყო ბნელი მხარისკენ მიმავალი გზა და აღნიშნა, რომ სკაიუოკერში დიდ შიშს გრძნობდა[11].
საღამოს ბიჭუნა, კენობი და ჯინი საბჭოში მიიწვიეს. ოსტატი ჯედაები აღიარებდნენ, რომ ანაკინი დიდ ძალას ფლობდა, თუმცა მის წვრთნაზე უარს ამბობდნენ — ასაკის გამო. ჯინმა განაცხადა, რომ სკაიუოკერს თავად მოამზადებდა, რაზეც უინდუმ მიუგო, რომ ეს საკითხი მოგვიანებით უნდა განეხილათ, ვინაიდან ნაბუს პრობლემა უფრო მნიშვნელოვანი იყო.[11] მოგვიანებით სკაიუოკერი ბინკსს ესაუბრა საბჭოს გადაწყვეტილებაზე და გამოხატა ვარაუდი, რომ ვერასოდეს გახდებოდა ჯედაი. ბინკსმა დაამშვიდა და უთხრა, რომ ყველა განგანი ღელავდა საკუთარ ოჯახზე და ენატრებოდა იგი. მან აგრეთვე უთხრა, რომ ბიჭუნა დიდი გული ჰქონდა, ვინაიდან დედაზე ღელავდა. საბჭომ, საბოლოოდ, ბიჭუნას უფლება მისცა, თან გაჰყოლოდა ჯინს და სამივე დაბრუნდა დედოფლის ხომალდზე. სკაიუოკერმა R2-ს უთხრა, რომ ისინი ნაბუზე საიდუმლო მისიის შესასრულებლად მიემართებოდნენ, მაგრამ ამავე დროს შემთხვევით ესმა, თუ როგორ ახსენა კენობიმ, რომ ბიჭუნა საშიში იყო.[37] სკაიუოკერმა ჯინს უთხრა, რომ არ სურდა, პრობლემები შეექმნა, რაზეც პასუხად ჯინმა დაამშვიდა, რომ მისი მისიაში მონაწილეობა უსაფრთხო იყო. ანაკინმა ამის შემდეგ ჯინს ჰკითხა მიდიქლორიანების შესახებ და ჯინმა განუმარტა, თუ რას წარმოადგენდნენ ისინი და რა კავშირი ჰქონდათ მათ ძალასთან. დედოფალი და მისი ამალა მალევე გაემგზავრნენ კორუსანტიდან ოკუპირებული ნაბუსკენ, იმ იმედით, რომ პლანეტას სავაჭრო ფედერაციისგან გაათავისუფლებდნენ.[11]
ნაბუს პირველი ბრძოლა
- „აი მესმის პოდრბოლა!“
- ―ანაკინი, დროიდების სამართავი ხომალდიდან გაქცევისას
გზად ნაბუსკენ სკაიუოკერმა ჯინს ჰკითხა, იყო თუ არა იგი საშიში, როგორც ამას კენობი ამტკიცებდა. ჯინმა განუმარტა, რომ ამის გამო განცდები ჩვეული რამ იყო, მაგრამ, როგორც ჯედაებს, მათ ევალებოდათ მაღალი სტანდარტების დაცვა. მისი თქმით, ბიჭუნას წვრთნა სჭირდებოდა და იგი ამაზე იზრუნებდა.[37] როდესაც ჰიპერსივრციდან გამოვიდნენ და ნაბუს მიუახლოვდნენ, სკაიუოკერი კაბინაში რიკ ოლისთან ერთად იჯდა და ცდილობდა, ხომალდის მოწყობა უფრო მეტად შეესწავლა. დედოფალი ამიდალა ამასობაში ჯედაებს და სხვებს ესაუბრებოდა და განაცხადა, რომ ნაბუდან სავაჭრო ფედერაციის გასაძევებლად აპირებდა განგანებთან კავშირის შეკვრას. ისინი დაეშვნენ ნაბუს ჭაობებთან და ბინკსი ოტო-განგაში გაუშვეს. მართალია, დაბრუნებულმა განგანმა მათ შეატყობინა, რომ ქალაქი ცარიელი იყო, ჯგუფს გაუძღვა წმინდა ადგილისკენ, რომელსაც, მისი აზრით, განგანები სავაჭრო ფედერაციის გამოჩენის შემდეგ თავს შეაფარებდნენ[11].
როდესაც ჯგუფი შეხვდა ბოს რუგორ ნასს, განგანების მეთაურს, სკაიუოკერი გაოგნებული იყო, როდესაც აღმოჩნდა, რომ ნაბერი სინამდვილეში პადმე ამიდალა, ნაბუს დედოფალი იყო და მანამდე თავს უსაფრთხოების მიზნით დედოფლის ორეულად წარადგენდა. სკაიუოკერი, ჯედაები და ამიდალას მსახურები დედოფალს შეუერთდნენ, როდესაც მან ნასის წინაშე მუხლი მოიყარა და დახმარება სთხოვა. ნასი დათანხმდა, მისთვის საკუთარი ჯარით დახმარება გაეწია. შემდგომ საათებში ამიდალამ და ჯედაებმა, განგან გენერლებთან ერთად, შეიმუშავეს სტრატეგიული გეგმა, ხოლო სკაიუოკერი განგან გუშაგებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც დაბრუნებულ კაპიტან პანაკას შეხვდნენ.[11]
ანაკინი შედიოდა ჯგუფში, რომელმაც თიდის სამეფო სასახლის დაბრუნება სცადა. როდესაც ისინი თიდის ანგარში შევიდნენ, სკაიუოკერმა შეასრულა ჯინის თხოვნა და დარჩა ერთ-ერთი N-1-ის კაბინაში. თუმცა, როდესაც დროიდეკებმა ნაბუელები ორმხრივი სროლისას კუთხეში მიიმწყვდიეს, სკაიუოკერმა მათი დახმარება სახაზო ხომალდის ქვემეხებით სცადა და შემთხვევით აამოქმედა თავად ხომალდი, რომელიც კოსმოსში აფრინდა. თავდაპირველად ანაკინი ნაბუს ბრძოლას ორბიტაზე შეუერთდა. მან შიგნიდან გაანადგურა დროიდების სამართავი ხომალდი, რასაც მოჰყვა ფედერაციის სახმელეთო ძალების სრული გათიშვა და განგანების დიადი ჯარის გადარჩენა.[11] ბრძოლის შემდეგ სკაიუოკერი გამანადგურებლით თიდის ანგარში დაეშვა და კენობის ესაუბრა. კენობიმ იგი დაამშვიდა და უთხრა, რომ მან ყველა იხსნა, მაგრამ ამ დროისთვის ბიჭუნამ უკვე იცოდა, რომ ჯინი დაიღუპა. იმაზე ფიქრით, თუ რა თქვა მანამდე მასზე კენობიმ, ანაკინი, აცრემლებული, შებრუნდა. კენობიმ მას გაჰყვა და ანაკინმა უთხრა, რომ მხოლოდ ჯინს სწამდა მისი შესაძლებლობების. პასუხად კენობიმ უთხრა, რომ ჯინის უკანასკნელი სურვილი იყო, მას გაეწვრთნა ბიჭუნა და რომ იგი ამ დაპირებას შეასრულებდა.[37] მოგვიანებით ანაკინი ესწრებოდა რუნ ჰააკოს და ნუტ განრეის დაპატიმრებას. კენობის და სკაიუოკერს შეხვდა კანცლერი პალპატინი, რომელმაც ბიჭუნას უთხრა, რომ მის განვითარებას დიდი ინტერესით მიადევნებდნენ თვალს. მათ აგრეთვე შეხვდა კი-ადი-მანდი,[11] მაგრამ სკაიუოკერს კვლავ ახსოვდა, თუ რა თქვა მის მომავალზე ოსტატმა ჯედაიმ. სანამ პალპატინი დედოფალს ესალმებოდა, ბიჭუნა კვლავ ფიქრობდა დედაზე და მისი გადარჩენის სურვილზე. კენობიმ ამ დროს მას ხელი შეახო, მიხვდა რა, რომ ანაკინის გონება ბურუსით იყო მოცული, მაგრამ მას, ისევე, როგორც ჯინს, ბიჭუნას შესაძლებლობების სწამდა.[37]
ჯედაების ორდენში შესვლა
ოსტატის დაკრძალვის ცერემონიის დროს კენობიმ ანაკინს ამცნო, რომ საბჭომ ნება დართო, ბიჭუნა გაეწვრთნა როგორც მომავალი ჯედაი.[11] ისინი ცერემონიის დროს, ცეცხლის საბოლოოდ ჩაქრობამდე, ყველასთან ერთად იდგნენ. მათ გარდა ცერემონიას ბოლომდე ესწრებოდნენ ამიდალა და მისი ამალა.[38] მოგვიანებით ისინი, ყველასთან ერთად, დაესწრნენ აღლუმს, რომელსაც თიდში ერთად მართავდნენ ნაბუები და განგანები. ამ აღლუმით აღინიშნა მათი გამარჯვება და ორი ერის აღდგენილი მეგობრობა.[11] მოგვიანებით სკაიუოკერმა და სხვა ჯედაებმა ნაბუ დატოვეს[38] და შემდეგი ათი წლის განმავლობაში ანაკინს ამიდალა არ უნახავს.[13]
კენობის პადავანი
რჩეულის წვრთნა
- „მისი მომზადება...რთულია. ჩვენთან უფრო გვიან მოხვდა, ვიდრე ეს სასურველი იყო. ობი-ვანმა მისი აყვანისას მეტად რთული ამოცანის შესრულება გადაწყვიტა.“
- ―მეის უინდუს საუბარი შივ პალპატინთან, სკაიუოკერის მომზადების შესახებ.
ასაკთან ერთად ანაკინი სულ უფრო და უფრო კადნიერი ხდებოდა,[13], თუმცა კენობი მისთვის მაინც ერთგვარ კერპად რჩებოდა,[12][40]. მისი აზრით, „მასწავლებელზე უკეთესი არავინ ჰყოლია“.[41] ერთ-ერთი მოგზაურობისას მან კენობი გადაარჩინა განდარკების ბუნაგიდან.[13]
მას შემდეგ, რაც კენობის პადავანი გახდა, ძლიერი ემოციების გამო ძალას დროებით მოსწყდა. ამით მან შიშები და განცდები დროებით დაივიწყა, მაგრამ სულ მალე მიხვდა, რომ ძალის გვლენისგან თავის არიდება არ შველიდა და კავშირი აღადგინა.[17] შეგირდობისას იგი არ ენდობოდა მასწავლებლებს, რომლებიც შენიშვნებს აძლევდნენ, ცდილობდა რა, ამოეცნო, ეხმარებოდნენ მას თუ უბრალოდ ტუქსავდნენ — ვინაიდან თავდაპირველად ბევრი ჯედაი მისი წვრთნის წინააღმდეგი იყო.[33] მიუხედავად ამისა, მრავალ ჯედაის მისი და მას დიდ მომავალს ხედავდა.[42]
სკაიუოკერს და კენობის ერთხელ, ნარან-შივზე რთული მისიისას, გაჰყვა ოსტატი ჯედაი შააკ ტი.[17] ამ მსიის დროს, ემოციების მოთოკვის სირთულის გარდა,[42] გამოვლინდა, რომ ანაკინი ახალ მეგობრებს ვერ იძენდა, ვინაიდან ყველა პადავანმა უკვე იცოდა, რომ მას რჩეულად თვლიდნენ. ხშირად განმარტოებაში მყოფი ანაკინი საკუთარ საცხოვრებელში იჯდა და ჯედაების ტაძრის მიღმა ნაპოვნ მექანიზმებს უკირკიტებდა. ამასთან, იგი მუდმივად განიცდიდა დედის ბედის გამო.[33]
მისია დალენორზე
ორდენში შესვლიდან გარკვეული დროის შემდეგ სკაიუოკერი, როგორც ხშირად, დაკავებული იყო მედიტაციით, ძალის მეშვეობით კი ჰაერში კენჭებს ათამაშებდა. თუმცა, როდესაც ოსტატმა ტოსანმა მის მასწავლებელს ამცნო, რომ საბჭო ახალი მისიით აგზავნიდა, ანაკინმა კონცენტრაცია დაკარგა, გაუკვირდა რა, რომ კენობი კვლავ ტოვებდა. დალენორზე მისიისას ობი-ვანს გათხრების ადგილზე უნდა ეპოვა ჯედაების უძველესი ჰოლოკრონი. ანაკინს მასწავლებელი შეჰპირდა, რომ მალევე დაბრუნდებოდა და ამასობაში იოდასთან წვრთნის გავლა მოუწევდა. უკმაყოფილო მოწაფეს არ მოსწონდა, რომ კლასში „პატარებთან“ ერთად ყოფნა მოუწევდა. თუმცა, მასწავლებლის გადაწყვეტილებას დაეთანხმა და ყრმებთან ერთად მეცადინეობისთვის მოემზადა, თუმცა ეს დიდად არ სიამოვნებდა. საბოლოოდ, იოდამ თავად ურჩია კენობის მისი მაქო T-6-ით თან წაყვანა.[43]
სკაიუოკერს გაუხარდა, რომ კვლავ კოსმოსში აღმოჩნდა და მაქოს მართვის უფლება ითხოვა. კენობი დაჰპირდა, რომ ამის საშუალებას დალენორთან მიახლოებისას მისცემდა. ანაკინმა ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა იგი ჯედაების ორდენამდე. კენობიმ უამბო, რომ არაფერი ახსოვდა, ვინაიდან სულ პატარა იყო, როდესაც ჯედაებმა საწვრთნელად აიყვანეს. ანაკინმა მწუხარებით აღნიშნა, რომ მასში ყოველთვის ჯედაის ხედავდა და სხვას არავის. კენობიმ უთხრა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდებოდა მომზადება, ვინაიდან მისი გაცნობისას თავად ჰყავდა მასწავლებელი. სკაიუოკერმა კი თქვა, რომ კვაი-გონის დაღუპვის გამო, კენობი იძულებით გახდა მისი მასწავლებელი. ობი-ვანმა ვერ მოასწრო რამის თქმა, ვინაიდან ბიჭუნამ დატოვა.[43]
დალენორზე ჩასულებმა, კენობიმ და სკაიუოკერმა გაიცნეს ქალი ტოგრუტა, არქეოლოგი კლატრიფი. მათი გამოჩენა მას გაუხარდა, ვინაიდან იცოდა, რომ პრობლემებით მოცულ ჰოლოკრონს თან წაიღებდნენ. მან განმარტა, რომ ადგილობრივი მეკობრეები მის მიტაცებას ცდილობდნენ და იძულებული გახდა, ცალკე მცველები აეყვანა, რათა მათ არტეფაქტი დაეცვათ. კენობი და კლატრიფი შენობაში შევიდნენ, ხოლო ანაკინი შესასვლელთან დატოვეს. მცირე ხანში მეკობრეები გამოჩნდნენ.[43]
როდესაც კენობი და კლატრიფი დაბრუნდნენ, სამივეს შეხვდნენ კრაიპდერი მხედრები და მათი მეთაური ჰადსო შეკუ, რომელმაც იცოდა, რომ ჰოლოკრონი უცხო სამყაროებიდან მოსულებისთვის მეტად ძვირფასი იყო. კენობიმ აუხსნა, რომ ისინი მშვიდობით მოვიდნენ, მაგრამ თავის დაცვაც შეეძლოთ. მან სინათლის სხივი აამოქმედა, თუმცა შეკუმ მასზე თავდასხმა ბრძანა, ვინაიდან სინათლის მახვილი უფრო ძვირფას ნივთად მიაჩნდა. კენობიმ შეძლო მეკობრეთა განიარაღება, თუმცა, როდესაც სკაიუოკერი დარტყმისთვის ემზადებოდა, შეკუ იგი დაიჭირა და ნიკაპთან სამართებელი მიადო. კენობის მას შესთავაზა ბიჭუნას სინათლის მახვილის სანაცვლოდ დაბრუნება, მაგრამ სკაიუოკერმა ძალის მეშვეობით კენჭები დააყარა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შეკუს და განადგურებული იარაღების გამო მეკობრეები დანებდნენ.[43]
უკვე მაქოთი შინ დაბრუნებისას კენობიმ სკაიუოკერი პირველ მისიაზე წარმოჩენილი ცოდნისთვის შეაქო. მართალია, მოწაფე ჩიოდა, რომ სხვებს თავი დააჭერინა და მიაჩნდა, რომ შემდგომში სწავლის ღირსი არ იყო, ობი-ვანმა ასეთი რამე შესთავაზა: ისე ემოქმედათ, რომ ორივე ერთმანეთის ღირსი ყოფილიყო, ერთი — როგორც მასწავლებელი, მეორე — როგორც მოსწავლე. ამის შემდეგ კენობიმ მას მას პილოტის ადგილი დაკავება შესთავაზა და გახარებულმა ანაკინმა, მიიღო ეს შეთავაზება.[43]
კანცლერი როგორც მეგობარი
იავინის ბრძოლამდე 29 წელს ანაკინმა პირველი სინათლის მახვილი ააწყო.[39] ობი-ვანმა ასე მიმართა: „ანაკინ, ეს იარაღი შენი სიცოცხლეა“.[44][45] ნაბუს ბრძოლიდან სამი წელი იყო გასული როდესაც სკაიუოკერი ცდილობდა სხვა პადავანებზე შთაბეჭდილება მოეხდინა. წვრთნისას მან დაამარცხა საწვრთნელი დროიდი, რომელიც ისე დააპროგრამა, რომ ნაბუელი სითის გარეგნობა ჰქონოდა. ასე თუ ისე, მას თვალს ადევნებდნენ მეის უინდუ, კენობი და უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი — აქედან უკანასკნელი მისი შესაძლებლობებით მეტად მოხიბლული ჩანდა..[39] მოგვიანებით სკაიუოკერი ცდილობდა მხეცების მოთვინიერების ათვისებას, როდესაც კენობიმ ამცნო, რომ კანცლერს მასთან შეხვედრა სურდა. ორივე მის კაბინეტში მივიდა. პალპატინმა ანაკინს სთხოვა, გასასეირნებლად წაჰყოლოდა, კენობის გარეშე. ისინი მოხვდნენ კლუბ „კასაკარში“, სართული 2685-ზე, კანცლერი კი ამასობაში ჩიოდა კორუსანტის ქვედა სართულებზე არსებულ სიტუაციაზე,[41] ჯედაების პასიურობაზე[46] და სენატში არსებულ კორუფციაზე — რაშიც, მაგალითად, გახვეული იყო კოლანდრუსი. სკაიუოკერი ვერ ხვდებოდა, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო მასზე კანცლერის გავლენა.[40] ქვედა სართულებზე ამ სტუმრობის მიწურულს მას ჰკითხა ბიჭუნას, ბედნიერი იყო თუ არა. მაშინ სკაიუოკერმა უთხრა, რომ ბედნიერი იყო და რომ ჯედაის წვრთნა ერთადერთი რამ იყო, რაც სურდა, თუმცა სწორედ ამ კითხვამ წარმოშვა მის გონებაში ეჭვი.[46]
მოგვიანებით, ჯედაების ტაძარში, სკაიუოკერი კენობის გამოუტყდა, რომ ორდენის დატოვება სურდა, ვინაიდან არ სიამოვნებდა, რომ მისი მომავალი გადაწყდა როდესაც მხოლოდ ცხრა წლის იყო. მართალია, კენობიმ გამოართვა სინათლის მახვილი, რომელიც ბიჭუნამ მიაწოდა, ანაკინს შესთავაზა, დაფიქრებულიყო ამ გადაწყვეტილების შესახებ და შეეცვალა იგი.[46]
მისია კამელიონ IV-ზე
- „გზა წინ გაშლილა, ანაკინ სკაიუოკერ. გსურს, მარტო გაიარო?“
„არა, მასწავლებელო. როგორც ჯედაის. თუკი გზას მიჩვენებთ.“ - ―ობი-ვან კენობის და ანაკინის საუბრიდან
სანამ ანაკინი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, კვლავ იოდას რჩევით, მასწავლებელიც და მოსწავლებიც გაემგზავრნენ კარნელიონ IV-ზე, საიდანაც მოდიოდა იდუმალი სიგნალი. ისინი კოორდინატებით გადაადგილებას ცდილობდნენ, თუმცა მაქსო პლანეტის ატმოსფერული გამონაბოლქვების ველის გამო დაზიანდა და ორივე კელადონის ზღვაში დაეშვა. პლანეტაზე არსებული მდგომარეობა მალევე შეისწავლეს, ვინაიდან მათ წინაშე, ცაში, ბრძოლა გაიმართა. ამ დროს კენობიმ ანაკინს მახვილი დაუბრუნდა, რათა ბიჭუნას თავი დაეცვა. იხილეს რა თუ როგორც ეცემოდა ბრძოლაში მონაწილე ერთ-ერთი ხომალდი, მის ჰაერში შესაკავებლად მათ ძალა გამოიყენეს.[39]
ხომალდიდან გადარჩენილმა კოლარამ და დედა პრანმა, „თავისუფლებმა“, არაფერი იცოდნენ ჯედაების შესახებ.[39] ისინი დაიმალნენ, როდესაც „განდეგილების“ დაცემული ხომალდიდან ობი-ვანმა გადაარჩინა პილოტი, გრეკერი. ამ ორი ფრაქციის შორის არსებული მტრობის გამო მან და პრანმა ერთმანეთის მოკვლა სცადეს, ამიტომ სკაიუოკერმა და კენობიმ მათი იარაღები გაანადგურეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მოგზაურობის გასაგრძელებლად მათ გამოიყენეს ხომალდის ვარგისი ნაწილები. მორიგი საუბრისას ანაკინმა ახსენა, თუ რატომ ჩამოვიდნენ ამ პლანეტაზე[41] — სიგნალის წყაროს დასადგენად. მაშინ გრეკერიც და პრანიც მიხვდნენ, თუ სად უნდა ყოფილიყო „ჯართის შემგროვებელი“[40]
კოლარამ სკაიუოკერს უამბო იდუმალი ფრანების შესახებ, აღნიშნა რა აგრეთვე, რომ ბიჭუნას ეხერხებოდა სხვადასხვა ნივთის შეკეთება, როდესაც დაინახა, როგორ შეცვალა მან რაღაც საკუთარ მახვილზე. კოლარამ და პრანმა მას მიაწოდეს ტომარა დროიდების ტვინებით და, დაინახეს რა, რომ მისი დახმარება გამოსადეგი იქნებოდა, მახვილი გადაუგდეს და გაიტაცეს იმ დროს, როდესაც მებადურებმა ხომალდს შეუტიეს. ხომალდი ავარიულად დაეშვა, ხოლო კენობი გრეკერთან ერთად დარჩა[40], კელადონის ზღვის ფსკერზე. სკაიუოკერი „თავისუფალთა“ ერთ-ერთ ციხესიმაგრეში გადაიყვანეს. იქ პრანმა მის მიერ შეკეთებული პროცესორებით აამოქმედა საბრძოლო დროიდები. „თავისუფლები“ ამის შემდეგ გაემგზავრნენ ჯართის იდუმალი შემგროვებლის მოსაძებნად (რომელმაც მათაც და „განდეგილებსაც“ გაახსენა ყველაფერი, რაც დაკარგეს და ყველა შეცდომა).[46] ანაკინი ამასობაში კოლარასთან დარჩა და დაარწმუნა იგი, დაეცვა ჯართის შემგროვებელი და კენობისთან დაბრუნებაში მას დახმარებოდა.[47]
სკაიუოკერმა სხვა დროიდები შეაკეთა და სერას ციხესიმაგრესთან „განდეგილების“ და „თავისუფლების“ შეტაკებაში ჩაერია. მან მასწავლებელი დედა პრანისგან გადაარჩინა და შეხვდა კოლარას და სერას, თუმცა, ბრძოლაში ჩარევის სანაცვლოდ, კენობიმ ანაკინს დასაკავშირებელი მოწყობილობის შეკეთება დაავალა და მოგვიანებით რესპუბლიკის ძალებს უხმო. გამოგზავნილი რაზმი მალე გამოჩნდა და ადგილობრივებს მძევლების გათავისუფლება აიძულა. საბოლოოდ, მასწავლებელმა შეგირდს მახვილი მიაწოდა და ჰკითხა, კვლავ სურდა თუ არა ორდენის დატოვება და ბიჭუნამ გადაწყვიტა, დარჩენილიყო.[47]
სინათლის მახვილების შესწავლა
- „სინათლის მახვილი აღნიშნავს ზრუნვას, რომელსაც მივმართავთ ჩვენი ნაბოძებით ძალიდან და ზრუნვას, რომლითაც მათ ავღმართავთ. იგი შეახსენებს სხვებს, რომ ჩვენ შეგვეძლო მეტის ქმნა... ჩვენი გამიზნულად არ ვაკეთებთ.“
- ―ობი-ვან კენობი
კარნელიონ IV-ის შემდეგ[49] სკაიუოკერი და კენობი ერთმანეთს შეხვდნენ ჯედაების ტაძრის საწვრთნელ მოედანზე, სადაც, წვთნამდე, ანაკინმა მასწავლებელს ჰკითხა, თუ რატომ იყენებდნენ ჯედაები სინათლის მახვილებს კაიბერ-კრისტალებით გაძლიერებული იარაღების წინააღმდეგ. პასუხად ამაზე კენობიმ გამოიყენა ძალა და ჰაერში ასწია სკაიუოკერის იარაღი. მან ანაკინს უამბო, რომ უფრო ადრეულ ასაკში ჰქონდა შოტოს ჯაჭვით შეერთების იდეა. გაანდო რა ეს ამბავი სკაიუოკერს, მან უთხრა იგივე, რაც ოდესღაც უთხრა მისმა მასწავლებელმა, კვაი-გონმა — სინათლის მახვილის ტარება ნიშნავდა განზრახვას და რომ მის მფლობელს მახვილში რაღაც ჰქონდა ჩადებული, რაც ხაზს უსვამდა იდეას, რომ ჯედაები გამანადგურებლები კი არა, დამცველები იყვნენ.[48]
ოსტატ იოდას გადარჩენა
კარნელიონ IV-ზე მისიის შემდეგ[50] სკაიუოკერი კენობიმ გამოსცადა „მსროლელი-H“-ებით, თუმცა ბიჭუნას მისცა არა სინათლის მახვილი, არამედ ხის ჯოხი. როდესაც სკაიუოკერმა ძალის მეშვეობით მასწავლებლის სინათლის მახვილის მიზიდვა სცადა, კენობისა და მას შორის კამათი წარმოიშვა. კენობიმ იქაურობა ჯედაების ტაძრის გუშაგებთან ერთად დატოვა, ვინაიდან ძალაში არეულობა იგრძნო. ანაკინს მან უბრძანა, ადგილზე დარჩენილიყო და ნამსხვრევები დაელაგებინა.[51]
კენობის მითითების მიუხედავად ტაძრის საწყობებში ორი საწვრთნელი დროიდით ჩასვლის შემდეგ სკაიუოკერი ძალის დახმარებით მოხვდა საწვრთნელ საწვრთნელი მასალების საწყობის შენობაში, სადაც მას თავს დაესხნენ საბრძოლო დროიდები. ძალის და იქვე ნაპოვნი ელექტროსამართებლის დახმარებით იგი მათ შეებრძოლა (მახვილი ამ დროს კენობისთან იყო). თუმცა, მალევე გამოჩნდნენ კენობი და გუშაგი. მახვილი ანაკინს დაუბრუნდა და ბრძოლას სხვების შეუერთდნენ, თუმცა, ამ დროს ანაკინს ჰქონდა ძალის ხილვა საბჭოს დარბაზების შესახებ და მან იქაურობა დატოვა. გაიქცა რა საბჭოს დარბაზებისკენ და ჩაურბინა რა უგონოდ მყოფ გუშაგს, სკაიუოკერი შეხვდა შენიღბულ მტერს, რომელმაც იგი შეაყოვნა. ამ მტერმა, რომელიც გადაცმული იყო ტაძრის გვარდიის წევრად, გაიტაც იოდა, ანაკინმა კი ვერ შეძლო რეაქტიული ზურგჩანთით გაქცეულის დაჭერა. გაუმართავი ზურგჩანთის გამო ის დაბრუნდა საბჭოს დარბაზში და სხვებს მოახსენა, თუ რა იხილა. აღმოჩნდა, რომ უგონოდ მყოფი გუშაგი უბრალოდ გადაცმული დროიდი იყო.[51]
ანაკინი დააკვირდა დროიდზე გამოსახულ ლოგოს, რომელიც ტექნოკავშირს არ ეკუთვნოდა. ამის შემდეგ ის, კენობისთან ერთად, ჯედაების არქივში შევიდა, სადაც დადგინა, რომ ლოგო ეკუთვნოდა ნოვას კრიმინალურ სინდიკატს. ჯედაები კოსმოსურ სადგურ ბორბალზე, სინდიკატის ბაზაზე, გადაცმულები შეიპარნენ (ვინაიდან არ სურდათ ბარონ ადმინისტრატორ ჯასპარას უკმაყოფილების გამოწვევა). მათ იპოვეს პირი, რომელიც, მათი აზრით, იყო გრინესკ სანბერჯი, ნოვას წინამძღოლი. გონების მოტყუების მეშვეობით მათ დამნაშავისგან მიიღეს ახალი ინფორმაცია, რომელმაც ისინი მიიყვანა გლი-ანსელმზე. იქ მათ იპოვეს წყლის საბრძოლო დროიდები და ტაძრის თვითმარქვია გუშაგის წყალქვეშა ბაზა. როდესაც მიაგნეს იოდას, რომელიც ბაზაზე ზღვის წყალმცენარეევში გახვეული ჰყავდათ და დაამარცხეს ტაძრის გუშაგი, კენობიმ სკაიუოკერს თავად დართო ნება, მოეხსნა ნიღაბი მტრისთვის — მადლიერების ნიშნად იმისა, რომ ტაძარში სწორედ ანაკინმა იპოვა სიმბოლო დროიდის ზურგზე.[51]
მაგრამ ნიღბის ახდას მოჰყვა ჯედაების გაოგნება — მის მიღმა ირინი იმალებოდა. ისინი უფრო მეტად გაოგნდნენ, როდესაც გამოჩნდა სანბერჯი. ამ დროს აღმოჩნდა, რომ იგი ძალისადმი მგრძნობიარე იყო და მეტიც — მან ნიღაბი მოიხსნა და დადგინა, რომ მთელი ეს დრო მის მიღმა უინდუ იმალებოდა. მას შემდეგ, რაც ანაკინმა მიხვდა, რომ მთელი ეს თავგადასავალი გამოცდა იყო, იოდა მარტივად გათავისუფლდა და დაუდასტურა მისი ვარაუდი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო გამოცდა როგორც მისთვის, ასევე კენობისთვის. სკაიუოკერმა და კენობიმ იგრძნეს ძმური კავშირი, ვინაიდან მათ, კამათის სანაცვლოდ, შეეძლოთ ერთად თავისუფლად მოქმედება. იქაურობა მათ მაქოთი ერთად დატოვეს.[51]
დაუვიწყარი წვრთნა
- „დიდი მეომარი ხარ, ანაკინ. მაგრამ თვითგანმტკიცების სურვილი შენთვის დამღუპველია. სანამ არ გადალახავ, პადავანო, ასეთი დარჩები.“
- ―ობი-ვან კენობის და ანაკინ სკაუოკერის საუბრიდან
მოგვიანებით სკაიუოკერი მასწავლებელს ელოდა ჯედაების ტაძრის ერთ-ერთ საწვრთნელ არეში და ქალაქს დაჰყურებდა. მას შემდეგ, რაც კენობი გამოჩნდა, მან მასწავლებელს რამდენიმე მსუბუქი შენიშვნით მიმართა. ისინი ერთმანეთს მოულოდნელად შეეტაკნენ. სკაიუოკერმა მნიშვნელოვანი აგრესია გამოავლინა. კენობიმ იგი გააფრთხილა, რომ მისი ბრძოლის სტილი ეწინააღმდეგებოდა ჯედაების მიერ სხვისი სიცოცხლის დაცვის წესს, მაგრამ სკაიუოკერმა, დარწმუნებულმა, რომ დუელს აგრესიით მოიგებდა, განაცხადა, რომ მოწყალებით მტრის დამარცხებას ვერ მოიპოვებდა. აგრესიული დარტყმების გამო კენობი მან კუთხეში მოაქცია და მოსთხოვა, დამარცხება ეღიარებინა. სანაცვლოდ კენობი დაუსხლტა, როდესაც სკაიუოკერმა მახვილი აღმართა. დუელი გაგრძელდა. გარკვეული დროის შემდეგ ანაკინმა მასწავლებლის მახვილი მოისროლა და ჩათვალა, რომ ბრძოლა დასრულდა.[52]
თუმცა კენობიმ შეამჩნია, რომ მისი შეგირდი დააბრმავა გამარჯვების სურვილმა, რაზეც მას უთხრა, სანამ ბრძოლას მახვილის გარეშე განაგრძობდა. ანაკინის ზურგს უკან მდგარმა, მან მიიზიდა შეგირდის მახვილი და ამით დაუმტკიცა, რომ სკაიუოკერს თვითგანმტკიცების სურვილი ყოველთვის უკან დახევდა. ამავე დროს იგი აღიარებდა, რომ მისი პადავანი დიდებული მეომარი იყო, მაგრამ უთხრა, რომ ჯედაი რაინდი ვერასოდეს გახდებოდა, თუ საკუთარი თავის თვითგამოჩენის სურვილს არ გადალახავდა. სკაუიუოკერს მან მახვილი დაუბრუნდა და გაუღიმა. ანაკინი მას გაჰყვა. წლების განმავლობაში ორივეს ეს გაკვეთილი ახსოვდა.[52]
მოგვიანებით ორივე გაემგზავრა მისიით ტარისზე, რომლის დროს სკაიუოკერი აწყობდა რაზბოჰანის მაღალი დაშიფვრის კომუნიკატორს.[17]
პადმე ამიდალას დაცვა
კვლავ შეხვედრა
- „ენი? ოჰ, როგორ გაზრდილხარ.“
- ―პადმე ამიდალას და ანაკინ სკაიუოკერის შეხვედრა
ნაბუს ბრძოლიდან ათი წლის შემდეგ, 22 წელს[53], როდესაც სეპარატისტული კრიზისი ემუქრებოდა გალაქტიკურ რესპუბლიკის მთლიანობას,[13] 19 წლის სკაიუოკერი[54] და კენობი ანსიონზე საზღვართან დაკავშირებული დავის გამო ჩავიდნენ. ამ დროს, კორუსანტზე ჩასულ პადმე ამიდალას მკვლელობის მცდელობა განხორციელდა და ჯედაების საბჭომ კანცლერ პალპატინთან ერთად გადაწყვიტა, სკაიუოკერი და ობი-ვანი მასთან გაეგზავნათ, რათ სენატორი შემდგომში დაეცვათ. ანაკინი გახარებული იყო, რომ ამიდალას წლების შემდეგ კვლავ შეხვდა, ვინაიდან მასზე ყოველდღე ფიქრობდა. როდესაც პადმემ გამოთქვა სურვილი, დაედგინა, თუ ვის სურდა მისი მოკვლა, ობი-ვანმა განუმარტა, რომ მხოლოდ მის დასაცავად ახლდნენ და არა გამოსაძიებლად, მაგრამ ანაკინი შეპირდა, რომ იპოვიდა დამნაშავეს, რაც ობი-ვანს არ მოეწონა. როდესაც პადმე თავის ოთახში შევიდა, ანაკინი გულნატკენი ჩანდა, ვინაიდან არ ესიამოვნა, რომ პადმემ იგი ვერ იცნოდა. თუმცა, ა ჯა ბინკსს, რომელიც ამ დროს უკვე სენატორი იყო, მიაჩნდა, რომ პადმეს მისი ნახვა ძალიან გაუხარდა.[13]
იმავე ღამით ანაკინი შეუთანხმდა პადმეს, რომ მას სატყუარად გამოიყენებდა, რაც ობი-ვანს არ მოსწონდა. ანაკინმა უთხრა, რომ მიუხედავად ამიდალას ოთახში სათვალთვალო კამერებისა, რამე საფრთხეს თავად იგრძნობდა. კენობის ეჭვი ეპარებოდა პადავანის შესაძლებლობებში. მოგვიანებით მან შეამჩნია, რომ შეგირდი დაღლილი ჩანდა — იგი აღნიშნავდა ღამის მუდმივ კოშმარებს დედის შესახებ და ჩანდა, რომ ამიდალასადმი ილტვოდა. ობი-ვანმა გააფრთხილა, საკუთარი ემოციებისთვის ყურადღება მიექცია, ვინაიდან პადმე პოლიტიკოსი იყო, რომლის ნდობა მაინც სახიფათო იყო. მათ შორის წარმოიშვა კამათი პოლიტიკოსთა კორუმპირებულობის შესახებ და იმ დროს, როდესაც სკაიუოკერმა ახსენა, რომ პალპატინი ნამდვილად კეთილმოსურნე პიროვნება იყო, პადმეს ოთახში რაღაც იგრძნო. იგი დროულად აღმოჩნდა ამიდალას საწოლთან, გაკვეთა რა ორად ორი შხამიანი კუჰანი. ობი-ვანმა ამ დროს ფანჯარაზე აცოცებული მკვლელის მიერ მოგზავნილი დროიდი შეამჩნია და, გადახტა რა ფანჯრიდან, ჩამოეკიდა მასზე.[13]
ანაკინი პადმეს საცხოვრებელთან მდგარი სპიდერებისკენ გაიქცა. ჯილდოზე მონადირე ზემ უესელმა თავისი დროიდი ჩამოაგდო, თუმცა ამ დროს სკაიუოკერი გამოჩნდა, რომელმაც ვარდნისას ობი-ვანი დაიჭირა. მასთან ერთად იგი უესელს დაედევნა. შეამჩნია რა ჯედაები, უესელი კორუსანტის ქვედა სართულებისკან დაეშვა. გზად მან გაიფრინა კომპანია კერდოსის გადამამუშევებელი სადგურის გავლით, იმ იმედით, რომ ღია კორპუსის მქონე სპიდერში მოხვედრილი გამონაბოლქვი ანაკინს და ობი-ვანს დააბნევდა. მიუხედავად ამისა, ისინი მას კვლავ მისდევდნენ და უესელმა ელექტროსადგურის მიმართულებით გაისროლა, რამაც ჯედაების სპიდერზე ელექტროდარტყმა გამოიწვია.[13]
ანაკინი, რომელიც თავად შესანიშნავი პილოტი იყო, უესელს მაინც მისდევდა. ჯილდოზე მონადირემ ტრანსპორტი წაიყვანა გვირაბების გავლით, იმ იმედით, რომ ჯედაის თავიდან მოიშორებდა. მართალია, ანაკინი გვირაბში არ შეფრენილა, მაგრამ ალტერნატიული გზა აირჩია. უესელი ამასობაში გვირაბებით გადაადგილდებოდა. თავდაპირველად ჯედაებმა იფიქრეს, რომ მისი კვალი დაკარგეს, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ სკაიუოკერმა ზემის სპიდერი შეამჩნია, გადახტა და სპიდერს ჩაეჭიდა. ზემმა მას ესროლა, თუმცა ანაკინმა შეამჩნია, რომ იგი არა მხოლოდ ქალი იყო, არამედ მაქციაც (მისი ნამდვილი გარეგნობა გამოჩნდა, როდესაც ზემმა ანაკინს ახედა). სინათლის მახვილით მან ტრანსპორტის წინა შუშას ჩაარტყა და სანავიგაციო სისტემები გათიშა. უესელმა ბლასტერიდან გასროლით სინათლის მახვილი გააგდებინა, თუმცა შემდგომი ბრძოლისას პისტოლეტი სხვა მიმართულებით გაისროლა და დააზიანა სამართავი მილები. კენობიმ, რომელიც ამასობაში ახლოს იყო, ანაკინის მახვილი იპოვა. ზემის სპიდერი კვლავ განაგრძობდა სავალი ნაწილისკენ დაშვებას და დაეცა კლუბ „უცხოს“ მახლობლად. ზემი ამოხტა და კლუბში დაიმალა.[13]
ანაკინი შენობაში შესვლას აპირებდა, როდესაც ობი-ვანმა იგი შეაჩერა და მახვილი დაუბრუნა, უთხრა რა, რომ ეს მახვილი მისი სიცოცხლე იყო. კლუბში შესვლის შემდეგ კენობიმ თქვა, რომ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მისი შეგირდი მისივე დაღუპვის მიზეზად იქცეოდა. ანაკინმა მიუგო, რომ ობი-ვანი მისთვის მამის ტოლფასი იყო. კლუბში მასწავლებელმა იგი დაზვერვაზე გაუშვა, თავად კი ბართან ჩამოჯდა და სასმელი შეუკვეთა. უესელი იმალებოდა მანამ, სანამ ჯედაები სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდნენ და ნელი ტემპით მიუახლოვდა ობი-ვანს. უფრო მეტი სიზუსტისთვის მას იარაღი კვლავ ჰქონდა გამზადებული, თუმცა კენობიმ, ძალის მეშვეობით, მონადირის მოახლოება იგრძნო, მახვილი აამოქმედა და უესელი დაჭრა.[13]
დაჭრილი მონადირე ჯედაებმა კლუბიდან გამოიყვანეს და იქვე, ქუჩაში, მისი დაკითხვა სცადეს. თავდაპირველად იგი არ აპირებდა ინფორმაციის გამჟღავნებას, ამბობდა რა, რომ ეს მხოლოდ სამუშაო იყო. ანაკინმა მასზე მეტი ზეწოლა მოახდინა და ზემი შეეცადა, ეთქვა სიმართლე, თუმცა ამ დროს მას იდუმალმა პირმა შხამიანი ხელშუბი ესროლა და მოკლა.[13]
დაბრუნება ტატუინზე
- „ენი? შენ ხარ, ენი?“
„აქ ვარ, დედა, უსაფრთხოდ ხარ.“ - ―შმი და ანაკინ სკაიუოკერების უკანასკნელი შეხვედრა
ჯედაების საბჭომ მასწავლებელი და მისი პადავანი სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად გააგზავნა. სკაიუოკერს დაევალა ამიდალას ნაბუზე თანხლება და დაცვა, ხოლო კენობიმ დაიწყო ამიდალაზე მონადირის ძიება, რამაც კამინოზე მიიყვანა. R2-D2-სთან ერთად სკაიუოკერი და ამიდალა ნაბუზე „ჯენდირული ველით“ [13], დევნილთა ტრანსპორტით, დასავლეთის კოსპოპორტიდან გაემგზავრნენ.[55] ნაბუზე ისინი ამიდალას მამულს ეწვივნენ, სადაც ანაკინმა შეამჩნია, თუ რამდენად უყვარდა ამიდალას მამის, რუვი ნაბერის მიერ მოვლილი ბაღი.[56]
ნაბუზე სკაიუოკერი გრძნობდა შიდა წინააღმდეგობას პადმესადმი გრძნობებსა და ჯედაის მოვალეობებს შორის და, ამიდალას, საბოლოოდ, გრძნობებში გამოუტყდა, თუმცა პადმემ იცოდა ჯედაების კოდექსი და ის, რომ სკაიუოკერს, როგორც ჯედაის, ვინმესადმი მიჯაჭვულობის უფლება არ ჰქონდა — მიუხედავად იმისა, რომ ანაკინი თავადაც შეუყვარდა. სკაიუოკერს, ამავე დროს, სიზმრებში დედის ტანჯვა ევლინებოდა, რის გამოც პადმესთან ერთად ტატუინზე დაბრუნდა და მისი გადარჩენა სცადა. ტატუინზე მათ თავდაპირველად იპოვე უოტო, რომელმაც ანაკინს უამბო, რომ შმი ტენიანობის მომპოვებელ ფერმერ კლიგ ლარსს მიჰყიდა. მოგზაურები ამის შემდეგ ლარსების ფერმას ეწვივნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შმი ტასკენმა მოთარეშეებმა ერთი თვით ადრე გაიტაცეს და, სავარაუდოდ, იგი უკვე დაღუპული იყო. ნებისმიერ ფასად დედის გადარჩენის მცდელობისას სკაიუოკერი მამინაცვლის შვილის, ოუენ ლარსის სვუპით დედის საძიებლად გაემგზავრა.[13]
მართალია, დედას ტასკენი მოთარეშეების ბანაკში მიაგნო, ქალი მაჯებით მიბმული იყო მორზე, სახეზე კი ჭრილობები აღენიშნებოდა. იგი შვილის ხელთ დაიღუპა და მისთვის თითქმის ვერაფრის თქმა მოასწრო. სევდიანმა და, ამავე დროს, განრისხებულმა ანაკინმა ტასკენი მოთარეშეების მთელი დასახლება ამოხოცა — არა მხოლოდ კაცების, არამედ ქალების და ბავშვების სახით. ლარსების კარ-მიდამოსთან მან დედა დამარხა და პადმეს უთხრა, რომ ერთხელ ძალის მეშვეობით ისეთი ძლევამოსილი გახდებოდა, რომ შეძლებდა ხალხის გადარჩენას.[13] ამ შემთხვევამ მას დიდი ტკივილი მიაყენა და დაუტოვა გრძნობა, თითქოს დამნაშავე იყო დედასთან და ჯედაებთან. იგი, რა თქმა უნდა, იმასაც ხვდებოდა, რომ მისთვის რთული იყო სხვებთან განშორება.[57]
ჯეონოსისის პირველი ბრძოლა
- „ეს დიპლომატიური გზაა?“
„არა, ეს აგრესიული მოლაპარაკებებია.“ - ―ანაკინ სკაიუოკერი და პადმე ამიდალა
ტატუინზე ყოფნისას სკაიუოკერმა მიიღო გზავნილი, რომელშიც კენობიმ აცნობა სეპარატისტების ჯეონოსისზე ქმედებების შესახებ. ეს გზავნილი ანაკინმა კორუსანტზე გადააგზავნა, რათა საბჭოს მისი შინაარსი თავად მოესმინა. შეიტყვეს რა, რომ ობი-ვანი ტყვეობაში იმყოფებოდა, ანაკინი და ამიდალა ჯეონოსისისკენ გაემგზავრნენ, სადაც მოხვდნენ ერთ-ერთ ქარხანაში. სკაიუოკერის მახვილი იქ შემთხვევით განადგურდა. ორივე დაიჭირეს და კენობისთან ერთად პეტრანაკის არენაზე გაუშვეს, მხეცებთან საბრძოლველად. სამეულმა გაქცევა შეძლო, მხეცებზე ამხედრებით (სკაიუოკერმა რიკი მოათვინიერა), მაგრამ ამ დროს მათ არენაზე გრაფ დუკუს ბრძანებით დროიდეკებმა ალყა შემოარტყეს.[13]
ამიდალას, სკაიუოკერის და კენობის დასახმარებლად ჯედაების მოიერიშე რაზმი გამოჩნდა. მეის უინდუს მეთაურობით დაიწყო დიდი ბრძოლა, რომლის დროს სეპარატისტული ძალები იყენებდნენ სერია B2-ის სუპერ საბრძოლო დროიდებს. ჯედაების რიგებში დიდი დანაკარგები იყო, თუმცა ბრძოლის დროს გამოჩნდა ოსტატ იოდა, ახლახანს შექმნილირესპუბლიკის დიადი ჯარის თანხლებით. კენობი, სკაიუოკერი და ამიდალა მათ გადაარჩინეს და საქვეითო ძალებისთვის განკუთვნილი შვეულმფრენით თან წაიყვანეს. სანამ კლონთა და დროიდების სეპარატისტული ჯარის ძალებს შორის ბრძოლა მძვინვარებდა, ისინი დუკუს დაედევნენ. ამიდალა და კლონი სამხედრო ქვემეხიდან გასროლისას ქვიშაში ჩაცვივდნენ. ანაკინი აპირებდა ჩახტომას და პადმეს გადარჩენას, მაგრამ ობი-ვანმა შეახსენა პირადი მიჯაჭვულობის შესახებ. დუკუს მათ საიდუმლო ანგარშ მიაგნეს, სადაც მორიგი დუელი გაიმართა.[13]
დუკუმ ჯედაები დაამარცხა. მართალია, კენობის მხოლოდ უმნიშვნელო ჭრილობები დარჩა, სკაიუოკერმა მარჯვენა მაჯა დაკარგა. ამ დროს ანგარში იოდა გამოჩნდა, რომელიც დუკუს მანამდე ებრძოდა, სანამ უკანასკნელი პანვორკა 116-ის კლასის კარჭაპით გაიქცეოდა. ამ დიდი ბრძოლით დაიწყო კლონების ომები. სკაიუოკერს კიბერნეტიკული მაჯა მიუმაგრეს[13].
ქორწინება პადმე ამიდალასთან
- „არ მიყვარს ქვიშა. უხეშია და აუტანელი და ყველგან გიძვრება.“
- ―ანაკინის პადმე ამიდალასთან საუბრიდან.
კენობი კორუსანტზე დაბრუნდა, ხოლო სკაიუოკერი ამიდალას ნაბუზე გაჰყვა, სადაც მათ ფარულად იქორწინეს. ცერემონიას ესწრებოდნენ მხოლოდ ერთგული დროიდები, R2-D2 და C-3PO.[13] ვინაიდან ჯეონოსისის ბრძოლის შემდეგ დასვენება აუცილებელი იყო, ანაკინი ნაბუზე[58] რამდენიმე დღით დარჩა[17] და ამიდალასთან ერთად თაფლობის თვეს ატარებდა.[58]
კლონების ომების დაწყება
როგორც მეთაური ჯედაი
მოგვიანებით სკაიუოკერი მასწავლებელთან ერთად, როგორც მეთაური ჯედაი, მონაწილეობდა კლდოვან პლანეტაზე ბრძოლებში, კენობის[56] მე-7 საჰაერო კორპუსის[16] და მეთაურ მარშალ კოდის გვერდიგვერდ. ამის შემდეგ მას შეხვდა კლონი სამხედრო „და“, რომელიც დაღუპული კლონების ჩაფხუტებს ხის ქვეშ თავს უყრიდა.[56]
დამ ახსენა, რომ დამწუხრებული იყო ძმების დაღუპვით. მან აგრეთვე უამბო, თუ რატომ ერქვა ეს ზედმეტსახელი, ისევე, როგორც ძმების სიმამაცის შესახებ. ამის შემდეგ ორივე გაემგზავრა ობი-ვანთან შესახვედრად.გარკვეული დროის შემდეგ[56] სკაიუოკერი გახდა რაინდი ჯედაი. თავდაპირველად მისი რანგში აყვანა მოხდა არაფორმალურად, ვინაიდან აუცილებელი იყო საბრძოლო ველზე მეტი ჯედაის ყოფნა, თუმცა მოგვიანებით მან რაინდად კურთხევის ცერემონია გაიარა. მართალია, ჯედაები თავდაპირველად არ წარმოადგენდნენ რესპუბლიკის დიადი ჯარის ნაწილს, ამ დანიშვნამ ანაკინს გენერალი ჯედაის წოდება მიანიჭა.[17]
საქმე კეიტო-ნეიმოიდიაზე
რაინდად კურთხევის ცერემონიის შემდგომ ანაკინი ამიდალასთან დარჩა და სამახსოვროდ გადასცა პადავანის მოჭრილი ნაწნავისგან დამზადებული ყელსაკიდი.[17] მოგვიანებით[17] კეიტო-ნეიმოიდია, ფულის სამყარო, სავაჭრო ფედერაციის შტაბი,[59] შეარყია დამანგრეველმა აფეთქებამ, რაც დაბრალდა რესპუბლიკას. კენობი, უკვე ოსტატი ჯედაი და საბჭოს წევრი, აირჩიეს კეიტო-ნეიმოიდიაზე გასაგზავნად და ამ აფეთქების მიზეზების გამოსაძიებლად. სეპარატისტების საქმეში ჩარევის უარყოფის მიზნით დუკუმ კეიტო-ნეიმოიდიაზე საკუთარი აგენტი, ასაჟ ვენტრესი გააგზავნა. სკაიუოკერმა ისურვა, კენობისთან ერთად გამგზავრება, მაგრამ სანაცვლოდ იგი უმცროსების ჯგუფის მასწავლებლად დანიშნეს, რათა პადავანობისას ნასწავლი მათთვის გადაეცა. სანამ კენობი კეიტო-ნეიმოიდიაზე გაემგზავრებოდა, სკაიუოკერმა მას რაზბოჰანის მაღალი დაშიფვრის კომუნიკატორი მისცა, რათა ერთმანეთთან კავშირი ჰქონოდათ. მოგვიანებით იგი ყრმებთან ერთად ლენგსტონის დახმარების მისიას ასრულებდა და მეთაყრობდა 302-ე ბატალიონს, ხოლო კლონი მეთაური თეო მისი თანაშემწე იყო.[17]
გზად ლენგსტონისკენ სკაიუოკერმა გაიცნო მილ ალიბეთი, ზაბრაკი გოგონა, რომელსაც ძალასთან კავშირის გამო გულისრევები ემართებოდა. ხედავდა რა, რომ გოგონასაც, როგორც მას, ბევრი სირთულე ჰქონდა, სკაიუოკერი ალიბეთს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და გოგონაც მიეჩვია ძალასთან თავის უჩვეულო კავშირს. მოგვიანებით კენობი დაუკავშირდა სკაიუოკერს და სთხოვა იმ მონაცემების შესწავლა, რომლებიც რესპუბლიკის აფეთქებაში მონაწილეობას ეხებოდა. ობი-ვანთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ სკაიუოკერი ალიბეთთან ერთად მასწავლებლის დასახმარებლად არ გაემგზავრა.[17] კეიტო-ნეიმოიდიაზე ჩასვლის შემდეგ მან და ზაბრაკმა მიაგნეს ნეიმოიდიელთა მნიშვნელოვან ობიექტებზე დამალულ ყუმბარებს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ისინი კეტარ ნორმა დატოვა, როგორც რესპუბლიკისთვის გზავნილი. მას შემდეგ, რაც ვენტრესმა იპოვა რესპუბლიკის ბრალეულობის დამადასტურებელი მონაცემები, პლანეტის წინააღმდეგ შეთქმულების გამო ობი-ვანის გასამართლება გადაწყდა. სანამ ნეიმოიდიელთა შაშხანები რამეს დაუშავებდნენ, ანაკინმა კენობი გადაარჩინა. რუუგ კუარნომის და ამიდალას დახმარებით სიმართლე დადგინდა და რესპუბლიკას ბრალეულობა აღარ განიხილებოდა. დადგინდა, რომ დაძაბულობის გამწვავება გარე ჩარევით მოხდა.[17]
მათი კორუსანტზე დაბრუნების შემდეგ პალპატინმა გამოსცა ჯედაების სამხედრო ინტეგრაციის დადგენილება, რამაც ჯედაები აქცია რესპუბლიკის დიადი ჯარის ნაწილად, სკაიუოკერი და კენობი კი — გენერლებად. ალიბეთის მასწავლებელი გახდა რიგ ნიმა. ზაბრაკი დაემშვიდობა კენობის და სკაიუოკერს და ამ უკანასკნელს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.[17] ეს იყო ერთ-ერთი იმ მისიებიდან, რომელთა დროს სკაიუოკერმა კენობი გადაარჩინა, თუმცა კენობი მოგვიანებით ამბობდა, რომ „კეიტო-ნეიმოიდიაზე მომხდარი არ ითვლებოდა“.[12] ანაკინი აგრეთვე ფიქრობდა, რომ ამ ოპერაციისას პირველად დაინახა ვენტრესი, თუმცა მან იცნო ასაჟის „ჯინივექსის“ კლასის მარაოსებრი ვარსკვლავური გამანადგურებელი, ვენტრესმა კი მისი სახელი იცოდა.[17]
გადარჩენა სტეგეკზე
- „კარგია, რომ გადარჩი.“
„ეჭვი გეპარებოდა?“
„ოდნავ.“ - ―ანაკინ სკაიუოკერი და ობი-ვან კენობი
ჯეონოსისზე შეტაკების შემდეგ სკაიუოკერმა დაკარგულის სანაცვლოდ ააწყო ახალი სინათლის მახვილი.[12][18] ომის ადრეულ ეტაპზე იგი უკვე ეჯახებოდა დუკუს პირად აგენტებს.[17] როდესაც სენატორებს, ამიდალას და იარუას სტეგეკის მთვარეზე თავს დაესხა გენერალი გრივუსი, კენობიმ გამოთქვა ანაკინთან ერთად მისიით გამგზავრების სურვილი. მთვარეზე ჩასვლის შემდეგ სკაიუოკერი ახლოს მდებარე ტყისკენ მიმავალ ნაკვალევს გაჰყვა. იქ, კენობისთან ერთად, მან მიაგნო იარუას ქალიშვილს, ვაივინი, რომელმაც ანაკინს მისცა ყვავილი და ჯედაები მიიყვანა ხომალდთან, სადაც მისი მამა ტყვედ ჰყავდათ. როდესაც ვაივინი ხომალდისკენ გაემართა, კენობი მას დაედევნა და იგი შეამჩნიეს და დაიჭირეს ახლოს მყოფმა საბრძოლო დროიდებმა. სკაიუოკერი მათ თავს დაესხა და ცდილობდა, თავიდან აეცილებინა კენობის და ვაივინის დაჭერა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.[60]
ხომალდის გაფრენის შემდეგ სკაიუოკერი ნანობდა, რომ დროიდები დასაკითხად არ დაიტოვა. დაიმშვიდად რა თავი, მან მიმართა მედიტაციას, რათა გამოსავალი ეპოვნა. გრივუსის „მომჭირნეობის“ კლასის დრედნოუტში შესაღწევად მან გამოიყენა რესპუბლიკის კუთვნილი მაქო. კენობისთან ერთად სკაიუოკერმა გაანადგურა სხვა დროიდები და ამიდალას საპოვნელად გაიქცა, ხოლო კენობი გრივუსს შეეტაკა. თუმცა, სანამ პადმეს თავად მიაგნებდა, სენატორმა უკვე იხსნა საკუთარი თავიც და სხვებიც. სკაიუოკერი ჯგუფთან ერთად დაბრუნდა მაქოზე. კენობი მოგვიანებით, ვაივინთან ერთად გამოჩნდა და მათ უამბო, რომ იარუამ ქალიშვილის გამო თავი გასწირა. ხომალდის დატოვების და ჰიპერსივრცეში გაქცევის შემდეგ კენობიმ ყველაფერი იოდას მოახსენა. ანაკინი ამასობაში თვალს იყო პადმესთან, რომელიც ვაივინის დამშვიდებას ცდილობდა.[60]
ნაბუზე ათვისებული გაკვეთილი
ნაბუზე კენობისთან ერთად ყოფნისას ბრბოში სკაიუოკერმა შეამჩნია და უმალვე თავს დაესხა ვენტრესს. ვენტრესი გაიქცა, კენობიმ კი ანაკინს სთხოვა, მოეთმინა, მაგრამ შეგირდმა მასწავლებლის დარიგება უგულებელყო და ასაჟს მაინც დაედევნა. როდესაც ის ვერღარ იპოვა, კენობი დაეწია და უამბო მოთმინებისა და სხვების ნდობის შესახებ. ვენტრესი მათ შორიდან ყურს უგდებდა, როდესაც ობი-ვანმა სკაიუოკერს განუმარტა, რომ მისი სიცოცხლე მისთვის მნიშვნელოვანი იყო. თავდაპირველად ასაჟს ეს სისუსტის ნიშნად ეჩვენა, თუმცა, მოგვიანებით მან განგებ ჩაშალა საკუთარი მისია, ვინაიდან მიხვდა, რომ დუკუ მასზე არ ზრუნავდა ისევე, როგორც კენობი სკაიუოკერზე.[61]
501-ე ლეგიონის გენერალი
- „კლონების ომებში იბრძოდით?“
„დიახ, ერთ დროს რაინდი ჯედაი ვიყავი, როგორც მამაშენი. […] გალაქტიკის საუკეთესო კოსმოპილოტი იყო და მოხერხებული მეომარი. […] კარგი მეგობარიც იყო.“ - ―ლუკ სკაიუოკერის და ობი-ვანის საუბრიდან
ომის დროს ანაკინს ძირითადად ექვემდებარებოდა 501-ე ლეგიონი. მისი მარჯვენა ხელი იყო კლონი კაპიტანი კს-7567, ცნობილი ზედმეტსახელ „რექსით“.[62] ომის ადრეულ ეტაპზე[63] ანაკინმა მიიღო ჭრილობა, რომელიც მარჯვენა თვალის ქვეშ[12] ნაიარევად დარჩა. ადრეული პერიოდის ერთ-ერთი ბრძოლა იყო არანტარას ბრძოლა, რომლის დროს რექსი დაიჭრა და უგონოდ იყო. როდესაც მას ანაკინმა მიაგნო, რექსი გაოგნებული იყო, რომ ვიღაცამ მისი გადარჩენა გადაწყვიტა, ვინაიდან ჯედაებისთვის ეს უჩვეულო ქცევა იყო, ხოლო ბევრისთვის კლონი სახარჯ მასალად ითვლებოდა. ანაკინმა უთხრა, რომ მის ადგილზე თავად უნდა ყოფილიყო და რომ ნამდვილი წინამძღოლი ბრძოლაში ყოველთვის წინა ფლანგში უნდა მდგარიყო.[63]
თავდაპირველად რექსისთვის უჩვეულო იყო სტრატეგიები, რომლებსაც სკაიუოკერი მიმართავდა, მაგრამ მოგვიანებით მას უფრო და უფრო მოსწონდა იმპროვიზაციული მიდგომა[64] და მისი კარგი მეგობარიც გახდა.[63]
„ვენატორის“ კლასის ვარსკვლავური ნაღმოსანი „გაბედული“ იყო ანაკინის პირადი ფლაგმანი, რომლის ადმირალი იყო ვულფ იულარენი.[18][65] ანაკინმა აგრეთვე ახალი სინათლის მახვილი ააწყო, ჯეონოსისზე დაკარგულის სანაცვლოდ.[12][18] ომის მსვლელობისას ისე მოხდა, რომ მან რამდენიმეჯერ დაჭრა საბრძოლო დროიდი B1, სახელად R0-GR. მოგვიანებით, როდესაც უკანასკნელი C-3PO-ს შეხვდა და შეიტყო, რომ პროტოკოლური დროიდი ანაკინმა ააწყო, თავი 3PO-ს ოჯახის წევრად ჩათვალა.[66]
ჰისსინის ალყა
ჯედაების საბჭომ ანაკინი ერთხელ კენობისთან და ოსტატ პლო კუნთან ერთად, მათივე ბატალიონებით, გააგზავნა ალყაში მოქცეულ ჰისსინზე, სადაც სეპარატისტების გამარჯვება უნდა აღეკვეთათ. ადგილობრივი სოფლის შეიარაღებული დროიდებისგან დაცვისას კლონებს ჯედაების გამოჩენამდე დროებით სამხედრო მხარდაჭერა დასჭირდათ. იქ ჩასული ჯედაები ბრძოლას უმალვე შეუერთდნენ. კუნმა ძალის მეშვეობით რამდენიმე დროიდი ერთმანეთს მიაყარა და გაანადგურა. ამ შეტაკების შემდეგ რესპუბლიკამ გაიმარჯვა. ანაკინი შემხვდა კლონ მეთაურებს, „კოდის“ და „ვოლფს“, ისევე, როგორც კაპიტან რექსს, რათა განეხილათ ჰისსინური პარლამენტის საკითხი, ისევე, როგორც ჰისსინელი პრემიერის, რომელიც უნდა შეხვედროდა დუკუს და ასაჟ ვენტრესს. ეს, სავარაუდოდ, დასრულდებოდა დუკუს მიერ ადგილობრივი მთავრობის დათხოვნით და პლანეტის ხელში ჩაგდებით. კენობიმ კლონებს შეატყობინა, რომ აუცილებელი იყო პოზიციების დაცვა, სანამ სამი ჯედაი დუკუს და ვენტრესს მოძებნიდა. რექსმა ამასობაში თანარაზმელებს უამბო ბენგლორზე განხორციელებული მისიის შესახებ.[67]
ჯედაებმა დუკუს მიაგნეს და ანაკინი მასთან მორიგ დუელში ჩაება, ხოლო კუნი კლონ „ბუსტს“ დაუკავშირდა და სამხედრო მხარდაჭერა ითხოვა.[67]
ბრძოლები კორვერის სექტორში და კუდო III-ზე
- „…დავასრულოთ.“
- ―ანაკინ სკაიუოკერი
კორვერის სექტორში სეპარატისტებთან შეტაკებისას ანაკინი ბომბდამშენებს და სახაზო ხომალდებს მეთაურობდა. მოწინააღმდეგეთა დამარცხების შემდეგ იგი „გაბედულზე“ მყოფ ადმირალ იულარენს ესაუბრა. ადმირალმა დაადასტურა, რომ სეპარატისტები მოვიდნენ კუდო III-ზე მდებარე დროიდების სამჭედლოდან. სკაიუოკერი დათანხმდა, სამჭედლოზე სეპარატისტული ძალების მხრიდან დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფების გამოჩენამდე იერიში მიეტანა. მაგრამ, მისთვის მიუღებელი იყო, რომ ასეთ შეტევა შეეწირებოდნენ კუდონები. იულარენმა შესთავაზა სამჭედლოს გენერატორის განადგურება.[68]
კენობიმ, რომელსაც სკაიუოკერმა რჩევა სთხოვა, ანაკინს შეახსენა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გრძნობების და ძალისადმი მეტი ნდობის გამოჩენა. ანაკინმა თავის გზაგადამჭრელზე R2 აიყვანა და კუდოსკენ გაემართა. იქ დაშვების შემდეგ მან სამჭედლოში შეაღწია და დაინახა, თუ როგორ ჰყავდათ ტყვეობაში მრავალი კუდონი. საბრძოლო დროიდებთან შეტაკებით ანაკინმა კუდონები გაათავისუფლა. მოგვიანებინ მან ისინი დაარწმუნა შეიარაღების და მტრის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაში. წარმატებული მისიის შემდეგ სკაიუოკერი „გაბედულზე“ დაბრუნდა.[68]
ქრისტოფსისის ბრძოლა
- „უგუნური ხარ, პატარა. ობი-ვანის პადავანი რომ ყოფილიყავი, ამას ვერ მოახერხებდი, მაგრამ ჩემი თუ იქნები, შეძლებ.“
- ―ანაკინ სკაიუოკერის და ასოკა ტანოს საუბარი ქრისტოფსისის ბრძოლის შემდეგ
სკაიუოკერს და მის ყოფილ მასწავლებელს, კენობის, დაევალათ ქრისტოფსისის სეპარატისტული ბლოკადის გარღვევა და ალდერაანელი სენატორ ბეილ პრესტორ ორგანას ჰუმანიტარული მისიისთვის დახმარების გაწევა. ობი-ვანმა ანაკინს გადასცა სტელს-ხომალდის პროტოტიპი, აღჭურვილი შესანიღბავი მოწყობილობით და დაავალა ბლოკადის გვერდის ავლით ორგანასთვის მარაგის გადაცემა. იულარენის თანხლებით სკაიუოკერი სეპარატისტების ადმირალ ტრენჩს შეეჯახა, რამაც სეპარატისტებს ორგანა დროებით დაავიწყა.[69]
სტელსის შენიღბვის გამორთვის შემდეგ სკაიუოკერმა „მომჭირნეობის“ კლასის დრედნოუტ „უძლეველს“ ტორპედოები ესროლა, თუმცა მისი რაკეტები ხომალდის მძლავრმა თერმულმა ფარებმა შეაჩერეს. საპასუხოდ გახსნილი ცეცხლისგან თავის არიდების შემდეგ ანაკინმა მიიღო ადმირალის გზავნილი, რომელშიც უკანასკნელი ეუბნებოდა, თითქოს მსგავსი ხომალდი ადრე შეხვედრია და სთავაზობდა უკან დახევას, სანამ განადგურდებოდნენ. კენობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მეშვეობით ანაკინმა დაასკვნა, რომ ტრენჩი ხომალდის მაგნიტურ იდენტიფიკატორს ჩაეჭიდებოდა და, ამრიგად, განადგურებას შეძლებდა. ამ მიზეზით მან სტელსი კვლავ დამალა და ტრენჩის დრედნოუტის მისამართით კვლავ გაისროლა. ადმირალი სატყუარაზე წამოეგო და მთელი ყურადღება მაგნიტურ იდენტიფიკატორზე გადაიტანა, გაისროლა რა სათვალთვალო ტორპედოები. სკაიუოკერმა ხომალდი პირდაპირ „უძლეველისკენ“ წაიყვანა და მის კორპუსს ჩაუფრინა, სანამ ტრენჩის საკუთარი რაკეტები მისივე ბოგას მოხვდებოდა. ვინაიდან რაკეტები ახლახანს გაისროლა, მიმდინარეობდა ხომალდის ფარების გადატენვა და დაუცველი დრედნოუტი განადგურდა. ამის შემდეგ ჯედაიმ ორგანასთვის ჰუმანიტარული მარაგის მიწოდება შეძლო.[69]
ბლოკადის გარღვევის შემდეგ კენობი ანაკინს და რესპუბლიკის ძალებს ქრისტოფსისზე შეუერთდა და მათ ერთად დაგეგმეს დროიდებზე თავდასხმა, თუმცა მოწინააღმდეგეებმა დაასწრეს და რესპუბლიკის ძალებმა უკან დაიხიეს. მიხვდნენ რა, რომ საკუთარ რიგებში მოღალატე ჰყავდათ, ანაკინმა და ობი-ვანმა მტრის ზურგში დამოუკიდებლად შეღწევა გადაწყვიტეს, ხოლო კაპიტან რექსს და მეთაურ კოდის მოღალატის ვინაობის დადგენა დაევალათ. სეპარატისტების შტაბში, რომელიც მოულოდნელად დაცლილი დახვდათ, ჯედაები შეეჯახნენ ასაჟ ვენტრესს. ბაზაზე დაბრუნების შემდეგ მათ რექსისგან და კოდისგან შეიტყვეს, რომ მოღალატე იყო სერჟანტი სლიკი, ორმაგი ჯაშუში.[70]
ბრძოლის დროს სკაიუოკერის რაზმმა და რესპუბლიკის ძალების ნაწილმა შეძლეს სეპარატისტების კუთხეში დროებით შემწყვდევა, მაგრამ აუცილებელი იყო შენაერთების გაძლიერება. მათ სანაცვლოდ პლანეტაზე ჩავიდა ნორჩი გოგონა ტოგრუტა ასოკა ტანო, რომელმაც ჯედაებს გადასცა იოდას გზავნილი, დაბრუნებულიყვნენ კორუსანტზე ახალი მისიის შესასრულებლად. ანაკინს მან თავი გააცნო როგორც მისმა პადავანმა, რამაც სკაიუოკერი გააოგნა. სეპარატისტების მხრიდან შეტევის გამო ჯედაები პლანეტას ვერ ტოვებდნენ, ამიტომ ანაკინმა და ტანომ (რომელსაც თავად ანაკინმა მოფერებით „სნიპსი“ შეარქვა) მტრის ზურგში შეაღწიეს და დროიდების ამრეკლი ფარი გაანადგურეს, სანამ ობი-ვანმა უორმ ლოთსომთან გაითამაშა, თითქოს რესპუბლიკა კაპიტულაციას აპირებდა. გენერატორთან მდგარ დროიდებთან შეტაკების სანაცვლოდ რესპუბლიკის ძალებმა შეძლეს მისი განადგურება. ჯარმა დარჩენილი დროიდებიც გაანადგურა და ბრძოლა მოიგო. ანაკინმა და ასოკამ საერთო ენა მხოლოდ ამის შემდეგ იპოვეს და სკაიუოკერი დათანხმდა, მისი მასწავლებელი ყოფილიყო. [18]
ტეთის ბრძოლა
- „აი ახლა გავერთობით.“
„პირველობას დაგითმობ.“
„მხოლოდ შენს შემდეგ.“
„აი ეგ არ უნდა გექნა.“ - ―ასოკა ტანო და ანაკინ სკაიუოკერი
იოდა დამატებითი სამხედრო ძალით გამოჩენის შემდეგ სკაიუოკერს, კენობის და ტანოს შეატყობინეს, რომ ჯაბა დესილიჯიკ ტიურეს შვილი, როტა, გაიტაცეს. ანაკინი და მისი პადავანი ტეთზე მის საძიებლად გააგზავნეს, ხოლო კენობი საქმეში გასარკვევად ჯაბასთან გაემგზავრა.[18]
როტას დაბრუნება უნდა მოესწროთ მხოლოდ ერთი პლანეტარული ბრუნვის განმავლობაში. ანაკინი და ასოკა ტეთზე ჩავიდნენ, სადაც მათ საბრძოლო დროიდები დახვდნენ. ბრძოლის შემდეგ მათ კლდეზე ასვლით შეაღწიეს მონასტერში, სადაც აღმოჩნდა, რომ პატარა ჰატი ასაჟ ვენტრესმა გაიტაცა. როტა მათ ერთად დაიხსნეს და ძველ „მეტაკელაჟეს“ კლასის მსუბუქი სატვირთო ხომალდ G9 „ბინდით“ გაიქცნენ.[18] ვინაიდან დამატებითი სამხედრო ძალა გამოჩნდა, მათ გადაწყვიტეს როტას ვარსკვლავური ნაღმოსნით გადაყვანა — პატარა ცუდ პირობებში იმყოფებოდა და ავად გახდა. კრეისერი განადგურდა და იძულებულნი იყვნენ, როტა მამასთან საკუთარი ძალებით მიეყვანათ.[18]
მისიები ჰატების ტერიტორიაზე
- „—ანუ კიდევ მცირე დრო გვაქვს, რომ კრუიზით დავტკბეთ.“
„ენი, სიფრთხილე გვმართებს!“
„განა რომანტიკულ მოგზაურობაში მყოფი შეყვარებული წყვილი საუკეთესო შენიღბვა არ არის?“ - ―ანაკინ სკაიუოკერი და პადმე ამიდალა „ჰალსიონზე“
ტატუინზე ჩასულებს IG-100-ებთან შეტაკება მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ დროიდები დამარცხდნენ, „ნისლი“ ავარიულად დაეშვა და ჯედაი და მისი პადავანი ჯაბასკენ უდაბნოს გავლით გაემართნენ. დიუნების ზღვასთან მათი გზები გაიყო — ტანომ გეზი ჯაბას სასახლისკენ აიღო, ხოლო ანაკინი გრაფ დუკუს გადააწყდა. ხანმოკლე დუელის შემდეგ მან გრაფის სპიდერციკლი მოიპარა და ჯაბას სასახლემდე პირველმა მიაღწია. როდესაც შეიტყო, რომ როტა ჯერ არ მიუყვანიათ და რომ მას მოკლავდნენ, ჰატების კრიმინალურ ლორდს დაუკავშირდა სენატორი ამიდალა, რომელმაც ამცნო, რომ გატაცებაში მონაწილეობდა ჰატი ზირო. ამ დროს სასახლეში ტანოც გამოჩნდა და შვილი გახარებულ ჯაბას საბოლოოდ გადასცა.[18]
რესპუბლიკისა და ჰატების კლანის შეთანხმების შემდეგ სკაიუოკერი და ამიდალა ლანიკ სენატორ ზესტ ტრაი'ვეკთან ერთად გაემგზავრნენ „პერგილის“ კლასის მდიდრული ვარსკვლავური კრეისერ MPO-1400 „ჰალსიონით“. მათ ამოცანას წარმოადგენდა, თვალი ედევნათ, რომ მას ლანიკებისთვის სეპარატისტების მხარდაჭერისკენ არ ებიძგა და ამით არ გაენადგურებინა რესპუბლიკის სავაჭრო მარშრუტების პერსპექტივა. მას შემდეგ, რაც მათ დაეხმარა ლოგისტიკის დროიდი D3-O9, ანაკინმა და პადმემ დაინახეს, რომ ტრაი'ვეკი სწრაფად დაბრუნდა თავის ოთახში.
იცოდნენ რა, რომ სეპარატისტული აგენტების შეღწევის შესახებ ცნობების გამო კენობის განკარგულებით ხომალდს თვალს ადევნებდნენ კლონები, სკაიუოკერმა და ამიდალამ გადაწყვიტეს, ვარსკვლავურ კრეისერზე დრო გაეტარებინათ. კეკლუცობით გაჯერებული დუელის დროს მათ დაინახეს კომპრესიული ღორი, რომელმაც მათ გზა გადაუღობა. კლიმატის სიმულატორში დასვენების დროს სკაიუოკერმა ხომალდზე ვენტრესის ყოფნა იგრძნო და მიხვდა, რომ იგი იქ ტრაი'ვეკის წასაყვანად იმყოფებოდა. ამიდალასთან ერთად ისინი სენატორის ოთახში შევარდნენ და ძირს დიდი ხვრელი შენიშნეს. ამ გასასვლელის მეშვეობით მათ მალევე მიაგნეს ასაჟს.[71]
ვენტრესთან შეტაკების დროს სკაიუოკერს და ამიდალას აგრეთვე დაუპირისპირდა ადგილობრივი გუშაგი, თუმცა ამიდალამ ისინი თოლოთელ შორ კომრინის დახმარებით გააბრუა. შეტაკებაში ჩაერია ჰატი, რომლის განკარგულებით დაცვის წევრებმა მებრძოლებს ყველა ფრიდან ალყა შემოარტყეს. როდესაც ჰატი დაიმუქრა, რომ რესპუბლიკასთან შეთანხმებას გააუქმებდა, ამიდალამ განუმარტა, რომ ხომალდზე მოღალატის შესაჩერებლად იმყოფებოდნენ და შეახსენა შუა რგოლის სავაჭრო გზებზეც, რომლებიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იყო. სანამ ტრაი'ვეკი ჰატს პატიებას სთხოვდა, ვენტრესმა სენატორი ზურგში დაჭრა, სინათლის მახვილებით ფანჯარა დაამსხვრია, კოსმოსში გადახტა და საკუთარი გამანადგურებლით გაიქცა. ამიდალა შორს ჩაეჭიდა, ხოლო სკაიუოკერმა ფანჯარა ძალის მეშვეობით შეავსო. პადმემ ბიჭუნა შეაქო გულადობის ამო, ხოლო სკაიუოკერმა დაინახა, თუ როგორ გაიქცა ვენტრესი.[71]
ჰაიპორის ბრძოლის შემდეგ კენობი, კოდი და 212-ე მოიერიშე ბატალიონი გააგზავნეს რუნზე, მეთაურ მეკედრიქსის და მისი ძალების დიდი აბრიონის ბრძოლაში დასახმარებლად. იულარენთან შესახვედრად წასულ ანაკინს კენობი დაუკავშირდა და მათ ერთმანეთს წარმატება უსურვეს.[72]
„ავის მომასწავებელი“
- „ამას ფიქრობ? უბრალოდ გავფრინდეთ, დავეშვათ, იმ იმედით, რომ არ შეგვაჩნევენ და შევიდე?“
„დაახლოებით.“
„ოჰ. შესანიშნავია. აბა, წავიდეთ.“ - ―[73]
როდესაც ოსტატ პლო კუნის ფლოტის აბრეგადოს სისტემაში განადგურების შესახებ შეიტყვეს, სკაიუოკერი და ტანო გაემგზავრნენ მის და დანარჩენების გადასარჩენად — მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო კენობის ფლოტთან შეხვედრა. დამატებითი ხომალდების და ცოცხალი ძალის გარეშე სკაიუოკერმა და ტანომ „ბინდით“ კუნი და სამი კლონი გადაარჩინეს, რომლებმაც უამბეს სეპატისტების ახალი სუპერიარაღის, „დაპყრობელის“ კლასის მძიმე კრეისერ „ავის მომასწავებლის“ შესახებ, გენერალ გრივუსის მეთაურობით.[74]
„ავის მომასწავებლიდან“ მორიგი თავდასხმის შემდეგ სკაიუოკერმა ჩრდილების ესკადრილია კრეისერთან საბრძოლველად გადაისროლა. ისინი ძლივს გადაურჩნენ „ავის მომასწავებლის“ იონურ ქვემეხსს, რომელმაც მრავალი ბომბდამშენი გაანადგურა ან უბრალოდ მწყობრიდან გამოიყვანა. შემდეგი მცდელობისას ყუმბარები ქვემეხზე მთლიანად დაუშვეს, რამაც იგი გადატვირთა, ხომალდი დააზიანა და „ავის მომასწავებლის“ რესპუბლიკის სამედიცინო სადგურს აარიდა.[75] გაქცევისას გრივუსმა გაიტაცა სენატორი ამიდალა, რომელიც სისტემაში იმ იმედით ჩავიდა, რომ გალაქტიკათშორის საბანკო კლანის ხელმძღვანელს გაესაუბრებოდა და მახეს არ ელოდა. შეაჩერეს რა ცეცხლი, სკაიუოკერი და კენობი „ავის მომასწავებელზე“ პადმეს გადასარჩენად შეიჭრნენ. ხომალდზე სკაიუოკერმა ხომალდის სანავიგაციო სისტემა მოშალა და „ავის მომასწავებელი“ ამიდალასთან და კენობისთან ერთად დატოვა.[73]
ბრძოლის შემდეგ, რომლის დროს რიშის სადგურის კლონებმა კამინოზე მოულოდნელი თავდასხმა აღკვეთეს, სკაიუოკერმა და კენობიმ გადარჩენილებს, ახალბედა ექოს და ფაივსს, მედლები გადასცეს. ანაკინმა ისინი 501-ე ლეგიონში მიიღო.[76]
R2-D2-ის დაკარგვა
- „მოდი, გავარკვიოთ, ანაკინ. მისია, ყველა სამხედრო, შენი პადავანიც კი გასწირე დროიდის გამო?“
„არ-ორმა მოსმენის წერტილი იპოვა და გადაგვარჩინა. ასე უბრალოდ იქ ვერ მივატოვებდი, ობი-ვან.“
„ოჰ, ანაკინ, ერთხელაც…“ - ―ობი-ვანი და ანაკინი
სეპარატისტების რამდენიმე გამარჯვების და ფოლინის საბრძოლო რაზმის დამარცხების შემდეგ სკაიუოკერმა სცადა გენერალ გრივუსის სექტორზე თავდასხმების შეჩერება და სეპარატისტულ ძალებზე უკანასკნელთა ბოთავუის ასტეროიდულ ველში გავლისას თავდასხმას გეგმავდა. განათავსა რა AT-TE-ები ახლოს მდებარე ასტეროიდებზე, მან გაანადგურა სეპარატისტული ფრეგატები და გრივუსი აიძულა, გაქცეულიყო „უსულო ერთით“, თავად კი დაედევნა. თუმცა, სეპარატისტული ხომალდების ნამსხვრევებმა მისი ხომალდიც დააზიანეს და ჯედაი რექსმა გადაარჩინა, თუმცა ამ დროს R2-D2 დაიკარგა. მართალია, ახალი ასტრომექანიკოსი დროიდი, R3-S6 გადასცეს, R2-ს დაკარგვას განიცდიდა და ახალ დროიდში რაღაც საეჭვოს გრძნობდა. ძიებისას, საბრძოლო ველზე დაზვერვისას, მან R2-ს ვერ მიაგნო. სხვებთან ერთად ანაკინი მოხვდა ახლოს მყოფ ჯართიან ხომალდზე, „სვავის ბრჭყალზე“, თუმცა ვერაფერი მოიძია, ვინაიდან გა ნახკტმა R2-D2 უკვე გადასცა გრივუსს.[78]
იმედდაგაცრუებულმა სკაიუოკერმა სცადა დროიდის გარეშე არსებობა, ეძებდა რა სეპარატისტების ავანპოსტს[78], როდესაც R2 დაუკავშირდა და აცნობა, რომ სადგურ „სკაიტოპზე“ იმყოფებოდა. იქ ჩაფრენისთანავე სკაიუოკერმა ტანოს და რექსს უბრძანა, შეესრულებინათ მისია — გაენადგურებინათ სადგური — თავად კი დროიდის საძიებლად გაემართა, მართალია, რამდენიმე მაგნაგუშაგი შეხვდა, R2 მაინც იპოვა და შეხვდა რექსს და დენალს, რომელმაც შეატყობინა, რომ ტანო გრივუსის ყურადღების გაფანტვას ცდილობდა, რათა მათ მისია წარმატებით დაესრულებინათ. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ R3 გრივუსის მიერ მოგზავნილი ჯაშუში იყო. მათ წინააღმდეგ R3-მ რამდენიმე სვავი დროიდი და სუპერ საბრძოლო დროიდი გამოუშვა. წინააღმდეგობის გაწევას ტანოც შეუერთდა. ანაკინმა იგი გაკიცხა, თუ რატომ შეერკინა გენერალს მარტო. ამასობაში R2-მ ანგარის კარი გააღო, R3 დაამარცხა და სკაიუოკერს გაჰყვა.[77]
ამიდალას მიერ როდიაზე მეფისნაცვალ ნუტ განრეის დაჭერის შემდეგ სკაიუოკერი ტანოს დროებით მოწყდა (პადავანი ლუმინარა ანდულისთან ერთად ნუტის ბადრაგში შედიოდა). მართალია, ეს დავალება ჯედაებმა ვერ შეასრულეს, მოგვიანებით ანაკინი და ასოკა ერთმანეთს, საბოლოოდ შეხვდნენ.[79]
ფლორუმი
კენობისთან ერთად სკაიუოკერი ვანკორის მახლობლად გრაფ დუკუს დაჭერას ცდილობდა. ამისთვის მან დუკუს „გულუხვის“ კლასის ვარსკვლავურ ფრეგატს თავი დააჭერინა და მოხვდა საკანში, რის შემდეგაც იგი ობი-ვანმა გაათავისუფლა. ორივე „კაპარჭის“ კლასის გადამყვანი მაქოთი დაედევნა დუკუს, რომელიც მზის აფრიანი ხომალდით გაიქცა. მაქოს დაზიანების გამო ისინი პლანეტაზე ავარიულად დაეშვნენ. ერთ-ერთ გამოქვაბულში ჯედაები გრაფს ეძებდნენ, მაგრამ სითმა ლორდმა ძალის მეშვეობით ლოდები დაამხო და გაიქცა. ანაკინი და ობი-ვანი გაუმკლავდნენ გამოღვიძებული განდარკის თავდასხმას, თუმცა ისინი გააბრუა აირმა, რომელიც ბუნებრივი წყაროდან გავრცელდა. კლონმა ჯარისკაცებმა მათი გადარჩენა დროულად შეძლეს.[80]
მოგვიანებით კანცლერ პალპატინს დაუკავშირდა მეკობრე ჰონდო ონაკა, რომელიც დუკუს დაჭერისთვის ითხოვდა გასამრჯელოს და ანაკინს და ობი-ვანს დაევალათ მეკობრეთა ბანდასთან მოლაპარაკება. ჯედაები პირდაპირ ჰონდოსთან მიიყვანეს. ისინი ხუმრობით უყურებდნენ დუკუს დაჭერას და სითმა ლორდმა ვიკუეების სათანადოდ დაუფასებლობისგან თავის შეკავება ურჩია. მართალია, ჯედაები მეკობრეთა წვეულებაზე მოხვდნენ, მოგვიანებით დუკუსთან ერთ საკანში აღმოჩნდნენ.[80] მიუხედავად გაქცევის რამდენიმე მცდელობისა, საქმეში წარმომადგენელ ბინკსის ჩარევამ ყველაფერი გადაწყვიტა, თუმცა მისიას შეეწირა სენატორი ქარუსი, ხოლო დუკუ გაიქცა.[81]
კუელი და მერიდანი
- „ეს ბრძოლა გარდაუვალია. საკუთარი რწმენისადმი ერთგულნი იყავით, მაგრამ ჩვენც საკუთარი გვაქვს.“
- ―ანაკინ სკაიუოკერი მიმართავს ტი უოტ კაას
სკაიუოკერი, ტანო, რექსი და სხვები კუელის ბრძოლის შემდეგ ეილა სეკურას და მეთაურ ბლაის რაზმის დასახმარებლად გაემართნენ. ისინი სეკურას ეხმარებოდნენ კრეისერის ევაკუაციაში, რომელიც მოექცა სეპარატისტების მიერ გახსნილ ცეცხლში. სკაიუოკერმა, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, სხვები ხანძრისგან გადაარჩინა და მძიმედ დაიჭრა. ტანომ და სეკურამ იგი საევაკუაციო ფრეგატზე გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს. როდესაც დააპირეს „გაბედულზე“ გადასვლა, სვავი დროიდების თავდასხმისას ამოქმედდა ჰიპერძრავა, რამაც მეომრები კოსმოსში მოისროლა. ვარსკვლავთან შეჯახებისგან თავის არიდების შემდეგ ისინი ავარიულად დაეშვნენ მერიდანზე. ანაკინი რექსის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩა, ხოლო სეკურა, ტანო და ბლაი ადგილობრივი მკვიდრების საძიებლად წავიდნენ, რათა მათთვის სამედიცინო დახმარება ეთხოვათ. რექსმა სკაიუოკერი დაიცვა რამდენიმე მტაცებელი მასტიფი ფელონისგან. ტანო დაბრუნდა ბლაისთან და ლურმენ უოგ ტუსთან ერთად, შემდეგ კი მოხდა კიდევ ერთი, საბოლოო შეტაკება ფელონებთან.[83]
მოგვიანებით პლანეტაზე დაეშვნენ სეპარატისტული ძალებიც. ლურმენთა მეთაური ტი უოტ კაა ჯედაებს ადანაშაულებდა მათ მხარეში ომის გამოწვევით და პლანეტის დატოვება უბრძანა. მართალია, ასეც მოიქცნენ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ სეპარატისტები მოსახლეებზე აპირებდნენ იარაღ ფოთოლგამცლელის გამოცდას, სკაიუოკერი და სხვები დაბრუნდნენ ლურმენთა დასახმარებლად. მათ სოფლის დასაცავად აღმართეს ფარის გენერატორი, რომელიც მათ ასევე დაიცავდა მთელი რიგი საბრძოლო დროიდებისგან. სეპარატისტულმა იარაღმა ფარი გაანადგურა, მაგრამ, სანამ მას შემდეგი გასროლისთვის ამზადებდნენ, ანაკინმა იარაღი გამორთო და დაიჭირა გენერალი ლოკ დურდი. ჯედაებმა საბოლოოდ, იულარენის მიერ გამოგზავნილი კრეისერებით, პლანეტა დატოვეს.[82]
ორტო-პლუტონია
- „...და ეს პლანეტის ტროპიკული ზონაა.“
„ტატუინი, რომ არ არის, აშკარაა.“ - ―ობი-ვან კენობი და ანაკინ სკაიუოკერი ორტო-პლუტონიის შესახებ
ორტო-პლუტონიაზე რესპუბლიკის ავანპოსტთან კავშირის დაკარგვის შემდეგ სკაიუოკერი, კენობი და დროიდები C-3PO და R2-D2 კაპიტან რექსთან და მისი კლონების რაზმთან ერთად, ვითარებაში გასარკვევად გაემგზავრნენ. მათ აგრეთვე ახლდნენ პანტორელი სენატორი რაიო ჩუჩი და თავმჯდომარე ჩი ჩო. ანაკინი და ობი-ვანი ავანპოსტზე შევიდნენ კლონი ჯარისკაცების კვალის საძიებლად. აღმოჩნდა, რომ ყველა კლონი დაიღუპა, მაგრამ მოკლული იყო არა საბრძოლო დროიდების მიერ. ახლოს მდებარე სეპარატისტების ბაზაზეც თავდასხმა განხორციელდა. არსებული ხელჩასაჭიდი ფაქტორებით ჯედაების ახლოს მდებარე კანიონში მოხვდნენ, სადაც ტალზების სოფელი იპოვეს. ტალზები განმარტეს, რომ მშობლიური კუთხის დაცვას ცდილობდნენ. როგორც შუამავალმა, კენობიმ ჩოს და ტალზებს შესახვედრად ნეიტრალური ადგილი შესთავაზე, მაგრამ ჩოს მთვარეზე ტალზებთან ერთად ცხოვრება არ სურდა და ომი გამოუცხადა, მიუხედავად ჯედაების მცდელობისა, საკითხი მშვიდობიანად გადაეწყვიტათ. სანამ ბრძოლა ორ მხარეს შორის მძვინვარებდა, ჩუჩი დაუკავშირდა პანტორანების ასამბლეას და ჩოსთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა ითხოვა. ბრძოლა დასრულდა ჩოს მოკვლით. ჩუჩიმ ტალზებს ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება შესთავაზა.[84]
ვირუსი „ლურჯი აჩრდილი“
- „ფრთხილად უნდა იარო, თუკი...“
„სიფრთხილის დრო არ არის. ჩემი პადავანი ტყვეობაშია, ისევე, როგორც პადმე...ანუ სენატორი ამიდალა.“ - ―გრეგარ ტაიფო და ანაკინ სკაიუოკერი, ობი-ვანის იქვე ყოფნისას.
ნაბუზე ამიდალას მიერ წამოწყებულ სეპარატისტების სავარაუდო ბაზის ძიებას შეუერთდნენ სკაიუოკერი, კენობი და ტანო. იქ ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ პადმე და ჯა ჯა აღმოსავლეთის ჭაობების მიმართულებით გაემგზავრნენ. მათ საპოვნელად ჯედაებმა ასოკა პეპი ბაუსთან ერთად გააგზავნეს. კაპიტანმა გრეგარ ტაიფომ მათ შეატყობინა, რომ ამიდალასთან კავშირი გაწყდა, თუმცა მანამდე პადმემ მოასწრო, ეხსენებინა ლაბორატიის ადგილმდებარეობა და დოქტორ ნუვო ვინდის ზრახვები პლანეტაში ვირუს „ლურჯი აჩრდილის“ გავრცელებასთან დაკავშირებით. სანამ ტანო და დამხმარე სამხედრო ძალა სამხრეთიდან ვინდის ლაბორატორიაში შედიოდნენ, სკაიუოკერი და კენობი ყურადღების მიქცევის გარეშე სხვა მხრიდან იპარებოდნენ. ანაკინი ვინდის შეეტაკა, რომელმაც ამიდალასა და ბინკსზე ელექტროშოკი გამოიყენა და გაიქცა. სენატორის გადარჩენის შემდეგ ანაკინი მეცნიერს დაედევნა და იგი პეპის და ობი-ვანის დახმარებით ლაბორატორიის მახლობლად, ჭაობში დაიჭირა.[86]
ვინდის სასამართლოზე გადაყვანამდე ამოქმედდა ვირუსიანი ყუმბარები, რომლებიც მეცნიერის LEP დროიდმა ლაბორატორიაში განათავსა. ტანო და ამიდალა ლაბორატორიაში გაიჭედნენ. თიდზე ტაიფომ ჯედაებს ამცნო, რომ დაადგინეს ვირუსის შესაძლო საწინააღმდეგო წამალი — რიკსას ფესვი, რომელიც მხოლოდ იეგოზე იზრდებოდა. გრეგარი მათ აფრთხილებდა, რომ იქ გამგზავრება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა, სკაიუოკერი და კენობისთან ერთად „ბინდით“ პლანეტისკენ გაემგზავრა.[85]
იქ ჩასულ ჯედაებს დახვდათ სერია B1-ის საბრძოლო დროიდები, შეცვლილი დაპროგრამებით. ისინი ადგილობრივ მკვიდრს, ბიჭუნა ჯეიბო ჰუდს ემორჩილებოდნენ. მისი თქმით, პლანეტას იცავდა ღვთაება დროლი, რომელიც იქ ჩასულებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, მან ჯედაებს აგრეთვე აუხსნა, როგორ ეპოვათ რიკსას ფესვები. მიუხედავად იმისა, რომ მცენარემ მათ მიმართ აგრესია გამოიჩინა, ფესვები წარმატებით შეაგროვეს და ჰუდს დაემშვიდობნენ, თუმცა სეპარატისტების მიერ შექმნილი ლაზერული ქსელის გამო მალევე უკან დაბრუნდნენ. მეორე მცდელობისას მათ გამოიყენეს ჰუდის დროიდები და კენობიმ გათიშა ლაზერული გენერატორი, რამაც იეგოს მკვიდრებს პლანეტის დატოვების საშუალება მისცა. საბოლოოდ, ჯედაებმა ნაბუზე მოწამლულებს დროულად მიუსწრეს და გადაარჩინეს.[85]
რაილოთის ბრძოლა
- „მახე დაგვიგეს, სნიპს. შენი ბრალი არ არის.“
„ამდენი პილოტი დავკარგე.“
„გამაგრდი, პატარა. ასეთია მეთაურის ბედი.“ - ―ანაკინ სკაიუოკერის საუბარი ასოკა ტანოსთან
რაილოთის ბრძოლისას სკაიუოკერმა ტანოს გადასცა ესკადრილიის მეთაურობა, რათა მარ ტუუკის ბლოკადა დაესრულებინათ და რაილოთი კენობის სახმელეთო ოპერაციისთვის მოემზადებინათ. ამით იგი ცდილობდა, ტანო წაექეზებინა, უარი ეთქვა რაზმის პირველად მეთაურობის გამო ზედმეტ ღელვაზე. თუმცა, ბრძოლის დროს, იგი მასწავლებლის ბრძანებებს განუდგა და მრავალი თანარაზმელი დაკარგა, რისთვისაც სკაიუოკერმა იგი, დაბრუნებისთანავე, გაკიცხა, თუცა მისი კეთილი მიზნები მიხვდა. დანაკარგების შესახებ მან შეატყობინა უინდუს და კენობის. ტანოს აღსადგენად დრო მისცა, მაგრამ აცნობა, რომ აუცილებელი იყო ბლოკადის დასასრულებლად იერიშის გაგრძელება. ამან ტანო განაცვიფრა, ვინაიდან ჩანდა, რომ ანაკინი, მიუხედავად უკანასკნელი დანაკარგებისა, ჩქარობდა. მართალია, მან პადავანს ურჩია, სადმე დაესვენებინა, აგრეთვე დაებადა აზრი — დაზიანებული „დამცველი“ აამოქმედა და სეპარატისტების ყურადღება მიიპყრო, ხოლო ტანოს გადასცა თავდასხმის ოპერაციის მეთაურობის უფლება. ტუუკმა ეს მანევრი დაგვიანებით მიხვდა, ვინაიდან სკაიუოკერი სამაშველო კაფსულით უკვე გაიქცა, „დამცველი“ კი შეაჯახა ტუუკის სამართავ ხომალდს. მართალია, მარი გაიქცა, ტანომ კონფედერაციის ფლოტი გაანადგურა, ხოლო სკაიუოკერი კაფსულის მეშვეობით მიიმალა.[65]
კენობიმ და მისმა რაზმმა პროტონული ქცემეხები ჩამოაგდეს, რითაც ტრანსპორტს დაშვების საშუალება მისცეს,[87] უინდუ თავის რაზმთან ერთად ლესუსკენ მიემართებოდა, ხოლო სკაიუოკერმა და მისმა ძალებმა დაიკავეს კოსმოსური სივრცე რაილოთის ირგვლივ. სეპარატისტულმა კრეისერებმა ამის გამო იქაურობა დატოვეს. ამის შესახებ ანაკინმა აცნობა კანცლერ პალპატინს, იოდას, ადმირალ იულარენს, სენატორ ორნ ფრი ტაას და უინდუს. მიუხედავად ამისა, სეპარატისტების გენერალმა, უოტ ტემბორმა, ადგილობრივი სოფლების გასანადგურებლად გაუშვა „ჰიენას“ კლასის ბომბდამშენები. მათ საკუთარი გზაგადამჭრელით დახვდა ანაკინი, ისევე, როგორც ტანო და კლონები. სანამ გრაფ დუკუს ბრძანებით ლესუს დაარტყამდნენ, სკაიუოკერმა სეპარატისტული ძალები გაანადგურა. ტემბორი დაიჭირეს და რესპუბლიკამ გაიმარჯვა: რაილოთი კვლავ გათავისუფლდა.[88]
ჰოლოკრონის ქურდობა
- „შესაძლოა, მახე იყოს, მასწავლებელო. ნამდვილად არ გსურთ, გამოგყვეთ?“
„რა თქმა უნდა, მახეა, სკაიუოკერ.“ - ―ანაკინ სკაიუოკერის და მეის უინდუს საუბრიდან
სკაიუოკერი და მეთაური „ვოლფი“ ხორმის ბრძოლაში ერთად იდგნენ. იქ კლონმა ოფიცერმა მარჯვენა თვალი ასაჟ ვენტრესთან შეტაკებისას დაკარგა[90][91]. მოგვიანებით,[92] ფელუციის პირველი ბრძოლის დროს, სკაიუოკერი, ტანო და კენობი დროიდების არმიას ებრძოდნენ, თუმცა, სანამ ტანო ჯუნგლებში პატრულირებას ახორციელებდა, სკაიუოკერი, კენობი და კლონები ალყაში მოაქციეს. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკის ფლოტმა[93], ვოლფის მეთაურობით[94], შეძლო სეპარატისტული ბლოკადის გარღვევა და სკაიუოკერი და სხვები ოსტატმა პლო კუნმა წაიყვანა. ტანომ უკან დახევაზე უარი თქვა და კენობი და სკაიუოკერი დაბრუნდნენ, რათა დროიდებთან შეტაკებული მისი ძალები გადაერჩინათ. ანაკინი და ასოკა კამათობდნენ უკანასკნელის გადაწყვეტის შესახებ, თუმცა, ტანო, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ დროიდები უკან იხევდნენ, შვეულმფრენზე ახტა და სამი ჯედაი თვალს ადევნებდა, თუ როგორ ანადგურებდა იგი დარჩენილ ტრანსპორტს. ჯედაების ტაძარში დაბრუნებულმა ანაკინმა სცადა, პასუხისმგებლობა პადავანის შეცდომებზე საკუთარ თავზე აეღო, ამბობდა რა, რომ უნარების გამო ასოკას მეტი თავისუფლება მიანიჭა. მიუხედავად ამისა, საბჭოს განკარგულებით, ტანომ გადაინაცვლა ჯედაების არქივებში, რათა საკუთარი თვითნებობა შეეფასებინა.[93]
როდესაც იოდამ იგრძნო, რომ ქურდებს შეეძლოთ ტაძარში შეღწევა, სკაიუოკერმა და კენობიმ არასწორად გათვალეს, რომ მტრები ეძებდნენ გადაცემის კოდებს და მათი დაცვა გადაწყვიყტეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ შეაღწიეს სავენტილაციო შახტით. დაკავშირების ცენტრში შეცდომით მოხვედრილები შემთხვევით გადაურჩნენ ფეთქებად ტოდოს და დაგვიანებით მიხვდნენ, რომ კედ ბეინმა საცავიდან მოიპარა ჰოლოკრონი. ამასთან, კეიტო პარაზიტის, ბეინის თანამზრახველი ჯილდოზე მონადირეს თქმით, კედის ახალი სამიზნე იქნებოდა ბოლა რაპალი, მცველი კაიბის მეხსიერების კრისტალის, რომელშიც რესპუბლიკაში ყველა აღრიცხული ძალისადმი მგრძნობიარე ბავშვის მონაცემები ინახებოდა.[93] სკაიუოკერი ტანოსთან ერთად როპალთან გაეშურა. დევარონის სისტემაში მოხვედრილებმა, მათ მოიგერიეს ბეინის თანმხლები სეპარატისტული ფლოტი. ბეინმა ამასობაში უკვე დაიჭირა როპალი და აწამა იგი, გამომწყვდეული შემაკავებელი ველის ფარგლებში. როპალი ჰოლოკრონის გახსნაზე უარს ამბობდა და გმირულად აღესრულა.[95]
სკაიუოკერმა, ტანომ და რექსმა შეაღწიეს ბეინის „გულუხვის“ კლასის ფრეგატზე და მის ბოგურაზე იერიში განახორციელეს. იქიდან R2-D2-მა ხომალდის კომპიუტერის მეშვეობით მიაგნო დაღუპულ როპალს. ხომალდზე აფეთქების შემდეგ ჯედაებმა ბეინს მიაგნეს და მახეში გამოიმწყვდიეს. ტანოსთან შეტაკების შემდეგ ჯილდოზე მონადირემ პადავანი მძევლად აიყვანა და ანაკინმა იძულებით შეასრულა მისი მოთხოვნები, გახსნა რა ჰოლოკრონი. ამასთან, მან მიზიიდან ტანოს და საკუთარი სინათლის მახვილები და ბეინს შეუტია. ბეინმა იგი მოატყუა ტანოს საკანზე რაბის გახსნით და გაიქცა, ხოლო სკაიუოკერმა პადავანი გადაარჩინა და ანგარისკენ წაიყვანა, სადაც სამხედროებმა ამასობაში გაიტაცეს მაქო, რათა „გაბედულზე“ დაბრუნებულიყვნენ. ხომალდზე აგრეთვე შეაღწია ბეინმა, სამხედროს ჯავშანში.[95] „გაბედულზე“ დაშების შემდეგ რექსმა მაქსო დუროსის სისხლი შემაჩნია და ბეინს დაედევნა. უკანასკნელმა მაინც შეძლო საკუთრი „ზვავი V-19“-ით გაქცევა. სკაიუოკერი და ტანო დაუბრუნდნენ ჯედაების საბჭოს, რათა მისთვის წარუმატებლობის შესახებ ემცნოთ.[89]
სკაიუოკერი, კენობი, უინდუ და იოდა, მედიტაციის მეშვეობით ეძებდნენ ბავშვებს, რომლებსაც ბეინი ეძებდა. მომავლის ხედვით სკაიუოკერი და ტანო გაემგზავრნენ ნაბუზე, რათა ჯან-გვაში ბეინი გამოეჭირათ, როდესაც მან რუ-რუ პეიჯის გატაცება სცადა. ბაშვვის უსაფრთხოდ ყოფნისას ჯედაებმა ბეინი „გაბედულზე“ გადაიყვანეს, სადაც ჯილდოზე მონადირე სკაიუოკერმა, უინდუმ და კენობიმ გონების ერთობლივი ძალით მოტყუებით დაკითხეს. ძალაგამოლეულმა ბეინმა მათ გადასცა სამოქმედო კოორდინატები, ხოლო სკაიუოკერმა ოპერაციის დეტალების შესახებ მოახსნა პალპატინს. მოგვიანებით იგი დაუბრუნდა პადავანს და R2-D2-ს და მათთან ერთად დაიწყო ბეინის ხომალდის შესწავლა. მასზე დარჩენილი მტვერის და გასამართ სადგურზე აღრიცხვის მიხედვით ნათელი გახდა, რომ ბეინი მანამდე მუსტაფარზე იმყოფებოდა. გამოსავალი არ ჰქონდათ, გაემგზავრნენ „ბინდით“ და პლანეტაზე გატაცებულ ბავშვებს მიაგნეს. მართალია, სიდიუსის ბრძანებით, ერთ-ერთმა დროიდმა შენობა ლავაში გაანადგურა, ჯედაიმ და პადავანმა მოასწრეს ბავშვების გადარჩენა და კორუსანტზე დაბრუნება. საბჭოს სკაიუოკერმა მოახსენა, რომ გატაცებების სულის ჩამდგმელი ვერ იპოვეს და იოდამ უბრალოდ ურჩია, მომავალში სიფრთხილე გამოეჩინათ.[89]
ფელუციის ბრძოლა
- „გადაწყდა. უბრალოდ გავწვრთნით სოფლელებს, რათა საკუთარი თავი დაიცვან.“
„მაგრამ ჩვენ უბრალო ფერმერები ვართ. რატომ უნდა გადავუხადოთ გასამრჯელო ჯილდოზე მონადირეებს ჩვენს დასაცავად, თუკი, საბოლოოდ, ეს თავად უნდა გავაკეთოთ? მშვიდად.“
„გვენდეთ. ჩვენს ხელში მზად იქნებით.“ - ―ანაკინის და დილანის საუბრიდან
ფელუციასთან დისლოცირებულ სამედიცინო სადგურ HCTFF2-ის გაუჩინარების გამოძიებისას მაქოს თავს დაესხ ექვსი სვავი დროიდი, გაგზავნილი ავტომატური სადგურიდან, რის გამოც ანაკინი და სხვები ფელუციაზე ავარიულად დაეშვნენ. იქ მოხვედრილებმა, მიაგნეს ნისილინების სოფელს. მოგვიანებით ისინი მიხვდნენ, რომ ფელუციელ სოფლელებს იცავდნენ ჯილდოზე მონადირეები, სუგი, ემბო, რუმი პარამიტა და სერიპასი. სოფლის უხუცესმა,[96] კესის მიდაგატისმა[6] ჯედაებს განუმარტა, რომ ჯილდოზე მონადირეთა დახმარებას მიმართეს, ვინაიდან მათ მარცვლეულს მეკობრეები ანადგურებდნენ. ხანმოკლე კამათის შემდეგ სკაიუოკერმა, კენობიმ და ტანომ ფერმერთა საკუთარი ძალით დაცვა გადაწყვიტეს.[96]
იმავე ღამით მეკობრეები დაბრუნდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჰონდო ონაკას ბანდა, ანაკინისთვის და ობი-ვანისთვის უკვე ნაცნობი. ონამა განაცხადა, რომ კვლავ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ იმ დროისთვის სკაიუოკერმა ფელუციელებს ხელჯოხებით ბრძოლა ასწავლა. თავდაპირველად ისინი ყველაფერი ნელი ტემპით ითვისებდნენ, მოგვიანებით კი აჰყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ონაკას ბანდა დაბრუნდა და ორ მხარეს შორის შეტაკება მოხდა. ამ დაპირისპირებისას სკაიუოკერი ონაკას შეება, რომელიც ელექტროკვერთხით იბრძოდა. მათი შეტაკების მიწურულს მეკობრე უკვე კლდის წვერზე ეკიდა და მოწყალებას სთხოვდა. ანაკინმა იგი გაუშვა. მეკობრემ ჩათვალა, რომ სოფლელთა დაშინებას აზრი აღარ ჰქონდა და იქაურობა ფრეგატით დატოვა. ჯილდოზე მონადირეთა შემდეგ ჯედაებმა პლანეტა დატოვეს და რესპუბლიკის ყველაზე ახლოს მდებარე ავანპოსტისკენ გაეშურნენ.[96]
მხეცი ზილო
- „სწორი არჩევანია. საწვავი მივიღეთ, თქვენ კი თქვენი არსება გადაარჩინეთ. ახლა უსაფრთხოდ იქნება.“
„ვიმედოვნოთ, კორუსანტზეც იგივე ითქმის.“ - ―ანაკინ სკაიუოკერი და მეის უინდუ
მალასტერი კამპანიისას სკაიუოკერი პალპატინს (ჰოლოგრამით) და უინდუს ესაუბრებოდა ახალი ელექტროპროტონული ბომბის ეფექტების შესახებ. ამ დროს სეპარატისტების დროიდების ჯარი ამზადებდა ახალ თავდასხმას. რესპუბლიკის გეგმებში შეიოდა დაგების დაცვა და საწვავის მოსაპოვებლად მათთან შეთანხმება. მართალია, ბომბმა სასურველი შედეგი გამოიღო, მან აგრეთვე წარმოქმნა კრატერი. უინდუმ მისი გამოკვლევა გადაწყვიტა. სკაიუოკერს თავდაპირველად უნდა გაეწია მეთვალყურეობა დოჟ ურუსთან შეთანხმებისთვის, თუმცა მეისმა იგი იხმო და კრატერში ერთად ჩავიდნენ. მათ აღმოაჩინეს ვეებერთელა არსება, მხეცი ზილო, რომლის ტყავი სინათლის მახვილებისადმი გამძლეც კი იყო. უკან მალევე დაბრუნებულებს ურუმა უთხრა, რომ მხეცის მოკვლა სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არავინ ფიქრობდა, რომ მხეცი ცოცხალი იყო. ფალშიონის კლასის მოიერიშე ტანკებით რესპუბლიკის ძალებმა ხმეცი საბოლოოდ დააძინეს, ხოლო დაგები დაარწმუნეს, რომ იგი მოკლეს. შეთანხმების ხელმოწერის და მალასტერის რესპუბლიკაში გაწევრიანების შემდეგ პალპატინმა მხეცის კორუსანტზე გადაყვანის ბრძანება გასცა, თუმცა უინდუ ამას ეწინააღმდეგებოდა.[97]
ზილო რესპუბლიკის დედაქალაქში ჩაიყვანეს. კენობიმ და ამიდალამ ანაკინს სთხოვეს, ეკითხა პალპატინისთვის, თუ რა ბედი ეწეოდა ამ არსებას. გარკვეული წინაღობების მიუხედავად, იგი დათანხმდა. კანცლერთან შეხვედრაზე პალპატინმა და ვიცეკანცლერმა მას ამედამ სცადეს, გაემართლებინათ მხეცის მოკვლა, რაც ყველასთვის მომგებიანი იქნებოდა. ამიდალას ზილოს ასეთი მომავალი არ სურდა. ანაკინს რომელიმე მხარის პოზიცია არ დაუკავებია. მართალია, პალპატინი აცხადებდა, რომ ზილოს მოკვლა სურდა, სინამდვილეში იგი მისი ჯავშანით იყო მოხიბლული და კვლევების ჩატარება სწორედ ამიტომ სურდა. თუმცა, მხეცი გაიქცა დოქტორ ბოლის ლაბორატორიიდან და, გრძნობდა რა კანცლერის ჩანაფიქრს, თავს პირდაპირ მას დაესხა. კუთხეში მიმწყვდეულებმა კანცლერის კაბინეტი სასწრაფოდ დატოვეს ადმინისტრაციული მაქო H-2-ით, თუმცა მხეცმა მოასწრო მისი დაჭერა. ყველა გათავისუფლდა, როდესაც სკაიუოკერმა მაქო ორად გაკვეთა. მაქოზე მყოფი ყველა პირი გადავარდა, თუმცა ანაკინმა პადმე გადაარჩინა სენატის შენობიდან ჩამოვარდნას. საბოლოოდ, მხეცი მოკლეს პალპატინის ბრძანებით, შვეულმფრენების მეშვეობით, რომლებიც მას აირს ესროდნენ.[98]
უსასრულო ომი
მორიგი მისია კეიტო-ნეიმოიდიაზე
- „შეჩერდი. ახლა დისკი მომაწოდე.“
„მშვიდად, კლოვის. კარგია, იცოდე, რომ გული გაქვს. ნეტავ, შემეძლოს დისკის მოცემა, მაგრამ შენი გადარჩენის უნარების მწამს.“ - ―რაშ კლოვისის და ანაკინ სკაიუოკერის საუბრიდან
კლონების ომები არა და არ მთავრდებოდა[100], თუმცა ანაკინს ხოლმე ძირითადი მოვალეობებისგან დასვენების უფლებას აძლევდნენ. ერთხელ, ცოლის საცხოვრებელში რომანტიკული საღამოს მოლოდინში დაბრუნებულ ანაკინს ჯედაების საბჭომ ტაძარში უხმო. დარწმუნებულებს, რომ სენატორი რაშ კლოვისი სეპარატისტების მხარდამჭერი იყო, ამ შემთხვევაში სჭირდებოდათ სენატორ ამიდალას, როგორც ჯაშუშის, შეგზავნა — ვინაიდან რაში მისი ძველი ნაცნობი იყო. მეორე დღეს ანაკინი პადმეს სენატში შეხვდა და კლოვისის შესახებ ჰკითხა. თავდაპირველად ამიდალას არ სურდა მასზე საუბარი, თუმცა, მოგვიანებით შეიტყო, რომ იგი, შესაძლოა, სეპარატისტების მხარდამჭერი იყო. სკაიუოკერი პადმეს ჯედაების საბჭოსთან გაჰყვა. ოსტატებმა სთხოვეს, მოეპოვებინა რამე ცნობები ამ, შესაძლო ღალატის შესახებ. შეიტყო რა, რომ დაგეგმილი იყო კეიტო-ნეიმოიდიაზე გამგვზავრება, ანაკინი შეიმოსა როგორც პადმეს ხომალდის ჩვეულებრივი პილოტი და ამიდალასთან ერთად პლანეტაზე გაემგზავრა, სადაც კლოვისი წარუმატებლად ცდილობდა მის ცოლთან კვლავ დაახლოებას.[99]
მისიის შესრულებისას სკაიუოკერი და R2-D2 პადმესგან ნიშანს ელოდებოდნენ. როდესაც მან ამცნო, სკაიუოკერი შეიპარა მის საცხოვრებელში, სადაც დაინახა, თუ როგორ ეხუტებოდა კლოვისი მის ცოლს. მართალია, ანაკინში ამ დროს სიბრაზემ და ეჭვიანობამ გაიღვიძა, პადმემ მას ფარულად უჩვენა კლოვისისგან მოპარული დისკი და ფრთხილად გადასცა, რის შემდეგაც ჯედაი შენობიდან გავიდა. მოგვიანებით მოქმედება დაიწყო შხამმა, რომლითაც პადმე ლოტ დოდმა მოწამლა. ამიდალამ გონება დაკარგა. როდესაც დოდმა კლოვისს აუხსნა, რომ პადმე შემოგზავნილი იყო, მან სკაიუოკერს ამიდალას ხომალდზე გადაყვანაში დაეხმარა და აიძულა დოდი, გადაეცა შხამსაწინააღმდეგო საშუალება. თუმცა, სკაიუოკერმა კლოვისი კეიტო-ნეიმოიდიაზე დატოვა.[99]
ჯეონოსისის მეორე ბრძოლა
- „ვიცოდი, რომ ჯერ ცოცხლები იყვნენ. ხომ გითხარი, რომ არ მიგეტოვებინა.“
„არ მიმიტოვებია, სკაიუოკერ, უბრალოდ, შენგან განსხვავებით, როდესაც ამის დრო მოვა, მზად ვიქნები, მოწაფე გავუშვა. შენ ასე შეგიძლია?“ - ―ანაკინ სკაიუოკერის და ლუმინარა ანდულის საუბრიდან
სეპარატისტების დორინის მახლობლად განადგურების შემდეგ სკაიუოკერი და ტანო კი-ადი-მანდის შეურთდნენ ჯეონოსისის მეორე ბრძოლაში, როდესაც რესპუბლიკა პლანეტაზე დაბრუნდა ჯეონოსელთა დროიდების მთავარი ქარხნის გასანადგურებლად. ფარის გენერატორზე სამმხრივი თავდასხმის განხორციელების მიზნით ტანო და 501-ე ლეგიონი აპირებდნენ სეპარატისტებზე სამხრეთიდან დარტყმა, რათა თავმოყრის წერტილთან მოხვედრილიყვნენ. თუმცა, ამ სვლის განხორციელებისას ადგილზე მიაღწიეს მხოლოდ კენობის ძალებმა, ვინაიდან როგორც მანდის, ასევე სკაიუოკერის ტრანსპორტი ჩამოაგდეს და კენობიმდე უკვე ქვეითად მიღწევა დასჭირდათ. მიუხედავად წინააღმდეგობისა, სკაიუოკერის ძალები მანდის მაინც შეხვდნენ. დაუკავშირდნენ რა იულარენს და სთხოვეს დამატებით Y-ფრთებიანი BTL-B-ების გამოგზავნა, მათ იპოვეს კენობი და მისი რაზმი და მოემზადნენ ფარის გენერატორზე თავდასხმის განსახორციელებლად.[100]
შემდგომი ნაბიჯები იმპროვიზირებული იყო: სკაიუოკერმა და ტანომ, რომლებიც სხვებს წინ მიუძღოდნენ, მტრის ქვემეხები მწყობრიდან გამოიყვანეს ელექტრომაგნიტური იმპულსის ჭურვებით, რამაც AT-TE-ებს საშუალება მისცა, გაენადგურებინათ ფარის გენერატორი. შვეულმფრენების გამოჩენის შემდეგ იქ მყოფი ჯეონოსელები დანებდნენ. მართალია, მანდიმ და კენობი იქაურობა სამკურნალოდ დატოვეს,[100] რესპუბლიკის ძალებმა განაგრძეს დროიდების დიდ სამჭედლოზე იერიში. ტანოს და სკაიუოკერს შეუერთდნენ ლუმინარა ანდული და მისი პადავანი, ბარის ოფი — როდესაც ტანო უკმაყოფილო იყო ანაკინის მისი საიმედოობის თაობაზე უნდობლობით. როდესაც ოფი და ტანო ქარხნის ქვეშ მდებარე ჯეონოსელთა კატაკომბებში ასაფეთქებლების მოსათავსებლად შეაგზავნეს, ანდული მიხვდა, რომ სკაიუოკერი ტანოს მიმართ უნდობლობით კი არ იყო განწყობილი, არამედ ვერ ელეოდა თავის პადავანს და არ შეეძლო მისი საფრთხის ქვეშ თამამად დაყენება.[101]
პოლგ უმცირესმა გამოუშვა სუპერტანკები, ხოლო სკაუოკერმა და ანდულიმ თავისი რაზმები დროებით დატოვეს და გაანადგურეს ხიდი, თუმცა შეიტყვეს, რომ პადავანები ჯერ არ დაბრუნებულან. დროიდების მიერ კუთხეში მიმწყვდეული ასოკა ანაკინს დაუკავშირდა და ბოდიში მოუხადა, თქვა რა, რომ არ იცოდა, გადარჩებოდნენ თუ არა ის და ოფი ქარხნის განადგურებამდე. არ სურდა რა, მიეტოვებინა პადავანი, სკაიუოკერმა ბრძანა მათი პოვნა, თუმცა, ანდულიმ ურჩია, პადავანისადმი მიჯაჭვულობაზე ხელი აეღო, თუკი ის ნამდვილად უნდა დაღუპულიყო. საბედნიეროდ, ტანო მასწავლებელს დაუკავშირდა და ორივე პადავანი გადაარჩინეს.[101]
ტანოს და ოფის რეაბილიტაციის მიზნით საბრძოლო ველიდან გადაყვანის შემდეგ, კენობი და მანდი დაბრუნდნენ. ანდული ეძებდა პოგლს, როდესაც ამოვარდა ქვიშის ქარიშხალი. მასთან უკანასკნელი გასაუბრების შემდეგ, იძულებულნი, დალოდებოდნენ, სანამ ქარიშხალი ჩადგებოდა, სკაიუოკერი და კენობი გაეშურნენ მისი უკანასკნელი ცნობილი ადგილსამყოფელის, ტაძარ პროგეიტის მიმართულებით. კატაკომბებში მოხვედრის შემდეგ მათ არა მხოლოდ გაცოცხლებული ჯეონოსელი მეომრები იხილეს, არამედ ანდულიც, ისევე, როგორც პოგლი და ჯეონოსელთა დედოფალი, დიდი კარინა. მათ მოტყუებით შეძლეს დედოფლის და მის თანამოძმეთა ალყაში მოქცევა და სცადეს კარინასთან მოლაპარაკება, ვინაიდან კენობის აინტერესებდა, თუ საიდან წარმოიშვნენ გაცოცხლებული მეომრები. აღმოაჩინეს რა, თუ პარაზიტული ტვინის ჭიები, მათ გაათავისუფლეს ანდული, დაიჭირეს პოგლი და დედოფალს გაექცნენ, ხოლო რექსმა და კოდიმ კარინა საკუთარ ბუნაგში ნანგრევებში დამარხეს.[102]
