- „ბოლომდე იმპერიას ვემსახურები.“
- ―გუბერნატორ პრაისის უკანასკნელი სიტყვები
არინდა პრაისი იყო ლოთალის სექტორის გუბერნატორი ახალი წესრიგის გამოცხადებიდან თოთხმეტი წლის თავზე. გუბერნატორის კარიერამდე იგი მართავდა პრაისების სამთო მრეწველობას, იყო სენატორ დომუს რენკინგის თანაშემწე, სექტორ „ბარტანიშ ოთხის“ მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მმართველი და მაღალი ცის საადვოკატო ჯგუფის წევრი. მისი ძალისხმევით ლოთალის გამგეობა სრულად დაცული იყო, რასაც ხელი შეუწყო გრანდ-მოფ უილჰაფ ტარკინისთვის გადაცემულმა ინფორმაციამ საადვოკატო ჯგუფიდან მიმდინარე ჯაშუშური ქმედებების შესახებ.
ძალაუფლებისათვის ბრძოლისა პრაისმა იმპერიული ფლოტის ჩის ოფიცერ, მომავალ გრანდ-ადმირალ თრონთან კავშირი შექმნა. მსახურებისას პრაისმა ოსტატურად მოახდინა მანევრირება და დაამხო პოლიტიკური მეტოქეები — გუბერნატორი რაიდერ აზადი და რენკინგი. ლოთალის გუბერნატორის რანგში იგი ხელმძღვანელობდა ლოთალზე იმპერიული შეიარაღებული ძალების რიცხვის გაზრდას და პლანეტა აქცია გარე რგოლის ტერიტორიებში იმპერიის მთავარ ბაზად. არინდა ხშირად ტოვებდა ლოთალს, რა დროსაც მას ენაცვლებოდნენ მინისტრები, მაგალითად — მაკეთ ტუა. ლოთალზე იმპერიული ძალების კონცენტრაციამ მიიქცია მზარდი აჯანყების ნაწილის, ჯგუფ „ფენიქსის“ ყურადღება,
მშობლების გადარჩენისას პრაისმა შეასრულა მნიშვნელობანი როლი ბეტონის ბრძოლისას, რასაც მოქალაქეთა მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. იავინის ბრძოლამდე 2 წელს არინდამ გრანდ-ადმირალ თრონს და მისი მეშვიდე ფლოტის შემადგენლობას შესთავაზა ლოთალის სექტორიდან ჯგუფ „ფენიქსის“ სამუდამოდ გაძევება. იგი თრონსა და იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს აგენტ კლაუსს აჯანყებულთა წინააღმდეგ ლოთალის სექტორში ბრძოლას შეუერთდა. თუმცა, პრაისისგან ფარულად კალუსი მოქმედებდა ფულკრუმის სახელით და აჯანყებულებს ეხმარებოდა. არინდამ წარუმატებლად სცადა აჯანყებულთა მეთაურ მონ მოთმას დაჭერა და მონაწილეობა მიიღო ატოლონის ბრძოლაში.
საბოლოოდ, პრაისმა დაკარგა თრონის მხრიდან ნდობა, რაც გამოიწვია ლოთალის ქალაქის საწვავის საწყობის განადგურებამ. იავინის ბრძოლამდე 1 წლით ადრე დატრიალებულ ამ მოვლენებს შეეწირა კენან ჯარუსი. არინდა მოგვიანებით, ლოთალის გათავისუფლებისას დაიღუპა, თუმცა ბოლომდე იმპერიის ერთგული დარჩა.
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 თრონი
- ↑ რომანში თრონი არინდა პრაისი იყო 30 წელს გადაცილებული. Del Rey-ს ქრონოლოგიაში თრონის განვითარება მოქცეულია სოლოს და ახალი განთიადის შუალედში. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი უთითებს, რომ კენან ჯარუსი და ჰერა სინდულა ახალ განთიადში ერთმანეთს შეხვდნენ აჯანყებულებამდე ექვსი წლით ადრე. სერიალის მოვლენები, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, იწყება იავინის ბრძოლამდე 5 წლით ადრე. ამრიგად, ახალი განთიადის განვითარების დროა 11 იბ. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი უთითებს, რომ ფილმ სოლოს მოვლენები ვითარდება გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბებიდან ექვსი წლის შემდეგ. ამ უკანასკნელის მოვლენების განვითარების დრო, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, არის 19 იბ. ამრიგად, ფილმ სოლოს მოვლენების განვითარების დროა 13 იბ. ეს ნიშნავს, რომ თრონის მოვლენები იწყება იავინის ბრძოლამდე 13 და 11 წლის შუალედში. თუკი ამ წლებში პრაისი ასაკით 30-ზე მეტი წლის იყო, უნდა დავასკვნათ, რომ მისი დაბადების წელია 49 და 45 წლის შუალედში.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ოჯახის გაერთიანება – და დამშვიდობება
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: შებიჯება წყვდიადში
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის ქალები
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი