ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 
Qicon
ვარსკვლავური ომების ლეგენდებთან დაკავშირებული ეს სტატია შეიცავს ინფორმაციას, რომელზეც გავლენას ახდენს პროექტი კლონების ომები.
ლეგენდების კლონების ომების ახალი ქრონოლოგია Lucasfilm-ს არ ეკუთვნის.

მე ვარ შიში. მე ვარ სისხლიანი პლანეტის დედოფალი და გენოციდის შემქმნელი. მე ამ ომით გალაქტიკის შუაზე გადატეხვაში ვმონაწილეობდი და დავამარცხე ყველა მტერი, რაც შემხვედრია—სიკვდილიც. შენ გარდა.
―ასაჟ ვენტრესის და ობი-ვან კენობის საუბრიდან[10]

ასაჟ ვენტრესი იყო დათომირელი ქალი, ბნელი ჯედაი და გრაფ დუკუს აღსანიშნავი ბნელი აკოლიტი. თავდაპირველად დათომირის მცხოვრები ღამის და, იგი, როგორც მონა, მოხვდა რატატაკზე. რაინდი ჯედაი კაი ნერეკი მას წვრთნიდა როგორც პადავან ჯედაის. თუმცა, როდესაც ნერეკი დაიღუპა, ვენტრესი გააფთრდა და და გადავიდა ძალის ბნელ მხარეს. მან აიღო მასწავლებლის სინათლის მახვილი და სინათლის მახვილებით ბრძოლის სტილი ჯარ'კაი აითვისა, შემდეგ კი რატატაკზე ყველა მხედართმთავარი გაანადგურა და თავი პლანეტის მმართველად გამოაცხადა.

კლონების ომების დროისთვის ასაჟი გრაფ დუკუს ერთგულ მსახურებში შედიოდა და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მეთაური იყო. დუკუსგან სითების პრინციპების ათვისებას ცდილობდა და სწამდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ღირსეული იქნებოდა, იქცეოდა დუკუს შეგირდად. საკუთარ წარუმატებლობაში იგი ადანაშაულებდა ობი-ვან კენობის და აკვიატებული ჰქონდა მისი პოვნა და მოკვლა. მოგვიანებით, ომა-დ'უნზე შეხვედრის შემდეგ, იგი ჯედაიზე ნადირობდა რამდენიმე მისიისას — ქრისტოფსისის სისტემაში, ტეთზე და ორდ-სესტუსზე, მაგრამ მისი დაჭერის შესაძლებლობა არასოდეს ჰქონია. გარდა ამისა, ოსტატ ჯედაისთან ყოველი შეხვედრისას მას აგრეთვე ხვდებოდა კენობის შეგირდი, ანაკინ სკაიუოკერი, რომელმაც ასაჟი რამდენიმეჯერ დაამარცხა, მათ შორის — იავინ IV-ზე, სადაც მძიმედ დაჭრა. როდესაც ვენტრესმა გადაწყვიტა ანაკინთან პირისპირ შეხვედრა და ამისთვის მისი საყვარელი, პადმე ამიდალა გამოიყენა, სკაიუოკერი კორუსანტზე მომხდარი სხვა შეტაკებისას კინაღამ დაიღუპა და თავდაპირველად გაუჩინარდა.

სანამ ვენტრესის ძლევამოსილება მატულობდა, სითების ბნელი ლორდ დართ სიდიუსის ბრძანებით დუკუმ სცადა მისი განადგურება. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ვენტრესმა გადაწყვიტა მასზე შურსძიება და თავი შეაფარა ღამის დებს, რომელთა წინამძღოლი იყო ტელზინი. მათი დახმარებით ასაჟმა ყოფილი მასწავლებლის მოკვლა სცადა. თუმცა, ახლა უკვე თავისი წარუმატებლობის გამო, დაუბრუნდა მშობლიურ პლანეტას და ღამის დებს საბოლოოდ შეუერთდა. როდესაც დუკუმ და გენერალმა გრივუსმა დაიწყეს შეტევა პლანეტაზე და კლანის თითქმის ყველა წევრი მოკლეს, ვენტრესი განმარტოვდა და ცხოვრება განაგრძო როგორც ჯილდოზე მონადირემ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიღამის დები
  2. თავდაჭერილობა
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ჯედაები: მეის უინდუ
  4. ვარსკვლავური ომების ფაქტების ოფიციალური დოსიე 116
  5. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პირისპირ
  6. 6.0 6.1 6.2 რესპუბლიკა 60
  7. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებისიბნელით დაფარული
  8. ახალი ძირითადი ქრონოლოგია
  9. ნაცვალსახელები, რომლითაც პერსონაჟი ნახსენებია ინგლისურენოვან მასალებში.
  10. ვარსკვლავური ომები: აკვიატება
Advertisement