FANDOM


Premium-Eras-canon

ასოკა ტანო, ზედმეტსახელად "სნიპსი" (როგორც მას მასწავლებელი უწოდებდა) და აგრეთვე ცნობილი როგორც "აშლა" (კლონთა ომების შემდგომ) იყო პადავანი ჯედაი, რომელიც, უთანხმოების წარმოშობის შემდეგ, მონაწილეობდა გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულთა ჯგუფების ჩამოყალიბებაში. ტოგრუტა ტანო შილიზე იპოვა ჯედაი პლო კუნმა, რომელმაც გოგონა მიიყვანა კორუსანტზე, ჯედაების ტაძარში, სადაც დაიწყეს ასოკას, როგორც ჯედაის, მომზადება. ჯეონოსისის ბრძოლის შემდგომ მაგისტრ ჯედაი იოდას მითითებით ანაკინ სკაიუოკერი გახდა ასოკას მასწავლებელი. მას გოგონა შეუერთდა ქრისტოფსისის ბრძოლისას. მართალია, ტანოს ძალიან სურდა, გამოეჩინა თავი, სკაიუოკერი უდრეკი აღმოჩნდა და თავდაპირველად მათი, როგორც შეგირდის და მასწავლებლის ურთიერთობა, რთულად ყალიბდებოდა. მოგვიანებით, როტას, ჯაბა დესილიჯიკ ტიურეს შვილის გადარჩენის და მისი დაბრუნების შემდგომ, როდესაც ჰატებსა და რესპუბლიკის შორის ალიანსი დამყარდა, ყოველივე მათი ურთიერთობების სასიკეთოდ წარიმართა.

როგორც რესპუბლიკის დიადი არმიის მეთაურმა, ტანომ მნიშვნელოვანი მრჩეველი დაინახა რექსში (501-ე ლეგიონი), რომელთანაც, სკაიუოკერთან ერთად, დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას ატარებდა. რაილოთის ბრძოლისას ტანო არ დაემორჩილა ბრძანებებს და დაკარგა მფრინავთა მთელი ესკადრილია, მაგრამ რეპუტაცია აღიდგინა რაილოთზე გამარჯვების მოპოვებით. მან მრავალი არაკეთილმოსურნე გაიჩინა — გენერალ გრივუსიდან სით ასაჟ ვენტრესამდე თუ გასამრჯელოზე მონადირე კედ ბეინიდან ორა სინგამდე. დროთა განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა ძლიერ წინამძღოლად და წარმატებით მონაწილეობდა ჯეონოსისის მეორე და მონ-კალას ბრძოლებში. მორტისზე მთელი რიგი მოვლენების დროს იგი დაიღუპა, მაგრამ ძალის მფლობელ ასულის ძალისხმევით და საკუთარი თავის შეწირვით, გაცოცხლდა.

ტანომ დიდი გამოცდილება მიიღო ძირითადი ომის ფრონტის მიღმაც. იგი მეთაურობდა ყმაწვილი ჯედაების ჯგუფს ტრანდოშელი გამტაცებლების წინააღმდეგ ბრძოლისას, ზაიგერიული მონების იმპერიისგან გადაარჩინა ტოგრუტას ერთ-ერთი კოლონია და მეგობარ ლუქს ბონტერისთან ერთად იყო ონდერონელ აჯანყებულთა მრჩეველი — როდესაც მიმდინარეობდა მათი გათავისუფლება კონფედერაციისგან. მაგრამ ყოველივე შეიცვალა, როდესაც ტანო სრულიად მოულოდნელად დაანაშაულეს ჯედაების ტაძრის ანგარის აფეთქებასა და სხვა მოქმედებებში, ამიტომ იძულებული იყო, გაქცეულიყო კორუსანტის შორეულ კუთხეებში. მართალია, მოულოდნელად ასაჟ ვენტრესთან კავშირი შეკრა, რესპუბლიკის ძალებმა იგი დააპატიმრეს და ტანო გაირიცხა ჯედაების ორდენიდან. საბოლოოდ, ანაკინმა თავად დაადგინა, რომ ასოკას სახელი შეურაცხყოფილ იქნა ლუმინარა უნდულის პადავან ბარის ოფის მიერ. ამგვარად, ასოკას ბრალდებები მოეხსნა. მაგრამ იმ დროისთვის მან თავად დაკარგა ჯედაების რწმენა, უარი განაცხადა, დაბრუნებულიყო ორდენში და საკუთარი გზის საძიებლად იგი სამუდამოდ დატოვა.

