ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია იავინის ბრძოლამდე 18 წელს აწყობილი სინათლის მახვილები.
იხილეთ აგრეთვე სინათლის მახვილები, რომლებსაც ასოკა ტანო კლონების ომების დროს იყენებდა.

იავინის ბრძოლამდე ერთი წლით ადრე ასოკა ტანო პირადი იარაღების სახით იყენებდა ორ თეთრ სინათლის მახვილს. თეთრი ფერის სამართებლიანი და მოხრილვადიანი სინათლის მახვილებით მან ჩაანაცვლა წინა სინათლის მახვილები, რომლებიც კლონების ომების დროს, ჯედაების ორდენის წევრობისას ჰქონდა. ძველი მახვილები მან მანდალორის ალყის შემდეგ მიაგდო, რათა გალაქტიკური იმპერია დარწმუნებული ყოფილიყო, რომ იგი დაიღუპა.

ამ მახვილებში ჩადგმული კაიბერ-ბროლები ტანომ მოიპოვა კლონების ომების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, სინათლის მახვილიდან, რომელიც ეკუთვნოდა მიერ მიერ რაადაოკუპაციისას მოკლულ ინკვიზიტორს. მართალია, ბროლების ფერი თავდაპირველად წითელი იყო, მან ისინი ძალის მეშვეობით განწმინდა და თეთრად აქცია. მახვილების ვადები თავდაპირველად შეიქმნა მოპოვებული მასალით, რომელმაც ტანო დააგროვა რესპუბლიკის დაცემიდან ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მოგვიანებით ყოფილმა ჯედაიმ ისინი შეცვალა და უფრო მეტად ფუნქციონალური და დეკორატიული სახე მიანიჭა.

მახვილები ბრძოლისას ტანომ პირველად რაადაზე პირდაპირ მას შემდეგ გამოიყენა, რაც ააწყო, გადაარჩინა რა მეგობარი, კეიდენ ლარტი და რაადას მოსახლეობის საევაკუაციო ხომალდით გაქცევა დამალა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სპექტრები და რაზმი „ფენიქსი“ გაიცნო, სხვადასხვა ინკვიზიტორთან ამ მახვილებით უბრძოლია, სანამ მალაქორზე ყოფილ სით ლორდ მოლს და თავის ყოფილ მასწავლებელ დართ ვეიდერს შეეჯახებოდა. სითების პლანეტაზე განვითარებული ამ მოვლენების შემდეგ მას მახვილები გალაქტიკური სამოქალაქო ომის და სხვა პერიოდებში თან დაჰქონდა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement