ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 
ამ სტატიაში აღწერილია რჩეული. იხილეთ აგრეთვე სხვა ანაკინები, მისი კლონი ან ამავე სახელის მქონე ახალი გალაქტიკური იმპერიის წარმომადგენელი.
Blue-question-mark

ვარსკვლავური ომების ლეგენდებთან დაკავშირებული ეს სტატია შეიცავს ინფორმაციას, რომელზეც გავლენას ახდენს პროექტი კლონების ომები.

ლეგენდების კლონების ომების ახალი ქრონოლოგია Lucasfilm-ს არ ეკუთვნის.

შენ რჩეული იყავი! ამბობდნენ, რომ სითებს გაანადგურებდი, კი არ შეუერთდებოდი მათ! ძალაში წონასწორობას შეიტანდი და არა წყვდიადში მოაქცევდი!
―ობი-ვან კენობი მიმართავს დართ ვეიდერს — (აუდიო) მოსმენა (ინფორმაცია ფაილზე)[10]

ანაკინ სკაიუოკერი იყო ძალისადმი მგრძნობიარე მამაკაცი, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკის დროს მსახურობდა როგორც რაინდი ჯედაი, ხოლო მოგვიანებით, გალაქტიკური იმპერიის დროს — როგორც სითი ლორდი დართ ვეიდერი. დაბადებული მონა შმი სკაიუოკერი ლარსის ოჯახში (41.9 იბ), იგი ჩაისახა მიდიქლორიანებით, სიმბიოტი ორგანიზმებით, რომლებიც მფლობელს აძლევდნენ ძალის გამოყენების საშუალებას. ის და დედა, როგორც მონები, უდაბურ პლანეტა ტატუინზე ჩაიყვანა ჰატმა გარდულამ. მოგვიანებით მათი მფლობელი გახდა ტოიდარიელი უოტო. ბავშვობაში სკაიუოკერი ავლენდა პილოტირების გამორჩეულ უნარებს და სახელი გაითქვა იმით, რომ თავის ასაკში შეეძლო ყველაფრის აწყობა თუ შეკეტება. იავინის ბრძოლამდე 32 წელს მან გაიცნო ჯედაი კვაი-გონ ჯინი და პადმე ამიდალა, რომლებსაც დაეხმარა კოსმოსური ხომალდის სასურველი ნაწილების მოპოვებაში, მოიგო რა ბუნტა ივის პოდრბოლა — რითაც აგრეთვე მოიგო საკუთარი თავისუფლება.

მართალია, დედის დატოვება არ სურდა, სკაიუოკერი მაინც გაჰყვა ჯინს და მის ჯგუფს რესპუბლიკის დედაქალაქ კორუსანტზე და ამიდალას მშობლიური პლანეტის სავაჭრო ფედერაციის ჯარებისგან გათავისუფლებისას მონაწილეობდა ნაბუს ბრძოლაში. მართალია, ჯინი ბრძოლისას დაიღუპა, მიმა მოწაფემ, ობი-ვან კენობიმ, კვაი-გონის სურვილი შეასრულა და სკაიუოკერი პადავანად აიყვანა. ჯედაების საბჭოს წევრთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ სწორედ ანაკინი იყო რჩეული, ნახსენები ჯედაების წინასწარმეტყველებაში — ის, ვინც ძალაში წონასწორობას დააბრუნებდა და სითების ორდენს გაანადგურებდა. როდესაც პადავანს ათი წელი შეუსრულდა, მას და კენობის, სანამ სკაიუოკერი ემზადებოდა ერთ დღეს ჯედაის წოდების მისაღებად, თავს მრავალი თავდასავალი გადაჰხდათ, მაგრამ, როდესაც იავინის ბრძოლამდე 22 წელს სეპარატისტულმა კრიზისმა კინაღამ გახლიჩა რესპუბლიკა, ანაკინი კვლავ შეხვდა ამიდალას, რომელსაც ლიკვიდატორებისგან დაცვა დასჭირდა. ამ პერიოდში ისინი ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ, თუმცა ჯეონოსისის ბრძოლისას და კლონების ომების დროს (რაც რესპუბლიკის დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასთან კონფლიქტიდან წარმოიშვა) ისინი, ძალაუნებურად, ყოველივეს მონაწილენი გახდნენ. ჯეონოსისზე ბრძოლისას ანაკინმა მაჯა დაკარგა, თუმცა კიბერნეტიკული შემცვლელი მიიღო და ის და ამიდალა ბრძოლიდან რამდენიმე დღეში საიდუმლოდ დაქორწინდნენ, ჯედაების კოდექსით განსაზღვრული რომანტიკული კავშირის შეზღუდვის მიუხედავად

კლონების ომების დროს, რომელიც შემდგომ სამ წელიწადს გაგრძელდა, სკაიუოკერს მიენიჭა რაინდი ჯედაის რანგი და მას ყველა „უშიშარ გმირს“ უწოდებდა. ტოგრუტა ასოკა ტანოს შეგირდად აყვანის შემდეგ სკაიუოკერი, სხვა ჯედაებთან ერთად, მრავალ ბრძოლაში მონაწილეობდა, ხოლო უზენაეს კანცლერ პალპატინთან მეგობრობამ ჯედაების ორდენის შიში ომის დროს პალპატინის ძალაუფლების სწრაფი ზრდის შესახებ კიდევ უფრო გამძაფრდა. კლონების ომების დროს სიბრაზემ და დანაკარგის შეგრძნებამ ანაკინი ძალის ბნელი მხარესთან დააახლოვეს, ხოლო იავინის ბრძოლამდე 19 წელს ხილვებმა, რომლებშიც იგი ხედავდა პადმეს მშობიარობისას დაღუპვას, აიძულეს, ცოლის გადასარჩენად ნებისმიერი გზა გამოეყენებინა. პალპატინმა, რომელიც სინამდვილეში იყო სითი ლორდი დართ სიდიუსი, იგი შეაცდინა, რათა ანაკინს ჯედაებისთვის ეღალატა და ის საკუთარ შეგირდად აიყვანა, დაჰპირდა რა, რომ ამიდალას გადაარჩენდა. ანაკინი გახდა დართ ვეიდერი, ხოლო პალპატინმა რესპუბლიკა გარდაქმნა გალაქტიკურ იმპერიად და გაანადგურა ჯედაების ორდენი.

ვეიდერი და კენობი ერთმანეთს შეეჯახნენ მუსტაფარზე, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სკაიუოკერმა ცოლზე იძალადა, ფიქრობდა რა, რომ უკანასკნელმა მას უღალატა. ბრძოლის შემდეგ ახალი სითი ლორდ დარჩა კიდურების გარეშე, გახვეული ცეცხლის ალში. შავი ფერის ჯავშნით დაცული, იცოდა რა, რომ პადმე სამუდამოდ დაკარგა, ვეიდერი გახდა იმპერატორის თანაშემწე, ეძებდა რა და კლავდა გადარჩენილ ჯედაებს, ანადგურებდა სეპარატისტულ მოძრაობებს და იმპერიის წინაშე მოვალეობებს მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა. განსაკუთრებული შესაძლებლობებით და იმპერიული ძალების უზენაესი მეთაურობით მან შეძლო ფარულად რამდენიმე შეგირდის ბნელი ჯედაის იდეოლოგიით მომზადება, თუმცა, მასწავლებლის ჩამოგდების გეგმები წარუმატებელი აღმოჩნდა, როდესაც იავინის ბრძოლამდე 2 წელსს რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის იმპერიის წინააღმდეგ მოქმედებებს მოჰყვა გალაქტიკური სამოქალაქო ომი. იავინის ბრძოლამდე 0 წელს სიკვდილის ვარსკვლავი — იმპერიის უმძლავრესი სუპერიარაღი — ვეიდერის ჩარევის მიუხედავად, გაანადგურა აჯანყების ნორჩმა პილოტმა და სითი ლორდი დაინტერესდა მისი ვინაობით, შემდეგ კი შეიტყო, რომ იგი ლუკ სკაიუოკერი იყო — მისი ვაჟი, დაბადებული ამიდალას დაღუპვამდე.

შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვეიდერი კვლავ ეძებდა სკაიუოკერს და ალიანსს. იავინის ბრძოლიდან 3 წელს ლუკი მან საბოლოოდ შეიტყუა ღრუბლების ქალაქში, სადაც მოხდა მათი დუელი. იქ ვეიდერმა სკაიუოკერს თავისი ნამდვილი ვინაობა გაუმხილა, მაგრამ ლუკი არ დარჩა, განერიდა და გაიქცა. როდესაც დართ სიდიუსმა მისი არსებობის შესახებ შეიტყო, მან ახალი გეგმა აამოქმედა, რომელიც ითვალისწინებდა სკაიუოკერის შეტყუებას და მისი სახით ვეიდერის ჩანაცვლებას. იავინის ბრძოლიდან 4 წელს ლუკი იმპერიელებს მთვარე ენდორზე თავად ჩაბარდა, იმ იმედით, რომ მამას ძალის ნათელ მხარეს დააბრუნებდა. ენდორის ბრძოლის დროს მეორე სიკვდილის ვარსკვლავზე საბოლოო დუელისას სკაიუოკერი და მისი ვაჟი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ვეიდერმა ლუკი დაარწმუნა, რომ მისი ხსნა უკვე შეუძლებელი იყო, ამასობაში კი შეიტყო, რომ ლუკს ჰყავდა დაც, ლეია. ლუკმა მამა დაამარცხა, მაგრამ ვერ მოკლა და, როდესაც სიდიუსმა ნორჩი სკაიუოკერის მოკვლა თავად სცადა, ვეიდერმა — რომელზეც იმოქმედა ლუკის გრძნობებმა — დატოვა ბნელი მხარე და თავი გასწირა, რათა იმპერატორი გაენადგურებინა. ამით ახდა რჩეულის შესახებ წინასწარმეტყველებაც. მძიმედ დაჭრილი ანაკინი, საბოლოოდ, ლუკს შეურიგდა და ძალას შეუერთდა, თუმცა, მისი რეპუტაციის, გავლენის და ოჯახის მნიშვნელობამ მრავალი შემდგომი ათწლეული მოიცვა.

გამოჩენები[]

Darth Vader NEC

დართ ვეიდერის პორტრეტი