- „ანაკინს ჩემ გამო ზედმეტი ტვირთი დააწვა, არა, ამ სახელის დარქმევით. “
„ამ ტვირთს გაუძლებს, ლეია.“ - ―ლეია ორგანა სოლოს და ელეგოს ა'კლას საუბრიდან
ანაკინ სოლო იყო მამრობითი სქესის რაინდი ჯედაი ჯედაების ახალი ორდენიდან, ჰან და ლეია ორგანა სოლოების მესამე შვილი, ჯეინა და ჯეისენ სოლოს უმცროსი ძმა.
სახელი დაერქვა პაპის, ანაკინ სკაიუოკერის პატივსაცემად. ბავშვობაში ხშირად ეშინოდა, რომ ძალის ბნელ მხარეს მოექცეოდა და სითი გახდებოდა. 11 წლის ასაკში იავინ-4ზე ჯედაების პრაქსეუმში შევიდა, სადაც დაუმეგობრდა ტაჰირი ვეილას. ერთად მათ არაერთი თავგადასავალი შეემთხვათ — მათ შორის იყო მასასი ბავშვების სულების გათავისუფლების მისია.
ანაკინი იყო იუუზან-ვონგური ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მონაწილეობდა რა რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში და შეიმუშავა ეფექტური ტაქტიკა იუუზან-ვონგების წინააღმდეგ. ტაჰირის გადარჩენის მისიის და ვუა რაპუუნგის მიერ მეჟან კვაადის სიმართლის სათქმელად დათანხმების შემდეგ, ჯიდაების ერესი — ერეტიკული მოძრაობა, რომელმაც საბოლოოდ, წვლილი შეიტანა ომის დასრულებაში — უმალვე მოედო შერცხვენილებს. მოგვიანებით ანაკინი მეთაურობდა მირკრის მოიერიშე რაზმს. ამ ოპერაციისას იგი გმირულად დაიღუპა, შესწირა რა თავი ჯედაების მომაკვდინებელი ვოქსინის გავრცელების შეწყვეტას.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- ლუკის ხელის საიდუმლო ისტორიები! — ვარსკვლავური ომები: ისტორიები 8
- მობოდიშება (მხოლოდ ხსენება)
იხილეთ აგრეთვე[]
- სოლოების სახლი
- ანაკინ სალ-სოლო
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 პერსონაჟების ახალი ძირითადი ცნობარი
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: ვარსკვლავი ვარსკვლავის შემდეგ
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 ჯედაების ახალი ორდენი: ვექტორ-პრაიმი
- ↑ 4.0 4.1 წიგნის ჯედაების ახალი ორდენი: ვარსკვლავი ვარსკვლავის შემდეგ იაპონური გამოცემის გარეკანი
- ↑ 5.0 5.1 ყმაწვილი რაინდი ჯედაები: ოქროს ბურთი
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: გამარჯვების ზღვარი I: დაპყრობა
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 ბნელი შეგირდი
- ↑ ნაცვალსახელები, რომლითაც პერსონაჟი ნახსენებია ინგლისურენოვან მასალებში.
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: ბნელი ტალღა I: შეტევა