ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

არისტოკრა წარმოადგენდა ცხრა მმართველი ოჯახის საშუალო რანგის წარმომადგენლების ორგანიზაციას. ისინი ჩისების დომინაციაში შეადგენდნენ[1] ჩისების რასის მმართველ კლასს.[2] არისტოკრა აგრეთვე იყო ჩისების სინდიკურაში არსებული ორგანიზაციაც.[1]

როგორც წოდება, არისტოკრა იყო მმართველი ოჯახის ყველაზე დაბალი პოლიტიკური რანგი, რომელიც იდგა საბჭოს წევრის და სინდიკურის სხვა რანგების დაბლა. არისტოკრას ევალებოდა ჩისების აკადემიებიდან იმედისმომცემი მოწაფეების და კადეტების ოჯახებისთვის შერჩევა. არისტოკრა მით'არფ'იანიკოს თქმით, ეს შერჩევა იყო ოჯახების საშუალო რანგის წარმომადგენლებისთვის დაკისრებული ერთ-ერთი არასასიამოვნო მოვალეობას. მისი აზრით, ეს დროის "მოსაწყენი" ფლანგვა იყო.[1]

"არისტოკრა" აგრეთვე იყო ჩისების ნებისმიერი ოჯახის ნაკლებად ფორმალური წოდებაც — იმ შემთხვევაში, თუკი იგი მაღალი არისტოკრას ან უფრო დაბალ რანგს იკავებდა. მაგალითად, როდესაც მამრობითი სქესის ორივე წარმომადგენელი საბჭოს წევრი იყო, მით'არფ'იანიკო და ირიზი'სტალ'მუსტრო მდუმარე მარშში ერთმანეთს ესალმებოდნენ როგორც "არისტოკრა თარფიანი" და "არისტოკრა ზისტალმუ".[1]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]