პოგლი რესპუბლიკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ოთხი ჯედაის მის კორუსანტზე ჩაყვანას აპირებდა. ტანო და ოფი გააგზავნეს ორდ-სესტუსის მახლობლად მდებარე სამედიცინო სადგურზე არსებული მარაგის მეის უინდუსთვის დანტუინზე გადასაცემად. მათგან ფარულად, სამხედრო სკაითს შეეყარა დედოფლის ერთ-ერთი ჭია. იგი მათ „პელტას“ კლასის ფრეგატზე, TB-73-ზე შევიდა და ორმა პადავანმა დაავადებულ კლონების მოგერიება სცადა. როდესაც ხომალდი დანიშნულების ადგილზე დროულად არ მოხვდა, სკაიუოკერი მიხვდა, რომ მდგომარეობა გართულდა და დარწმუნდა ამაში, როდესაც ტანო დაუკავშირდა და ამცნო არსებული ვითარების შესახებ.[103]
განრისხებული სკაიუოკერი შევიდა პოგლის საკანში და იქაურობა გუშაგს დაატოვებინა. პოგლზე მან თავდაპირველად გამოიყენა გონების მოტყუება, რათა მისგან პასუხები მიეღო, თუმცა ერცჰერცოგის თქმით, ჯეონოსელზე ასეთი მეთოდი ვერ იმოქმედებდა. სწორედ მაშინ ანაკინმა გამოხატა ფიზიკური აგრესია და, ვინაიდან პოგლი კვლავ არაფერს ეუბნებოდა, მან ძალით გაგუდვას მიმართა. მხოლოდ ამის შემდეგ ჯეონოსელმა სკაიუოკერს თარჯიმანი დროიდის მეშვეობით უამბო, რომ ჭიებს მხოლოდ სიცივე ანადგურებდა. სკაიუოკერმა ეს ინფორმაცია პადავანს კომუნიკატორით გადასცა და გაგრილების სისტემის მოშლა ურჩია. მისი რჩევით ჭიები სამედიცინო სადგურზე მოხვედრამდე განადგურდნენ. ანაკინი შეხვდა ტანოს და დაამშვიდა მეგობრის სიცოცხლის გადარჩენის თაობაზე ეჭვის გამო.[103]
სალიუკემაი
- „სადაც კენობია, იქ ყოველთვის ახლომახლოს სკაიუოკერიც არის.“
- ―გრივუსი
გარე რგოლში ოსტატ ჯედაი ით კოთის დაჭერის შემდეგ გრივუსმა ჯედაების საბჭოს გაუგზავნა ჰოლოჩანაწერი, საიდანაც ჩანდა, რომ გრივუსს არც ჯედაების პოლიტიკა, არც რესპუბლიკა აინტერესებდა და მას მხოლოდ მათი სიკვდილის ნახვა სურდა. ჩანაწერზე ჩანდა კოთიც, რომელიც ჯედაების ხელით რაღაცაზე მიანიშნებდა. კენობი მიხვდა, რომ იგი უთითებდა ადგილსამყოფელზე — სალიუკემაის სისტემაზე და, სკაიუოკერთან, ადი გალიასთან და სამხედროებთან ერთად მის მოსაძებნად გაემგზავრა. მტრის მოსატყუებლად იულარენი და კენობი გრივუსის ძალებს შეხვდნენ სალიუკემაისთან და გრივუსი „ჩამნაცვლებელზე“ შევარდა. ამასობაში სკაიუოკერი, გალია, რექსი და კლონები ჰიპერსივრცული ნახტომით, ელჩებისთვის განკუთვნილი მაქოს მეშვეობით, გადახტნენ სისტემაში.[104]
როგორც კი ხომალდზე მოხვდნენ, სკაიუოკერი და გალია შევიდნენ მის უკანა ნაწილში, სადაც სერია T-ის სამხედრო სტრატეგიული ანალიზის და ტაქტიკის დროიდი და სერია BX-ის კომანდო დროიდები დახვდნენ. ჯედაებმა ისინი გაანადგურეს და გადაარჩინეს კოთი. სკაიუოკერმა იგი მაქოზე გადაიყვანა. როდესაც კენობიმ მათ შეატყობინა, რომ გრივუსმა იგი დაამარცხა და გაიქცა, გალია გაიქცა კენობის დასახმარებლად — შემდგომი წარუმატებლობით. სკაიუოკერმა ისინი ანგარში მაქოთი აიყვანა და გაემგზავრა „გაბედულისკენ“[104], სადაც გაჩერდა, სანამ კენობი გრივუსს პლანეტაზე ეძებდა — კოდისთან, რექსთან და სხვებთან ერთად.[105]
მოგვიანებით სკაიუოკერი და ტანო კარ აფასთან, სეპარატისტებისთვის იარაღის მიმწოდებელთან შესახვედრად გაემგზავრნენ კორუსანტის ქვედა სართულებზე. როდესაც შევიდნენ კანტინაში, რომელშიც აფა იმალებოდა, სკაიუოკერმა ასოკას სთხოვა, გარეთ დარჩენილიყო, ხოლო თავად კარს ეძებდა. კანტინაში მომხდარი შეტაკებისას შეშინებული კლიენტების ბრბო გამოვარდა და არეულობის დროს ტანომ სინათლის მახვილი დაკარგა. იგი იძულებული იყო, ოსტატ ჯედაი ტერა სინუბესთვის მიემართა, ვინაიდან არ სურდა, საკუთარი მასწავლებლისთვის ეთქვა რამე მახვილის დაკარგვის შესახებ.[106]
მანდალორი
- „რას იზამთ? თუკი მომკვლავთ, ეს იქნება პირფერობა თქვენთვის ძვირფასი პაციფისტური იდეალების მიმართ. და ძალადობა შენთვის, კენობი, ახალი არ არის. ამ ხომალდზე შენ ყველასთვის გმირად იქცევი — თითქმის ყველასთვის. მიდი. ვინ დაარტყამს პირველი და ვინ დაიმკვიდრებს თავს როგორც ცივსისხლიანი მკვლელი?“
- ―ტელ მერიკის საუბრი ობი-ვან კენობისთან და სატინ კრიზთან, სანამ იგი სკაიუოკერმა მოკლა
სეპარატისტებთან მანდალორის კავშირის ჩამოყალიბების და კენობის ჰერცოგინია სატინ კრიზთან გასაუბრების შემდეგ სკაიუოკერი ამ ორს შეურთდა „გვირგვინზე“.[108] ამ ხომალდზე მან და კენობიმ დაცვას სიფრთხილისკენ მიუთითეს. კრიზმა ითხოვა, რომ ისინი მასთან ერთად ყოფილიყვნენ. სკაიუოკერმა იგრძნო, რომ ობი-ვანს ჰერცოგინიას მიმართა გრძნობები ჰქონდა და ყოფილმა მასწავლებელმა მას უამბო მათი წარსულის შესახებ. R2-D2-მა სატვირთო განყოფილებაში რაღაც შეამჩნია და რექსმა მისი ეჭვები დაადასტურა. სკაიუოკერი განყოფილებაში შევიდა, სადაც მას შეეტაკნენ მკვლელი ზონდები. ორივეს განადგურების შემდეგ სკაიუოკერმა კენობის ამცნო, რომ შესაძლოა, ხომალდზე მოღალატე იმალებოდა. იგი დაბრუნდა სატვირთო განყოფილებაში სხვების საძიებლად.[107]
მას შემდეგ, რაც კენობიმ დაადგინა, რომ მოღალატე ტელ მერიკი იყო, სკაიუოკერი მასთან ერთად „გვირგვინზე“ მერიკს და უკანასკნელის მძევალ კრიზს ეძებდა. ხომალდზე ამასობაში შეაღწია სიკვდილის მზირების რამდენიმე B2 დროიდმა. ანაკინმა ყურადღება მათზე გადაიტანა, მოგვიანებით კი კვლავ კენობის შეუერთდა. უკანასკნელს არ სურდა მერიკის მოკვლა, თუმცა სკაიუოკერმა ასეთი რბილი ხასიათი არ გამოავლინა და სასიკვდილოდ დაჭრა მერიკი, რომელმაც მას ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ცივსისხლიანი მკვლელის“ წოდებას უქადიდა. ანაკინმა ხომალდის აფეთქებამდე მისი დეტონატორის შეჩერება მოასწრო. ისინი, საბოლოოდ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, კორუსანტზე ჩავიდნენ. კრიზმა კენობის მადლობა გადაუხადა, სკაიუოკერმა კი აღნიშნა, რომ იგი შესანიშნავი ქალბატონი იყო.[107] მანდალორის თავდაცვის რეზოლუციის მიღების შემდეგ სკაიუოკერი და კენობი ამიდალას კანცლერთან შეხვედრისას თან ახლდნენ. მან მადლობა გადაუხადა ამიდალას და ბოდიში მოუხადა კრიზს, შემდეგ კი, სხვებთან ერთად, დატოვა კაბინეტი, რომელშიც მხოლოდ კენობი და კრიზი დარჩნენ.[109]
ვანკორზე მახეში გაბმულები
- „ამ ბიჭმა შენს ძიებაში მთელი კრეისერი გაანადგურა და ასე ადვილად გაუშვებ?“
„სხვა რა დამრჩენია, სკაიუოკერ?“
„ხომ არ გვეპოვა იგი?“
„ანუ, მისი მეთოდები გამოვიყენო. შური ვიძიო.“
„არა, ეს ხომ შურისძიება არ იქნება, თუკი შეაჩერებ და სასამართლოს წარუდგენ?“ - ―ანაკინ სკაიუოკერი და მეის უინდუ საუბრობენ ბობა ფეტის შესახებ
რესპუბლიკის ფრეგატთან შეხვედრამდე სკაიუოკერი და მეის უინდუ „გამძლეობით“ გადაადგილდებოდნენ. იქ მათ გაიცნეს კლონი კადეტები, რომელთა შორის იმყოფებოდა ბობა ფეტი. მას შემდეგ, რაც მან ხომალდზე დივერსია მოაწყო და ყველამ იქაურობა საევაკუაციო კაფსულებით დატოვა (ისევე, როგორც თავად — იგი „მონა I“-ით წაიყვანეს ბოსსკმა და ორა სინგმა) სკაიუოკერმა და უინდუმ გადაარჩინეს ერთ-ერთ კაფსულში მყოფი კადეტები.[111] სანამ გადარჩენილები სამედიცინო ფრეგატით გადაჰყავდათ, ეს ორი გაემგზავრა „გამძლეობის“ საავარიო დაშვების წერტილზე. იქ ისინი ეძებდნენ ადმირალ კილიანს და სხვა გადარჩენილებს. ვინაიდან ხომალდის ბოგურა დაზიანებული არ იყო, ისინი ნაღმოსანში შევიდნენ. R2-D2-ს ეს გადაწყვეტილება არ მოსწონდა და მეისი უკმაყოფილო იყო, რომ ანაკინმა დროიდში ინდივიდუალურობა წაახალისა.[112]
R2-D2 და R8-B7 ნაღმოსანზე სიცოცხლის რამე ნიშნებს ეძებდნენ, ხოლო სკაიუოკერმა და უინდუმ ბოგურაზე დახოცილებს მიაგნეს. ანაკინმა შეამჩნია მანდალორული ჩაფხუტი. უინდუმ ივარაუდა, რომ ეს ფეტის მიერ მოწყობილი სატყუარა იყო, რითაც სკაიუოკერი ჩაფხუტთან შეხებით გამოწვეული აფეთქებისგან იხსნა და ნამტვრევები შეაკავა. ისინი, საბოლოოდ, ნამტვრევების ქვეშ მოხვდნენ. ანაკინი დაიჭრა, ხოლო უინდუ უგონოდ იყო. მოგვიანებით მათ R2-D2-მა მიაგნო, რომელსაც ანაკინმა სთხოვა ტაძარში გაფრენა და დასახმარებლად ჯედაების მოყვანა. სანამ ასტრომექანიკოსის დაბრუნებას ელოდნენ, უინდუმ ანაკინს უამბო, თუ რატომ სურდა ბობას მისი სიკვდილი: მას სურდა ჯეონოსისის პირველ ბრძოლაში დაღუპული მამის, ჯენგოს გამო შური ეძია.[112]
„გამძლეობა“ სულ უფრო მეტად ინგრეოდა, როდესაც უინდუ და სკაიუოკერი იხსნეს ტანომ, პლო კუნმა და კლონების რაზმმა, რომლებიც იქ R2-D2-მა მიიყვანა.[112] ტაძარში, ბაქტას კამერაში მკურნალობის შემდეგ სკაიუოკერმა უინდუს ბობას პოვნა და გასამართლება შესთავაზა. ოსტატ ჯედაი პრობლემის ასეთი გზით გადაწყვეტას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით კუნმა და ტანომ მას ფეტის და სინგის ჰოლოგრამა უჩვენეს. სინგმა მათ თვალწინ მოკლა მძევლად აყვანილი პონდსი. მართალია, უინდუმ საბოლოოდ გადაწყვიტა, ბობას დასაჭერად წასულიყო, კუნმა ეს მისია საკუთარ თავზე აიღო (ტანოსთან ერთად), ვინაიდან უინდუც და სკაიუოკერიც ჯერ კიდევ მკურნალობას გადიოდნენ.[110] კორუსანტზე დაჭერილ ბოსსკთან და ფეტთან ერთად ჩასულებს დახვდა სკაიუოკერი. ფეტმა სინანულით აღნიშნა დიდი უბედურებების შესახებ, რომლებიც მისი მიზეზით დატრიალდა, თუმცა ისიც ახსენა, რომ უინდუს მამის მოკვლას არასოდეს აპატიებდა[110]. ორივე დამნაშავე რესპუბლიკის სასამართლოს ცენტრალურ სადამსჯელო ცენტრში გადაიყვანეს.[113]
ბალითი
- „იმედია, ეს დავალება შენთვის ძალიან მოსაწყენი არ ყოფილა.“
„აჰ, რაღაც საინტერესო ჰქონდა.“
„მაგალითად, როდესაც მოუმზადებელი ბავშვები დაითანხმე კორუმპირებული მთავრობის დასამხობად?“
„ყველაზე მთავარი მოვლენა ეგ იყო.“
„ძალიან სახიფათოა. გაგიმართლა, რომ უვნებელი დარჩი.“
„შენც ხომ იგივეს გააკეთებდი.“ - ―ანაკინ სკაიუოკერის და ასოკა ტანოს საუბრიდან
ამიდალას მანდალორზე მისიისას, რომლის დროს სენატორი შეთქმულებას იძიებდა[115] სკაიუოკერი და რექსი ტანოს მანდალორზე გაჰყვნენ, სადაც ასოკას სამეფო სამთავრობო აკადემიის კადეტებისთვის ჰერცოგინია კრიზისა და ჯედაების საბჭოს ინიციატივით უნდა ჩაეტარებინა სწავლებები. სანდარიზე სკაიუოკერმა ტანოს გააცნო ჰერცოგინია და პრემიერმინისტრი ალმეკი. კიტ ფისტოსთან შეხვედრამდე სკაიუოკერმა მანდალორის კანონის პატივსაცემად პადავანის სინათლის მახვილი თან გაიყოლა. მას შემდეგ, რაც ტანომ ალმეკის შავ ბაზართან დაკავშირებული მაქინაციები აღმოაჩინა, სკაიუოკერი პადავანს დაუბრუნდა და იარაღიც დაუბრუნა.[114] ჯედაების ტაძარში საბჭომ ტანოს მიულოცა სიმამაცის და ძალის გამოვლინება, ხოლო სკაიუოკერს ბალითზე მესამე ლეგიონის ბალითზე გადაყვანა უბრძანა, ადგილობრივ სამოქალაქო ომში დასახმარებლად. მართალია, საბჭომ ტანოს სრული მოხსენების შედგენა დაავალა, იგი სკაიუოკერს თან წაყვანას სთხოვდა, თუმცა მან პადავანს ურჩია ბიბლიოთეკაში დარჩენა. მისი აზრით, იგი დარწმუნდებოდა, რომ ბიბლიოთეკაში უფრო მეტს შეიტყობდა, ვიდრე ბრძოლის ველზე. ამის შემდეგ სკაიუოკერი ბალითზე რექსთან ერთად გაემგზავრა.[116]
ალდერაანის დევნილთა კონფერენციის (რომლის დროს ტანომ ორა სინგი დაიჭირა) შემდეგ სკაიუოკერი კორუსანტზე იოდასთან ერთად დაბრუნდა და შეხვდა თავის პადავანს, ამიდალას და ბეილ ორგანას. დაინტერესებულმა იმით, თუ ვის შეეძლო ამიდალას სიცოცხლის ხელყოფა, იოდამ ტანო დაითანხმა მისი თვისებების გამოყენებაზე. ტანოს ნათქვამის მიხედვით ამიდალა მიხვდა, რომ დამკვეთი ჰატი ზირო იყო. სკაიუოკერი და პადავანი ზიროს დასაკითხად სადამსჯელო ცენტრში შევიდნენ. ტანოს ძალისხმევით ჰატმა აღიარა, რომ სენატორის მოკვლა სინგს დაავალა. ამის შემდეგ ანაკინმა და ასოკამ ცენტრი დატოვეს.[116]
კამინოს ბრძოლა
- „როგორც ჩანს, ელი, რომ იარაღს დავყრი.“
„სინამდვილეში კლონებს ვთხოვ, მოგკლან. ახლავე.“
„ჯერ არა.“ - ―ასაჟ ვენტრესის და ანაკინ სკაიუოკერის საუბრიდან
შეიტყვეს რა სადგურ „რიშის“ განადგურებაზე[76] და ფლობდნენ რა ასაჟ ვენტრესის და გენერალ გრივუსის საუბრის ჩანაწერს, სკაიუოკერი და კენობი გაემგზავრნენ კამინოზე, რათა შააკ ტი და პრემიერმინისტრი ლამა სუ გაერთხილებინათ სეპარატისტების მომავალ თავდასხმაზე. მათ ახლდნენ რექსი, კოდი, ექო, ფაივსი და 501-ე ლეგიონის სხვა წევრები. გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა გრივუსის ფლოტი და სკაიუოკერი რესპუბლიკის საჰაერო ძალებს გაუძღვა და მტერს რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ამ დროს პლანეტაზე ქალაქ ტიპოკაში შეიჭრნენ „სამკბილას“ კლასის სადესანტო ხომალდები და სერია AQ-ის საბრძოლო დროიდები. კენობიმ სკაიუოკერს ქალაქისკენ უხმო. დაბრუნებული ანაკინი შეეტაკა ვენტრესს, რომელმაც კლონირებისთვის გამოყენებული ჯენგო ფეტის დნმ-ის ფრაგმენტი მოიპარა. კლონ სამხედროთა ოცეულის დახმარებით სკაიუოკერმა ვენტრესს ეს ფრაგმენტი წაართვა, მაგრამ ვენტრესი, ისევე, როგორც გრივუსი, კვლავ გაიქცა.[117]
პანტორას ბლოკადა
- „საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედებ?“
„სულ ასე არ ვიქცევით? ხომ ასეა, სნიპს?“
„ჰო.“ - ―ამიდალა, სკაიუოკერი და ტანო საუბრობენ პაპანოიდას ქალიშვილების გატაცებაზე
მოგვიანებით სკაიუოკერს შეგირდმა შეატყობინა პანტორელი თავმჯდომარე პაპანოიდას ქალიშვილების გატაცების შესახებ. იცოდა რა, რომ გამოძიებაში ჯედაების ოფიციალურად ჩართვა დაუშვებელი იყო, ანაკინმა ტანოს ნება დართო, ისინი „პირადი მიზეზებით“ გადაერჩინა. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. პაპანოიდას ორივე ქალიშვილი მამას დაუბრუნეს.[118]
სენატის კრიზისი
- „ახალგაზრდა სკაიუოკერო… სინათლის მახვილის გარეშე არც თუ შთამბეჭდავი ხარ, არა, ჯედაი?“
- ―კედ ბეინი მიმართავს უგონოდ მყოფ სკაიუოკერს
სამედიტაციო პროცესით აღდგენის მომიზეზებით[44] სკაიუოკერი სინამდვილეში პადმესთან, უკანასკნელის საცხოვრებელში იმყოფებოდა. ამიდალა ამ დროს სამხედრო სადამკვირვებლო კომიტეტის წევრ სენატორ აანგის პატივსაცემად წვეულებას ამზადებდა. ანაკინმა იგი დაამშვიდა, უთხრა რა, რომ ეს მცდელობა წარმატებით ჩაივლიდა და რომ მას დასვენებდა სჭირდებოდა. აღელვებული C-3PO სკაიუოკერმა, R2-D2-სთან ერთად, გააგზავა ჯოგანის ნაყოფის, ჯოგანის ნაყოფის ნამცხვრის შემადგენელი აანგის საყვარელი დესერტის შესაძენად. მართალია, დროიდებმა დაიგვიანეს, ამიდალამ წვეულება მაინც გამართა. დროიდები უკვე დაწყებული წვეულების დროს დაბრუნდნენ და აანგმა ნამცხვარი დროულად მიიღო.[119]
მოგვიანებით სკაიუოკერი, სენატის შენობაში ყოფნისას, ამიდალას სთხოვდა, მასთან ერთად რომელიმე შორეულ ადგილზე წასულიყო, სადაც ერთად იქნებოდნენ როგორც ქმარი და ცოლი და არა სენატორი და ჯედაი. ამიდალას არ ჩანაფიქრი არ მოეწონა, ვინაიდან ამ დროს სენატისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობდა. სკაიუოკერმა დანანებით აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი ამიდალასთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მათი სიყვარული. პადმემ უპასუხა, რომ ეს ასე არ იყო და მათი მოვალეობა იყო რესპუბლიკისადმი ერთგულება. ანაკინი ამბობდა, რომ მისთვის არაფერი ყოფილა პადმეზე უფრო მნიშვნელოვანი და საკუთარი სიტყვების გასამყარებლად გადასცა სინათლის მახვილი, რომელიც, როგორც ერთხელ კენობიმ უთხრა, მისი „სიცოცხლე“ იყო. მართალია, პადმე ფიქრობდა, რომ ანაკინი ეხუმრებოდა, ანაკინი გულახდილი იყო და მათ ერთმანეთს აკოცეს.[44]
მალე მათ C-3PO-ს და სენატორ ორგანას ხმები ესმათ. სკაიუოკერი ამიდალას მაგიდის ქვეშ დაიმალა, პადმემ კი მახვილი სახელოში ღრმად დამალა. სხვებთან ერთად იგი ჩავიდა მოსაცდელ ოთახში, სადაც კონფიდენციალურობის დარღვევის გაფართოებული კანონპროექტის განხილვას დაესწრო. თუმცა, როგორც სხვები, ისიც, კედ ბეინმა და მისმა რაზმმა მძევლებად აიყვანეს. სკაიუოკერი, რომელიც ამას შორიდან აკვირდებოდა, ჯილდოზე მონადირემ შეამჩნია და მის დასაჭერად სხვები გააგზავნა. თუმცა, ანაკინი მათ გაექცა და მოასწრო პალპატინთან დაკავშირება. იარაღის გარეშე მან დაამარცხა დარაჯი დროიდი IG-86, თუმცა რობონინომ მასზე ელექტროშოკი გამოუენა და, ორა სინგის დახმარებით, სხვა სენატორებს მიუგდო.
მას შემდეგ, რაც ჯილდოზე მონადირეებმა განათავსეს ყუმბარები, რომლებიც რომელიმე მძევალის ამოძრავებით და ლაზერული დეტექტორების არეშე მოხვედრით ამოქმედდებოდნენ და შენობას ააფეთქებდნენ, სკაიუოკერი გონს მოვიდა და ამიდალამ სინათლის მახვილი დაუბრუნა. ანაკინმა იატაკში წრე ამოჭრა და ყველა სენატორი მოხვდა ქვედა სართულზე, ბეინის მიერ ყუმბარების აფეთქებამდე. ჯილდოზე მონადირე გაიქცა, ციხიდან გაათავისუფლა ზირო და კორუსანტი დატოვა.[44]
მადამ სინატასთან შეხვედრა
- „ანაკინ, მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოგზაურობა კარგი ჩანაფიქრია...“
- ―პადმე ამიდალა
კრიზისის შემდეგ სკაიუოკერი ამიდალასთან ერთად კაამასიზე გაემგზავრა, სადაც ლეგენდარულ მსახიობ მადამ რიშა სინატას პირად ხომალზე მოხვდა. თუმცა, მათ დააგვიანეს და ვერ იხილეს, თუ როგორ თამაშობდა სინატა დართ კრისტ-ოვის როლს. მოგვიანებით მათ გაიცნეს სინატა და მუზეუმიც იხილეს (პადმეს თავდაპირველი უარის მიუხედავად). სკაიუოკერმა ამიდალა ოთახამდე მიაცილა. მეორე დღეს ისინი მუზეუმში შევიდნენ, სადაც იხილეს ვარიკინო[120], რომლის წინ მათ ერთმანეთს ქორწინებისას ერთგულება შეჰფიცეს.[13] ამ დროს სკაიუოკერს თავს დაესხნენ იქ მდგარი რობოტები. ჯედაიმ ისინი მოიგერია და ამიდალას მათგან გაქცევაში დაეხმარა. ამის შემდეგ მათ მიაგნეს სეპარატისტების სიმბოლოს და გრაფ დუკუს ჰოლოგრამას.[120]
აღმოჩნდა, რომ სინატა დუკუსა და სეპარატისტების მოკავშირე იყო. სკაიუოკერმა დაიჭირა ერთ-ერთი სეპარატისტი, ხოლო ამიდალამ იპოვა სეპატატისტების მოწინააღმდეგე სენატორთა სია. აღმოჩნდა, რომ სინატა ანაკინსა და პადმეს უპირებდა დიოქსისის აირით მოკვლას. LEP დროიდებთან შეტაკების შემდეგ, R2-D2-ის დახმარებით, სკაიუოკერი და ამიდალა საბოლოოდ მოხვდნენ თეატრში.[121]
ამიდალამ თეატრში მყოფ მაყურებლებს გასვლა სთხოვა, ხოლო სკაიუოკერმა ერთ-ერთი მსახიობის ნიღბით და ჩაფხუტით დაუპირისპირდა სინატას, რომელსაც ეკავა ნამდვილი სინათლის მახვილი. ანაკინმა იგი, საბოლოოდ, დაამარცხა. მოხსენება ამ შემთხვევის შესახებ სენატორმა და ჯედაიმ გადასცეს ჯედაების საბჭოს.[121]
დაძაბული წვრთნა
- „მისმინე, მესმის, რომ რთულია, მაგრამ…[ამოსუნთქვა]…მინდა, რთული იყოს. ეს სიცოცხლის და აღსასრულის საკითხია. და როგორც შენი მასწავლებელი, შენზე პასუხისმგებელი ვარ. ყველაზე უკეთ იმით დაგიცავ, რომ გასწავლი, თავი როგორ დაიცვა.“
- ―ანაკინ სკაიუოკერი მიმართავს ასოკა ტანოს
ტანოს ერთ-ერთ წვრთნაზე დაგვიანებული სკაიუოკერი უკმაყოფილო იყო ვარჯიშების სიმარტივით. თავის მხრივ, მან ტანოს მოგვიანებით სხვა ვარჯიშისთვის შეხვედრა შესთავაზა. რექსთან და 501-თან ერთად მან პადავანი სხვა დარბაზში შეიყვანა, სადაც კლონებმა ტანოს წრე შემოარტყეს და გამაბრუებელი გასროლები დაუშინეს. წვრთნა რამდენიმე საათს გაგრძელდა, შემდეგ კი ტანომ მასწავლებელს უთხრა, რომ საბრძოლო დროიდები კლონებივით კარგები არ იყვნენ. სკაიუოკერმა განუმარტა, რომ სწორედ ეს იყო წვრთნის მიზანი. მისი თქმით, მას სურდა, რომ იგი რთული ყოფილიყო, რათა ასოკას თავად ესწავლა საკუთარი თავის დაცვა. ომის მსვლელობისას ტანო განაგრძობდა წვრთნებს 501-დან და რექსთან ერთად.[122] მოგვიანებით ანაკინი ტანოსთან საწვრთნელ ორთაბრძოლას მართავდა, როდესაც მას ოსტატი იოდა ჩაენაცვლა. ანაკინი თვალს ადევნებდა, თუ როგორ დაამარცხა იოდამ დანო, მაგრამ საბოლოოდ ასოკამ შეძლო უნარების დახვეწა და ორთაბრძოლამ მისთვის წარმატებით ჩაიარა.[123]
მოულოდნელი სტუმარი
მოგვიანებით სკაიუოკერი პადმესთან ერთად ალდერაანზე მისიას ასრულებდა. მან ეს რის ვაი-ვაგლახით შეძლო, იმ იმედით, რომ ცოლთან გარკვეული დროის განმავლობაში დარჩებოდა. თუმცა მათ დაემგზავრა ტანოც, რომელსაც ეს დაავალა კენობიმ. მაქო T-6-ით მგზავრობისა სკაიუოკერმა დაგეგმა უფრო მოკლე მარშრუტი, რაც მისიის შესრულებას დააჩქარებდა. ტანომ იგი გააფრთხილა, რომ ამ მარშრუტზე იმყოფებოდა სეპარატისტების ფლოტიც და ამ გზის არჩევა არ შეიძლებოდა. მისი გაფრთხილება უკვე დაგვიანებული იყო, ვინაიდან ისინი, ჰიპერსივრციდან გამოსვლის შემდეგ, პირდაპირ სეპარატისტების ფლოტს შეეჯახნენ. სკაიუოკერმა სცადა მათი მისამართით გახსნილი ცეცხლისგან თავის არიდება. ამიდალა და ტანო ამ დროს ლაზერულ კოშკურებს მართავდნენ. მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, ამიდალას მხარეს ხომალდი დაზიანდა. სკაიუოკერი მის გადასარჩენად გადახტა და ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ტანომ ხომალდი დაიმორჩილა და ჰიპერსივრცეში დაბრუნება შეძლო. ალდერაანზე ჩასვლის შემდეგ სკაიუოკერმა მას უთხრა, რომ უხაროდ მისი დამგზავრება. ამიდალამ აღნიშნა, რომ ასოკა და ანაკინი ერთად კარგად მუშაობდნენ, ტანომ კი მათზე იგივე თქვა.[124]
უსიამოვნება ტომარიანთან
მოგვიანებით მსახიობმა ტომარიანმა სკაიუოკერს სთხოვა ყოველწლიური ნათების ფესტივალის ზეიმზე თანმხლებად დასწრება. სკაიუოკერმა იფიქრა, რომ ამ ღონისძიებად ნამდვილად რაღაც საფრთხის საშიშროება იყო, მაგრამ სინამდვილეში, ტომარიანს იგი სჭირდებოდა სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. სკაიუოკერისთვის მოულოდნელად, ღონისძიებას ესწრებოდა ამიდალაც. მათ ერთმანეთის ნახვა გაუხარდათ. ამიდალამ ანაკინი დროებით დატოვა და უთხრა, რომ მას ელოდა ტომარიანის ხანგრძლივი საცერემონიო საუბრის მოსმენა. სკაიუოკერი ტომარიანთან ერთად თეატრში შევიდა. მოულოდნელად დარბაზი ჩაბნელდა და ანაკინმა მახვილი იშიშვლა. მან ტომარიანს ჰკითხა, ეს ყველაფერი სანახაობის ნაწილი ხომ არ იყო. ტომარიანმა უარყოფითი პასუხი გასცა და აირისგან დამცავი ნიღაბი გამოიყენა. სკაიუოკერმა და ყველა დანარჩენმა გონება გამაბრუებელი აირის გავრცელების შედეგად გონება დაკარგეს.[125]
გონს მოსულმა ანაკინმა გაიგონა, რომ ტელსლა ტომარიანს ემუქრებოდა ბესკარით სავსე ყუთის გამო, რომელსაც უკანასკნელი მას შეჰპირდა. ტომარიანმა მასთან მოლაპარაკება სცადა, მაგრამ ტელსლას მითითებით ფლიკსმა, მისი რაზმის წევრმა, ის დააბა. ტელსლამ ამის შემდეგ დარბაზში ყუმბარა ააფეთქა. ანაკინმა ეს მომენტი გასაქცევად გამოიყენა[125]. მან ამიდალა იპოვა, რომელმაც ამასობაში რაზმის ერთ-ერთ წევრს ბლასტერი წაართვა. სკაიუოკერმა შესთავაზა შენობიდან გაქცევა, მაგრამ ამიდალას არ აპირებდა სხვების მიტოვებას. ისინი დაიმალნენ ხარაჩოებზე, სადაც ამიდალამ სცადა „ჩეკერთან“ დაკავშირება. ამ დროს ამოქმედდა სხვა ყუმბარებიც. დროიდთან კვლავ დაკავშირების მცდელობისას ისინი იპოვეს. ამიდალამ და ანაკინმა მოიგერიეს ტელსლა, რომელიც ამის შემდეგ გაიქცა. დადევნებისას ისინი ჩამოხტნენ დარბაზში და ფლიკსი მოკლეს. ტელსლა უკვე აპირებდა სტუმრებით სავსე მუსიკალური დარბაზის აფეთქებას, როდესაც იგი სკაიუოკერმა შეაჩერა და შეუთანხმდა, რომ ტომარიანს მისთვის ბესკარის ერთ ფილას მიაცემინებდა. ამიდალა ამასობაში ტელსლას უკნიდან მიუახლოვდა და ბლასტერი დაადო. ტელსლა მას დაახტა და ასაფეთქებლის დეტონატორი ძირს დააგდო. ჩეკერმა მას მიაგნო და ტელსლა დააპატიმრეს. მას შემდეგ, რაც ყველა გონს მოვიდა, სკაიუოკერმა სენატორს მიულოცა წარმატებული გამოსვლა. ტომარიანმა მადლობა უთხრა და პირობა დადო, რომ ბესკარს თეატრის აღსადგენად გამოიყენებდა. ანაკინმა მას ეჭვით შეხედა და ტომარიანმა დაამატა, რომ იგი მას საქველმოქმედო მიზნითაც გამოიყენებდა. ამიდალამ მას წარმატება უსურვა, სკაიუოკერმა კი ცოლი ვახშამზე მიიწვია.[126]
ჯედაის ცერემონია
ოსტატ ჯედაისთან ერთად ანაკინ სკაიუოკერი ერთ დღეს ჯედაების ტაძრის ეზოში ასოკა ტანოს ელოდებოდა. როდესაც ტოგრუტა გამოჩნდა, სკაიუოკერმა გაკიცხა დაგვიანების გამო, თუმცა იოდამ შეაქო დახმარებითვის და მისი პადავანის ნაწნავი კიდევ უფრო დააგრძელა.[127] სენატში ფინანსური რეფორმის კანონპროექტის განხილვის შემდეგ ამიდალამ სკაიუოკერს სთხოვა, მიეღო ჯედაების საბჭოს თანხმობა, ჰქონოდათ შემდგომი საუბრები პალპატინთან ომის გაგრძელების შესახებ. სკაიუოკერმა ამიდალას ტანო გააყოლა, რათა პადავანს პოლიტიკაზე უფრო მეტი რამ ესწავლა. სეპარატისტების თავდასხმის შემდეგ სკაიუოკერმა კვლავ გაკიცხა შეგირდი — ამჯერად ამიდალასთან ერთად ონდერონის სენატორ მინა ბონტერისთან რაქსუს-სეკუნდუსზე შეხვედრის შესახებ და იმაზე, თუ რაოდენ უგუნური იყო ეს საქციელი. მიუხედავად ამისა, შეგირდი დარწმუნდა, რომ პოლიტიკა არ იყო იმდენად შავ-თეთრი, როგორც მანამდე მიაჩნდა.[128]
დათომირელთა საფრთხე
- „მეომართა მსგავსი კაცები, ალქაჯები — აქ ბევრი საინტერესო რამ არის.“
- ―ანაკინ სკაიუოკერის და ობი-ვან კენობის დათომირზე საუბრიდან
კლონების ომების დაწყებიდან ერთი წლისა და რვა თვის შემდეგ[130] სკაუოკერი და კენობი რესპუბლიკის ძალებს მეთაურობდნენ ასაჟ ვენტრესის ფლოტთან ბრძოლაში, სალასტის სისტემაში. ბრძოლაში გამანადგურებლებით პირდაპირი ჩართვის შემდეგ კენობის თავს ვენტრესი „ჯინივექსის“ კლასის მარაოსებრი ვარსკვლავური გამანადგურებლით დაესხა, თუმცა მისი ხომალდი ბრძოლას სკაიუოკერმა მოწყვიტა. სეპარატისტების სამეთაურო ხომალდში კენობისა და ვენტრესის ავარიული დაშვების შემდეგ სკაიუოკერი ყოფილ მასწავლებელს შეუერთდა. ორივე ვენტრესთან ბრძოლაში ჩაება. შეტაკება შეწყდა მაშინ, როდესაც გრაფმა დუკუმ ფარულად ბრძანა ხომალდის განადგურება. ორივე ჯედაი გზაგადამჭრელებით გაიქცა, ვენტრესი კი სიკვდილის პირისპირ დატოვეს.[131]
დევარონის ხოცვა-ლეტის[132] შემდეგ სკაიუოკერი და კენობი დათომირზე ჩავიდნენ, ვინაიდან საბჭომ იხილა ჰოლოჩანაწერი, რომელზეც ჩანდა, რომ დათომირელი მონაწილეობდა დევარონზე თავდასხმაში. დათომირზე ჩასულები, ისინი მოხვდნენ სოფელში, სადაც თავს ღამის ძმები დაეხსნენ. სკაიუოკერმა მათი წინამძღოლი დაიჭირა და ზაბრაკმა უამბო, რომ ღამის დამ ერთ-ერთი მათგანი საკუთარ ბუნაგში წაიყვანა. ჯედაები ღამის დებთან წავიდნენ, სადაც დედა ტელზინი დაჰკითხეს. მან უამბო სავაჟ ოპრესისა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ჯედაები ტოიდარიაზე ჩავიდნენ, სადაც ოპრესი შეხვდათ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი შეჩერება და ზაბრაკმა მეფე კატუუნკო მოკლა. მეფის ხომალდის გამოყენებით (ვინაიდან მათი განადგურდა) სკაიუოკერმა და კენობიმ სამიზნეს მიაგნეს დუკუს სეპარატისტულ ხომალდზე, თუმცა ოპრესმა ისინი უკუაქცია და ხომალდის დატოვება აიძულა.[129]
განდგომილის მოკვლა
- „მასწავლებელო, არ მინდოდა--“
„არაფერია, ანაკინ. არაფერი შეგშლია.“
„ჩემი…ნუ გეწყინება, ბიჭუნა. უბრალოდ…განთიადისკენ მიმავალი…ყველაზე მოკლე გზა იყო…“ - ―ანაკინ სკაიუოკერი, ობი-ვან კენობი და მეკედრიქსი
ოპრესთან შეხვედრის შემდეგ სკაიუოკერმა და კენობიმ ჰერდესას ბლოკადის ადგილი დატოვეს და იულარენს შეხვდნენ. ადმირალმა მათ ამცნო, რომ მეკედრიქსი გაიქცა. ამის გარდა, სადამსჯელო რაზმი, „სიკვდილის ქარი“, თავს ესხმოდა რესპუბლიკის და სეპარატისტების ავანპოსტებს. მსგავსი სახელის მქონე „სიკვდილის ქარის დერეფანმა“ ჩაუფრინა მეკედრიქსის მშობლიურ პლანეტა რუნს, რამაც მათ შორის კავშირის ვარაუდი წარმოშვა. იულარენის თქმით, „სიკვდილის ქარმა“ დაიკავა ფარული პოზიცია ანდოზე. სკაიუოკერს და კენობის „სიკვდილის ქარის“ პოვნა და, თუკი მათთან რამე კავშირი ჰქონდა, მეკედრიქსის მოკვლა დაევალათ. სკაიუოკერი თავდაპირველად ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე უარს ამბობდა, ვინაიდან, მისი აზრით, პოტენციური მოკავშირის მოკვლა ჯედაებს სეპარატისტებს დაამსგავსებდა. ანდოზე გამგზავრებამდე კენობიმ სკაიუოკერი დაარწმუნა, რომ ისინი მშვიდობიან გამოსავალს გამოიყენებდნენ. პლანეტაზე ჩასულებმა, ჭაობების გადალახვის შემდეგ, მათ მიაგნეს სატყუარებს — კლონების ჯავშანს. მათ, საბოლოოდ, იპოვეს სითების ტაძრის ნანგრევებისგან აგებული ავანპოსტი. „სიკვდილის ქარის“ წევრებმა მათ შესვლის საშუალება მისცეს, თუმცა სანაცვლოდ მახვილები გამოართვეს. იქ შესულმა ჯედაებმა დაინახეს ტახტზე მჯდარი მეკედრიქსი, რომელსაც ხელთ ხმალი ეპყრო. მეკედრიქსი ამტკიცებდა, რომ მან მსხვერპლები გადაარჩინა შეჭმარიტების ჩვენებით — რომ არსებობის მიზანი იყო მხოლოდ მოკვლა და დაღუპვა. როდესაც მან მათ უამბო, რომ ხმალი დამზადებული იყო კლონი სამხედროს ძვლებისგან, კენობი ჰკითხა, თუ რა ერქვა კლონს. მან აგრეთვე უთხრა, რომ გალაქტიკის არსებობას აზრს ანიჭებდა სიცოცხლე და რომ სიკვდილს არაფერი ესაქმებოდა იქ, სადაც იყო განთიადი, სახელი, სახლი ან მეგობარი. მეკედრიქსი კენობისკენ წაიწია, მაგრამ სკაიუოკერმა მახვილი მიიზიდა და მტერი პირდაპირ მკერდში დაჭრა. მან გამოხატა სინანული მეკედრიქსის მოკვლის გამო, მაგრამ უკანასკნელმა აღსასრულამდე უთხრა, რომ ეს განთიადისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა იყო.[133]
პირადი და ომის დროის კონფლიქტები
ბედისწერა და რჩეული
- „შენ რჩეული ხარ. ამ სამყაროს წონასწორობა მოუტანე. ასე გააგრძელე და გალაქტიკაშიც იგივეს მოახდენ. მაგრამ გულს უგდე ყური…“
- ―მამის უკანასკნელი სიტყვები ანაკინთან საუბრისას
როდესაც ჯედაების საბჭომ მიიღო 2000 წლის წინ გამოგზავნილი უბედურების სიგნალი, სკაიუოკერი და ტანო გააგზავნეს კრელითიუმნის სისტემაში, სადაც კაპიტან რექსს და საბრძოლო კრეისერს უნდა შეხვედროდნენ. მართალია, ორივე ჯგუფმა შეხვედრის ადგილამდე მიაღწია, ერთმანეთი ვერ იპოვეს. სინამდვილეში კი ჯედაების ხომალდი იდუმალ პლანეტა მორტისზე მოხვდა. იქ ჯედაებს შეხვდა იდუმალი ქმნილება, ასული, რომელმაც ანაკინს ჰკითხა, „ის ერთი“ იყო თუ არა და სამივე მამასთან მიჰყავდა, როდესაც სკაიუოკერი მათ ჩამორჩა.[57]
ანაკინმა სცადა სხვების პოვნა, მაგრამ მოხვდა მონასტერში, სადაც მამა შეხვდა. დარჩა რა მონასტერში ღამით, ხილვებში შეხვდა დედას, შმის, რომელმაც შესთავაზა საკუთარი ტკივილისა და დანაშაულის განცდის შესახებ ესაუბრა — იმაზე, რომ ანაკინი გრძნობდა, რომ ტატუინზე მისი გადარჩენის დროს დააგვიანდა და იმაზე, რომ არ იყო ღირსეული ჯედაი და დედას წინაშეც დამნაშავე იყო, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ მხოლოდ შურისძიების გრძნობა ავსებდა. მაგრამ, როგორც კი ცოლი ახსენა, რომელიც, როგორც ამბობდა, მისთვის „ყველაფერი“ იყო, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შმის სანაცვლოდ იქ იდგა ძე, რომელიც ურჩხულად იქცა და გაუჩინარდა.[57]
გაოგნებული ამ შეხვედრით, ანაკინი შეხვდა მამას, რომელმაც უამბო თავისი ოჯახის ამბავი და ჰკითხა, იყო თუ არა სკაიუოკერი რჩეული. მართალია, ანაკინისთვის ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ მითი იყო, მამამ მოუწყო გამოცდა, რათა ერთად აღმოეჩინათ, იყო თუ არა რაინდი ჯედაი ბედისწერისთვის მზად. უბრძანა რა შვილებს, მოეკლათ ტანო და კენობი, მამამ ანაკინი არჩევანის წინაშე დააყენა, მაგრამ ამის სანაცვლოდ სკაიუოკერმა ძალის მეშვეობით ჩაეჭიდა ძეს და ასულს, რომლებიც ძირს დასცა. მას შემდეგ, რაც დაამტკიცა, რომ რჩეული იყო, მამა მას დარჩენას სთხოვდა, მაგრამ სკაიუოკერმა უარი უთხრა და ტანოსთან და კენობისთან ერთად მაქოთი გაემგზავრა.[57]
მათ გამგზავრებაში ჩაერია ძე, რომელმაც ტანო გაიტაცა. სკაიუოკერი მას დაედევნა მაქოთი, რომელიც ძის საკათედროსთან დააზიანა. ავარიული დაშვების შემდეგ კენობიმ სკაიუოკერი გააფრთხილა, თუმცა ანაკინმა პადავანის ძიებისას კოშკში შეაღწია, სადაც ტანოს უკვე ბნელი მხარე აცდენდა. ასოკასთან შეტაკებისას მას შეუერთდა კენობიც, თუმცა მათ ბრძოლაში ჩაერია მამა. კენობიმ სკაიუოკერისთვის მორტისის ხანჯლის გადაცემა სცადა, მაგრამ ტანომ მას იგი წაართვა და გადასცა ძეს, რომელმაც უკვე გამოუდეგარი ტანო მოკლა. ძემ ამის შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრა საკუთარი დაც, რომელიც ჩაერია მამის გადარჩენის მიზნით. სკაიუოკერი მამას სთხოვდა ტანოს გადარჩენას. მომაკვდავმა ასულმა, ანაკინთან კავშირით, თავისი ენერგიის დარჩენილი ნაწილი გადასცა ტანოს და გააცოცხლა იგი. მამამ ურჩია, დაეტოვებინათ პლანეტა, სანამ ძე ამისთვის მათ ხომალდს თავად გამოიყენებდა.[134]
ხომალდის შეკეთების გამო ისინი პლანეტაზე შეყოვნდნენ და სკაიუოკერი, რჩევის ძიებაში, მამისკენ გაეშურა. მამა აპირებდა ძის მოკვლას, მაგრამ რაინდ ჯედაის დახმარებაზე უარი უთხრა, შესთავაზა რა, საკუთარ თავში ჩაეხედა, რათა მიეღო პასუხი კითხვაზე, თუ რა მოემოქმედებინა. ამის შემდეგ სკაიუოკერს შეხვდა კვაი-გონ ჯინის, პირველი მასწავლებლის ძალის აჩრდილი. მართალია, სკაიუოკერმა დახმარება სთხოვა, ჯინმა ურჩია, წვრთნებზე ეფიქრა და ინსტინქტებისთვის თავი ენდო, ხოლო საკუთარ პრობლემასთან პირისპირ შესახვედრა ბნელი მხარის ჭაში შესულიყო. იქ ძემ სკაიუოკერი დაუპირისპირა საკუთარ მომავალს, რომელშიც იგი ბნელმა მხარემ შთანთქა. შეშინებული სკაიუოკერი ენდო ძეს, რომელიც ჰპირდებოდა, რომ ასეთ ბედს ააცილებდა. მოგვიანებით ანაკინი კენობიმ იპოვა, მაგრამ სკაიუოკერმა იგი ჭასთან დატოვა, უთხრა რა, რომ სიმართლე იხილა და სწორედ ჯედაები წარმოშობდნენ მშვიდობის წინაღობას.[30]
სკაიუოკერი ხომალდთან დაბრუნდა, მაგრამ მისმა პადავანმა ხომალდი მწყობრიდან გამოიყვანა და კენობის საძიებლად გაემგზავრა, ხოლო ძე ამასობაში ხანჯლის მოსაპარად წავიდა. სანამ სკაიუოკერი მას ელოდა, მას მამა ეწვია. მისი თქმით, ძემ დროის წესები დაარღვია. მან ანაკინის მომავლის ხილვების მოგონებები გააქრო და ჯედაი მონასტერში გადაიყვანა. სკაიუოკერი გონს მოვიდა. მასთან იმყოფებოდნენ მამა, კენობი და ტანო, მოგვიანებით კი, ხანჯლით, ძე გამოჩნდა. ამ დაპირისპირების დასასრულს მამამ თავი მოიკლა ძის სამართებლით, ხოლო ანაკინმა ძე — სინათლის მახვილით. აღსასრულის წინ მამამ ანაკინი გააფრთხილა, საკუთარ გრძნობებთან ფრთხილად ყოფილიყო, ვინაიდან ისინი მის დაცემას გამოიწვევდნენ. მან აგრეთვე აღნიშნა[30], რომ ანაკინმა ძალაში წონასწორობა შეიტანა[6] ძალის მფლობელთა დაღუპვით და მას გალაქტიკისთვის იგივეს მოპოვების საშუალებაც ეძლეოდა.[30]
მამის აღსასრულის შემდეგ სამივე ჯედაი დაბრუნდა გალაქტიკაში, სადაც რექსს უნდა შეხვედროდნენ. გაოგნებულნი იმით, რომ მხოლოდ რამდენიმე წამით გაქრნენ, ისინი ვარსკვლავურ ნაღმოსანზე დაბრუნდნენ.[30] მოგვიანებით მათ ამ შემთხვევის შესახებ საბჭოს უამბეს. იოდას სკაიუოკერმა უთხრა ჯინთან შეხვედრის შესახებ. მართალია, ანაკინი არ იყო დარწმუნებული, ყველას მიაჩნდა, რომ ეს იყო მხოლოდ ძველი მასწავლებლის ილუზია.[135] სინამდვილეში ეს ნამდვილად ჯინის სული იყო.[136]
ციტადელი
- „არც ვიცი, რა ვიფიქრო ჩვენს ახალ მოკავშირეზე.“
„მე ვფიქრობ, ასეთი ხალხი გამოგვადგება. ეს ომია. თუკი გამარჯვებისთვის ყველაფერს არ გავიღებთ, დავკარგავთ ყველაფერს, რასაც ვიცავთ.“ - ―ობი-ვან კენობი და ანაკინ სკაიუოკერი უილფაფ ტარკინის შესახებ
სეპარატისტების მიერ ჯედაების საბჭოს წევრ ივენ პიელის (რომელიც ფლობდა ინფორმაციას დამაკავშირებელი გზის შესახებ) დაჭერის შემდეგ სკაიუოკერს და კენობის ესაუბრა ოსტატი პლო კუნი. ისინი, რექსთან, კოდისთან, ექოსთან და ფაივსთან ერთად, გააგზავნეს ლოლა-საიუზე ციტადელში შესაღწევად და პიელის დასახსნელად. არ სურდა რა, რომ ტანოს ასეთი მისიის დროს სიცოცხლით გაერიკა, ანაკინმა მას დარჩენა სთხოვა, თავად კი შეიმუშავა ციხეში არსებული სიცოცხლის ფორმების სკანირების მოტყუების გეგმა: მიშია მონაწილეები კარბონიტში გაყინეს და ისინი ციტადელში გადაიყვანა R2-D2-მა და დაპროგრამებაშეცვლილმა დროიდების ესკადრილიამ.[138]
პლანეტაზე დაშვებისა და კარბონიტის გადნობის შემდეგ სკაიუოკერმა მისიაში მონაწილეებს შორის ტანოც შეამჩნია, რომელმაც ბრძანებების ავლის გზით მათთან ერთად ციტადელამდე მიაღწია. იძულებული იყო რა, წაეყვანა იგი თან, რაზმმა მიაღწია ნაგებობამდე, ხომალდი კი ასტრომექანიკოსს დაუტოვა. ციტადელში შესასვლელამდე აძრომის შემდეგ ტანომ გამორთო სხივური ფარი და შენობაში ყველა მოხვდა, გარდა ჩარჯერისა, რომელიც დაიღუპა. ციხის პერსონალმა, ოსი სობეკის მეთაურობით, მათი გამოჩენის შესახებ შეიტყო. შენობაში მათ დაკარგეს ლონგშოტი, მაგრამ საბოლოოდ მიაგნეს პიელსა, რომელმაც მისი ოფიცრების გადარჩენა სთხოვა.[138]
მიუხედავად ციხესიმაგრეში დაგებული უამრავი მახისა, რაზმმა გადაარჩინა ოფიცრები და მიაგნო დამაკავშირებელი გზის კოორდინატების კიდევ ერთი მცოდნე, კაპიტანი უილჰაფ ტარკინი. ამის შემდეგ მათი რაზმი ორად გაიყო — კენობის ნაწილმა დივერსია მოაწყო, ხოლო სკაიუოკერმა სხვები ციტადელიდან გაიყვანა. ტარკინთან ერთად სკაიუოკერი და სხვები გაიქცნენ ციხის ქვეშ მდებარე გამოქვაბულების სისტემით. ტარკინი ჯედაების გეგმის შესახებ საკუთარ სკეპტიკურ აზრს გამოხატავდა, რაზეც ანაკინმა მიუგო, რომ თავად ენდობოდა მათ, ვისაც მადლიერების განცდა ჰქონდათ.[138] თუმცა, მათ საერთო მოსაზრებები აღმოაჩნდათ ჯედაების კოდექსის თაობაზე, რომელიც, მათი აზრით, აკავებდა ჯედაებს და არ აძლევდა მიმდინარე ომში გამარჯვების საშუალებას[139]. ამან ტარკინის მხრიდან სკაიუოკერისადმი ნდობა გაზარდა.[130]
საწვავის განყოფილების გავლით დროიდებთან შესახვედრად მიმავალ რაზმს თავს დაესხნენ მტრის დროიდები. ანაკინი და სხვები კენობის შეუერთდნენ აყვანის წერტილში, სადაც მაქო კარგად იყო დაცული. შეტაკების დროს ექომ მაქოს დაცვა სცადა, მაგრამ ხომალდი ააფეთქეს და სამხედრო შემდგომში დაღუპულად ითვლებოდა. გამოქვაბულებში სკაიუოკერი და კენობი საბჭოს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გაქცევა ესაჭიეროებოდათ. კუნი მათ წასაყვანად გაემგზავრა.[139] შეხვედრის ადგილის შესათანხმებლად ისინი საბჭოს განმეორებით დაუკავშირდნენ. დანიშნულების წერტილისკენ გადაადგილებისას მათ სობეკმა ანუბები დაადევნა. არსებებმა შეიწირეს პიელი, რომელმაც აუცილებელი ინფორმაცია საბოლოოდ ტანოს გადასცა და რაზმმა მის ხსოვნას პატივი მიაგო. აყვანის წერტილში ისინი დროულად მოხვდნენ და პლო კუნის მაქოთი გაიქცნენ, ხოლო სესი ტიინის ფლოტის ბრძოლაში ჩართვამ მათ კორუსანტზე დაბრუნების საშუალება მისცა.[137]
დაკარგული პადავანი
- „როცა იქ ვიყავი, მარტო, მხოლოდ შენი წვრთნები და გაკვეთილები მახსოვდა. და შენი დახმარებით გადავრჩი. და არა მხოლოდ — მე სხვებსაც დავეხმარე გადარჩენაში.“
„არ ვიცი, რა გითხრა.“
„მე ვიცი. გმადლობ, მასწავლებელო.“
„არაფრის, პადავანო.“ - ―ასოკა ტანოს და ანაკინ სკაიუოკერის საუბრიდან
სკაიუოკერი, ტანო და 501-ე ძალები ფელუციაზე პლო კუნთან და კლონებთან ერთად მონაწილეობდნენ სეპარატისტების ავანპოსტის აღებაში. სამ ჯგუფად დაყოფილებიდან სკაიუოკერის და რექსის რაზმმა შეუტია მთავარ კარიბჭეს და გაანადგურა ტაქტიკური დროიდი TZ-33 და ავანპოსტი კუნის და ტანოს რაზმებთან ერთად დაიკავა.[141]
თუმცა, შემდეგ ანაკინმა შეამჩნია, რომ ტანო ბრძოლის დროს გაუჩინარდა და პერიმეტრის შემოწმება ბრძანა. მან რამდენიმეჯერ დააზვერინა ავანპოსტი, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ კუნმა შეატყობინა, რომ გარე რგოლში ყველა ძალას ამცნო ამის შესახებ და დაარწმუნა იგი, რომ ასოკას საბოლოოდ მიაგნებდნენ, თუმცა აგრეთვე განუმარტა, რომ ფელუციაზე მათი მისია დასრულდა და აუცილებელი იყო კორუსანტზე დაბრუნება. მაგრამ სკაიუოკერმა პლანეტის დატოვებაზე უარი თქვა. კუნმა აღნიშნა, რომ ემოციები მის გონებას უბურავდნენ. სკაიუოკერმა უპასუხა, რომ ასოკას ბედს სხვების გადასაწყვეტად არ დატოვებდა. კუნმა გაიმეორა, რომ აუცილებელი იყო პლანეტიდან წასვლა. სკაიუოკერი დაემორჩილა და სხვებსაც პლანეტის დატოვება უბრძანა.[141]
ტაძარში სკაიუოკერი ათვალიერებდა ვარსკვლავების სიებს. კუნმა უთხრა, რომ აუცილებელი იყო, ტანოს შესაძლებლობების ნდობა ჰქონოდა.[141] ვასსკაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ სკაიუოკერის მიერ პადავანის ძიება დასრულდა, როდესაც ტანო „ორეოლით“ ტაძარში გამოჩნდა, მოკავშირე ვუკიებთან და ნორჩ პადავანებთან, ო-მერთან და ჯინქსთან ერთად. როგორც კი დაინახა, სკაიუოკერმა პატიება ითხოვა ყოველივე მომხდარის გამო, მიაჩნდა რა, რომ თავად იყო დამნაშავე, რომ ვერ დაიცვა პადავანი. თუმცა, ტანომ დაარწმუნა, რომ მის მიერ მოცემული ცოდნით მან გადარჩენა შეძლო და მადლობა გადაუხადა ამისთვის. ოსტატი იოდა აკვირდებოდა, თუ როგორ გამოხატეს მათ ერთმანეთისადმი პატივისცემა თავების სიმბოლურად დახრით.[140]
ჰორეინის ბრძოლა
- „შეჩერდით! გენერალ კენობია. და, როგორც ჩანს, ახალი მეგობარი ჰყავს.“
- ―ანაკინ სკაიუოკერი
მოგვიანებით სკაიუოკერი კენობისთან და რექსთან ერთად მონაწილეობდა ჰორეინის ბრძოლა. მას დაუკავშირდა რექსი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. ანაკინი ამ დროს დაკავებული იყო სვავ დროიდებთან ბრძოლით. მოგვიანებით იგი შეუერთდა კენობის და რექსს, რომლებიც შეიჭრნენ გამოუდეგარი ბეტებით დატვირთულ AAT-ზე.[142]
შეტაკება რეტაზე
რეტაზე სკაიუოკერი იოდასთან ერთად თავს დაესხა B1 დროიდებს. ანაკინს მოგვიანებით თავს დაესხა სეგრედო კრიდა, რომელმაც ჯედაების დაფრთხობა სცადა. მოგვიანებით იგი მათდამი მეგობრულად განეწყო, ვინაიდან იოდას დიდი ხნის მეგობარი აღმოჩნდა. ანაკინმა მისი ჯაშუშას გამოყენება სცადა, მაგრამ სეგრედომ ისინი დატოვა და საბრძოლო დროიდებმა მას და იოდას შეუტიეს. იოდასგან ცალკე მყოფი სკაიუოკერი ოსტატ ჯედაის და კრიდას კვლავ შეხვდა. კრიდამ განმარტა, რომ კლონების ომებისგან დევნილებს იცავდა. ერთ-ერთი დევნილის ქუდით სკაიუოკერმა გენერალ ფლებეკის ყურადღება მიიქცია, არწმუნებდა რა, რომ იგი მფლობელს უხილავად აქცევდა, ხოლო იოდამ ამასობაში B1 გაანადგურა. ფლებეკი ფიქრობდა, რომ ეს უბრალო ხრიკი იყო და ხომალდზე დაბრუნდა. იოდამ ანაკინს საბოლოოდ უთხრა, რომ მეის უინდუსთან მოხსენებისას იტყოდამ, რომ რეტაზე მათთვის საინტერესო არაფერი იყო.[143]
მონ-კალას ბრძოლა
- „მორჩა. მე მგონია, მომბეზრდა.“
[სკაიუოკერს ელექტრომუხტით ურტყამენ]
„სჯობს, ნაკლები ილაპარაკო.“ - ―ანაკინ სკაიუოკერის და კიტ ფისტოს საუბრიდან
მონ-კალას მეფე კოლინას და მონ-კალამარებისა და კუორენების მორიგი დაპირისპირების შემდეგ სკაიუოკერი და ამიდალას, როგორც რესპუბლიკის წარმომადგენლები, პლანეტაზე ჩავიდნენ მონ-კალამარების გვარდიის კაპიტან და პრინც ლი-ჩარის დამცველ ჯიალ აკბარის თანხლებით. მონ-კალაზე აგრეთვე ჩავიდა რიფ ტემსონი, სეპარატისტების ელჩი. მართალია, ანაკინმა და პადმემ სცადეს მათ შორის მოლაპარაკებების გამართვა, კუორენებმა, უკმაყოფილოებმა მონ-კალამარების მმართველობით, საბჭო დატოვეს. ამიდალა, სკაიუოკერი და აკბარი დაუკავშირდნენ იოდას და უინდუს, რომლებმაც კიტ ფისტო, ტანო და კლონი სამხედროები გამოაგზავნეს.[145]
ამასობაში, სეპარატისტების აკვადროიდების მონაწილეობით კუორენების თავდასხმისას სკაიუოკერი და ამიდალა თან ახლდნენ ლი-ჩარს, რომელსაც აკბარი იცავდა. ანაკინი კუორენებს ებრძოდა, მაგრამ შემდეგ პადმემ სენატორ მინა ტილსის დახმარება სთხოვა. ტანომ პრინცი დაიცვა და ტემსონისგან იხსნა. სეპარატისტების/კუორენების მხრიდან პირველი დარტყმის შემდეგ სკაიუოკერი დაუბრუნდა სხვებს. მეორე შეტაკებისას მოწინააღმდეგე ძალებმა გამოიყენეს ჰიდროიდული მედუზები, რომლებიც რესპუბლიკის-მონ-კალამარების ჯარის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა. გამოქვაბულებში იძულებით დაბრუნებულებმა სცადეს გადაჯგუფება და შემდგომი მოქმედებების გათვლა. თავდაპირველად ისინი აპირებდნენ წყლის ზედაპირზე ასვლას, მაგრამ უკან დაბრუნდნენ, ვინაიდან მათი ფრეგატი განადგურდა და მათ მტრის ძალებმა შეუტიეს.[146]
ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ. პირველში შედიოდნენ ანაკინი, პადმე, აკბარი და ტილსი, ხოლო მეორეში — პრინცი, ფისტო, ტანო და ორი სამხედრო. რესპუბლიკის დამატებითი ძალების მოლოდინში სკაიუოკერი და მისი რაზმი შევიდნენ მონ-კალამარების ცენტრალურ პლანეტარულ სკანირების შენობაში, სადაც რაინდმა ჯედაიმ მთლიანი შენობა ძალის მეშვეობით ჩამოამხო. პლანეტარული დაცვის სისტემამ ამით რესპუბლიკის მიერ გამოგზავნილი ძალების აღმოჩენის ფუნქცია დაკარგა. ჯედაების უზენაესი საბჭოს დავალებით კი პლანეტაზე ჩავიდნენ განგანთა დიადი ჯარი და წარმომადგენელი ბინკსი. თუმცა, ტემსონმა „სამკბილას“ კლასის სადესანტო ხომალდით წარმოშვა მორევები, რამაც რესპუბლიკის-განგანების ძალები მიმოაბნია. მართალია, სკაიუოკერმა მათგან ერთ-ერთი გაანადგურა, ტანოს და ლი-ჩარის გარდა ყველა დაიჭირეს.[146]
რიფ ტემსონის დავალებით სკაიუოკერი და ფისტო ელექტრო-გველთევზებიან გალიებში შეამწყვდიეს, ხოლო ამიდალა და ბინკსი — შემაკავებელ ავზებში. ტემსონმა დაიწყო ჯედაების ლი-ჩარის ადგილსამყოფელის შესახებ დაკითხვა. ამ დაკითხვისას მან დაშინების მიზნით ამიდალას ჩაფხუტში ნახვრეტი დატოვა და ჩაფხუტი წყლით ივსებოდა. ტემსონი გაემგზავრა პრინცის ადგილსამყოფელისკენ, ამასობაში კი სკაიუოკერმა და ფისტომ ძალის მეშვეობით ჩაფხუტიდან წყალი ამოიღეს, ხოლო ბინკსმა წებოვანი ნერწყვით ნახვრეტი ამოავსო. ოთხივე მოგვიანებით გადაიყვანეს იქ, სადაც ლი-ჩარი სიკვდილით უნდა დაესაჯათ. უკანასკნელ წამებში ნოსორ რაიმ, კუორენთა წინამძღოლმა, სეპარატისტებს სხვა კუორენებთან ერთად უღალატა. ტემსონი შემდგომი ბრძოლისას დაიღუპა, პრინცი გადარჩა, ხოლო მონ-კალას ერებმა გაიმარჯვეს. მოგვიანებით მონ-კალამარებიც და კუორენებიც ესწრებოდნენ აღიარებული მონარქის, ლი-ჩარის გვირგვინის დადგმა.[144]
ნაბუ
უმბარას ბრძოლა
- „ყველაფერი ჩემმა ბატალიონმა უნდა აკეთოს?“
„მოხალისე ყოველთვის შენ ხარ.“ - ―ანაკინ სკაიუოკერი და ობი-ვან კენობი
უმბარას კამპანიის დროს სკაიუოკერი და კენობი გეგმავდნენ კონფედერაციის და ადგილობრივი მილიციის მიერ დაცულ ადგილობრივ დედაქალაქზე თავდასხმის სტრატეგიას. რექსთან და ფაივსთან ერთად ანაკინი ემზადებოდა კენობის ძალებზე იერიშის მიმტანი უმბარანების მოგიერიებისთვის. ამაში მისთვის დახმარება უნდა გაეწიათ ოსტატ ჯედაებს, სესი ტიინს და პონგ კრელს. დაგეგმილი იყო, რომ ისინი კენობის სამხრეთიდან შეუერთდებოდნენ, ხოლო ანაკინი და 501-ე ლეგიონი ჩრდილოეთიდან იმოძრავებდნენ.[62]
ბრძოლის დროს სკაიუოკერი და ბატალიონი გადავიდნენ ტრანსპორტის დასაშვებ ადგილზე, მოგვიანებით კი ქედზე. როდესაც ისინი ელოდებოდნენ ბატალიონის სხვა წევრების გამოჩენას და ობი-ვანისკენ გადაადგილებას, დოგმამ მათ ამცნო, რომ შეტყობინებები ყველა ოცეულისგან მიიღო და სკაიუოკერმა შესვენების საშუალება მისცა. დოგმა, მისივე თქმით, მზად იყო შემდგომი მოქმედებებისთვის, მაგრამ რექსმა განუმარტა, რომ ეს კონკრეტული ბრძანება იყო. დოგმა დაემორჩილა. რექსის აზრით, სამხედრო იყო „ჯიუტი, მაგრამ ერთგული“, რაზეც სკაიუოკერმა მიუგო, რომ ამით იგი თავად რექსს აგონებდა. თუმცა, რექსი არ დაეთანხმა და თქვა, რომ ასეთი მხოლოდ ადრეულ წლებში იყო.[62]
მოგვიანებით უმბარანები თავს დაესხნენ სკაიუოკერს და მის სამხედროებს, მაგრამ ოსტატ კრელის და ოდბოლის გამოჩენამ ისინი გადაარჩინა. კრელმა სკაიუოკერს დამაბნეველი რამ ამცნო: საბჭომ სკაიუოკერს კორუსანტზე უმალვე დაბრუნება უბრძანა, რაც თავად უზენაეს კანცლერ პალპატინის მოთხოვნა იყო, თუმცა — უცნობი მიზეზით. მართალია, შუა ბრძოლისას სამხედროთა დატოვების სურვილი არ ჰქონია, სკაიუოკერი იძულებული იყო, გადაეცა სამხედროები ოსტატ კრელისთვის და კორუსანტზე დაბრუნებულიყო.[62] კრელმა სცადა რესპუბლიკის ძალების, 501-ის და 212-ე ბატალიონის დაპისპირება, თუმცა კენობიმ აიღო დედაქალაქი და უმბარანები შეასუსტა, დაიკავა რა პლანეტის ყველა სექტორი.[147]
კიროსი
- „ზაიგერიელო ნაძირალა! ამ მონათვაჭარს მივხედავ…“
- ―ანაკინ სკაიუოკერი დარტს დ'ნარზე
იოდას მიერ კიროსის კოლონისტებთან საუბრიდან ათი ბრუნვის შემდეგ სკაიუოკერი, ტანო, რექსი, კოდი და კენობი გაემგზავრნენ პლანეტის სეპარატისტული ძალებისგან გასათავისუფლებლად. დაშვების შემდეგ, შეამჩნიეს რა, რომ კოლონისტები ქალაქიდან გაუჩინარდნენ, მათ გამოიყენეს მეკმ-სპიდერები, შევარდნენ ქალაქში და ალყა შემოარტყეს გუბერნატორის კოშკს, რომელიც სეპარატისტულ შტაბად გამოიყენებოდა. მტრის ძალების მეთაურმა, დარტს დ'ნარმა, კენობის მოლაპარაკებები შესთავაზა. სკაიუოკერმა კოდის ჰოლოპროექტორი გამოართვა და დ'ნარს „ზაიგერიელი ნაძირალა“ უწოდა. მართალია, მას მონათვაჭართან გამკლავება თავად სურდა, კენობიმ მოლაპარაკებების პარალელურად კოლონისტების ადგილსამყოფელის დადგენა სთხოვა. სანამ ანაკინი დაუკავშირდა ადმირალ იულარენს, რომელსაც მონების საპოვნელად პლანეტარული ბიოსკანირება სთხოვა, კენობიმ ტანოს განუმარტა მისი მოქმედებების საბაბი და ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ თანაუგრძნობდა სკაიუოკერი — თავად ყოფილი მონა — ადგილობრივებს.[148]
დაადგინეს რა კენობის მოლაპარაკეკებისას, რომ დ'ნარმა ქალაქში ყუმბარები განათავსა, სკაიუოკერმა და ტანომ მათი გაუვნებლება წამოიწყეს. მიუხედავად სნაიპერი დროიდების გამოჩენისა, მათ ყუმბარები დროულად გაანადგურეს და კენობის ამცნეს, რომ დ'ნარი „ტეკორათი“ გაიქცა. მათ შეძლეს ხომალდზე მოხვედრა, სადაც დ'ნარმა მათ წინააღმდეგ ბლიქსუსი გამოიყენა, თუმცა, ანაკინმა არსება ხომალდიდან მოისროლა, ხოლო ტანომ ზაიგერიელი პილოტის კაბინაში გამოიჭირა. სკაიუოკერი, შემზარავი მოწადინებით — რაც ტანოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა — ზაიგერიელს დაემუქრა და მოსთხოვა კოლონისტების ადგილსამყოფელის დასახელება. თუმცა, მიუხედავად ანაკინის უხეში მეთოდისა, დ'ნარმა საბოლოოდ თქვა, რომ მათი დედოფლის მიერ დაგეგმილი იყო მონათა სამეფო აუქციონი.[148]
ზაიგერია
- „ყველაზე ცნობისმოყვარე ჯედაი, რომელიც უფრო მეტად ფიქრობს მეგობრებზე, ვიდრე მისიაზე. გმირი. გენერალი. ახლა კი — ჩემი მსახური.“
- ―მირაჟ სინტელი
სკაიუოკერი, კენობი, იულარენი და ტანო საბჭოს უამბობდნენ, თუ რა დაადგინეს. მათ დაევალათ კოლონისტების პოვნა[148] „ტეკორათი“, გადაცმული ზაიგერიელებად, ისინი ჩავიდნენ ზაიგერიის დედაქალაქში და ორ ჯგუფად დაიყვნენ — კენობი და რექსი კოლონისტებს ეძებდნენ, ხოლო სკაიუოკერი და ტანო — დედოფალ მირაჟ სინტელს. სკაიუოკერმა განასახიერა „ლარს კუელი“, დედოფალს ამცნო ბრუნო დენტურის დაღუპვის შესახებ და საჩუქრად ტანო გადასცა. სინტელის ნდობა მან მალევე დაიმსახურა და დედოფალმა „ლარსი“ მიიწვია მონათა აუქციონზე, სადაც სკაიუოკერს უნდა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად მონათვაჭარი იყო და კენობი ეწამებინა[149]
თუმცა, სანაცვლოდ, ანაკინმა გაათავისუფლა კენობი (R2-D2-ის მეშვეობით, რომელმაც სინათლის მახვილები ესროლა) და გაქცევა სცადა. მათ აგრეთვე ეხმარებოდნენ რექსი და ტანო (რომელიც ამასობაში დედოფალს დაუპირისპირდა). მიუხედავად ამ მცდელობისა, ზაიგერიელებმა ეს მცირე ჯგუფი შეაკავეს. მაგრამ, მან შეამჩნია, რაოდენ მოწადინებული იყო ანაკინი — მის შეკავებას ხუთი ელექტროშოლტი დასჭირდა. დუკუ და ნახევარი სამეფოს წარმომადგენლები მოითხოვდნენ ანაკინის სიკვდილით დასჯას, თუმცა სინტელმა იგი თავის ოთახში გადაიყვანა. გონს მოსულმა ანაკინმა მას ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდნენ მისი მეგობრები და დედოფალზე ძალა გამოიყენა. სინტელმა გააფრთხილა, რომ მეგობრები დაიღუპებოდნენ, თუ ჯედაი მას არ დაემორჩილებოდა და ანაკინი იძულებული იყო, შეესრულებინა მისი პირადი მცველისა და თანხლების მოვალეობა. დროთა განმავლობაში დედოფალს მის მიმართ თბილი დამოკიდებულება და სიმპათიები გაუჩნდა.[149]
რამდენიმე დღის შემდეგ ზაიგერიაზე დუკუ გამოჩნდა და სკაიუოკერმა მირაჟს უთხრა, რომ ისიც მონა იყო, ოღონდ — გრაფის. დედოფალი მაინც თბილად შეეგება სით ლორდს. R2-D2-ის დახმარებით სკაიუოკერი გაექცა დაცვას და გალიაში გამომწყვდეული ტანო გაათავისუფლა. სანამ ასოკა ხომალდს ამზადებდა, ანაკინი სინტელს მიუბრუნდა და მოსთხოვა, ეთქვა კენობის და რექსის ადგილსამყოფელის შესახებ. თუმცა, მას თავს დაესხა ატაი მოლეკი (რომელმაც სინტელს უღალატა) და მოგვიანებით — დუკუ, რომელმაც დედოფალი სიკვდილის პირას მიიყვანა და დაცვის წევრთა წინაშე ყველაფერი სკაიუოკერს დააბრალა. ანაკინმას სიკვდილის პირას მყოფი სინტელი „ტეკორათი“ წაიყვანა. ხომალდზე დედოფალმა მას საბოლოოდ უთხრა, რომ კენობი კადავოს სისტემაში ჰყავდათ და, სიკვდილამდე წამებით ადრე აღიარა, რომ თავადაც იქცა მონად.[150]
დაუკავშირდნენ რა პლო კუნს და სთხოვეს დამატებითი ძალების გაგზავნა, სკაიუოკერი და ტანო კადავოზე ჩავიდნენ და მონების მოსამზადებელ ნაგებობაში შეაღწიეს. ბრძოლისას ანაკინმა მწყობრიდან გამოიყვანა ქვემეხებიანი კოშკურები. ტანომ ამასობაში მეთვალყურე აგრუსის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ტოგრუტები გაათავისუფლა და ადმირალ ბარტონ კობერნის „არკვიტენსის“ კლასის მსუბუქი კრეისერი „სამართლიანობის ხელი“ შენობის ქვეშ დააყენა. რექსთან და კენობისთან ერთად სკაიუოკერმა მოასწრო შენობის ევაკუაცია. მას შემდეგ, რაც პლო კუნის ფლოტმა შენობა გაანადგურა, ანაკინი და სხვები მას შეუერთდნენ.[150]
პალპატინის გატაცება
- „სკაიუოკერ, ძლევამოსილი ჯედაი ხარ, მაგრამ განუჭვრეტელი და სახიფათო შეიძლება იყო, როგორც მეგობრებისთვის, ასევე მტრებისთვის. ობი-ვანისთვის დამოკიდებულია ყველაფერი შენს მოთმენაზე.“
- ―იოდას საუბარი ანაკინთან
კორუსანტზე, დაიჭირეს რა მორალო ივალი, უზენაესი კანცლერ პალპატინის გატაცების გეგმის სავარაუდო თანამონაწილე, სკაიუოკერმა, ტანომ და კენობიმ უზენაესი საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე მისვლის მითითება მიიღეს. სანამ ქუჩაში იმყოფებოდნენ, მათ უცნობმა სნაიპერმა ცეცხლი გაუხსნა და ისინი მას დაედევნენ. სნაიპერმა მოასწრო კენობის მისამართით გასროლა და სპიდერით გაქცევა. ანაკინი ტანოს მიუახლოვდა, რომელიც „მოკლულ“ კენობის დასტიროდა. პირქუში და დაღონებული სკაიუოკერი ხმას არ იღებდა. მას შემდეგ, რაც კენობი დაკრძალეს, მან გადაწყვიტა მისი მკვლელის, რაკო ჰარდინის პოვნა და ამისთვის ბარ „ტრუპინგში“ მივიდა. მართალია, თავად მისი მოკვლა სწადდა, ჰარდინი გადაიყვანა რესპუბლიკის სადამსჯელო ცენტრში.[113]
შეიტყო რა, რომ ჰარდინი