გალაქტიკური იმპერიის აღზევების შემდგომ ტანო იმალებოდა ტაბესკაზე და რაადაზე. რაადაზე ამბოხების შემდგომ, იგი შეუერთდა სენატორ ბეილ ორგანას მოძრაობას, მართავდა მის სადაზვერვო ქსელს, მოქმედებდა რა კოდური სახელით ფალკრამი. როგორც ფალკრამი, იგი ეხმარებოდა აჯანყებულთა სხვადასხვა ჯგუფს, მაგალითად — ჰერა სინდულას სპექტრებს. ამ უკანასკნელით ასოკა განსაკუთრებით იყო დაინტერესებული, ვინაიდან მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა ჯედაი კენან ჯარუსმა, დაიწყო საკუთარი პადავანის, ეზრა ბრიჯერის მომზადება. გარდა ამისა, იმპერიის წინააღმდეგ ჩატარებულმა ოპერაციებმა ტანო კვლავ შეახვედრეს სკაიუოკერთან, რომელიც იმ დროისთვის სითების ბნელი ლორდი დართ ვეიდერი გახდა. მას აგრეთვე ჰქონდა შეჯახება ინკვიზიტორ მეხუთე ძმასთან და მეშვიდე დასთან. მალაქორზე განხორციელებული მისიის შემდგომ, ტანო დაიკარგა სითების ტაძრის ნანგრევებში, ამიტომ ბევრს — მათ შორის ჯარუსს და ბრიჯერს — სწამდა, რომ იგი დაიღუპა დართ ვეიდერთან ბრძოლისას.

თუმცა, თავად ბრიჯერმა ტანო მოულოდნელად გადაარჩინა ვეიდერის რისხვისგან, როდესაც სამყაროთა შორის სამყაროში დროის პორტალით, ძალის განსაკუთრებული განზომილებით გადააგდო. დართ სიდიუსთან დაპირისპირების შემდგომ, როდესაც უკანასკნელმა ისურვა განზომილებაში მოხვედრა, ტანო საკუთარ დროში დაბრუნდა და ბრიჯერს დაჰპირდა, რომ იპოვნიდა. გალაქტიკური სამოქალაქო ომის დასრულების შემდგომ ასოკა დაუბრუნდა გათავისუფლებულ ლოთალს და საბინ რენთან ერთად პლანეტის გათავისუფლებისას დაკარგული ბრიჯერის საძიებლად გაემგზავრა.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

"მაგისტრმა პლო კუნმა მიპოვა და მიმიყვანა ტაძარში, სადაც უნდა მივსულიყავი…"
―ასოკა ტანოს ანაკინ სკაიუოკერთან საუბრიდან[წყარო]
Plo discovers Ahsoka

პლო კუნი პოულობს სამი წლის ასაკის ასოკა ტანოს

იავინის ბრძოლამდე 33 წლით ადრე[2] ასოკა ტანოს პლანეტა შილიზე მიაგნო მაგისტრმა ჯედაი პლო კუნმა[1]. გოგონა სამი წლის იყო და, ამიტომ, თავისუფლად მიიღეს ჯედაების ორდენში.[2] მაგრამ, სანამ ჯედაებს შორის აღმოჩნდებოდა, იგი მძიმე მონობაში ცხოვრობდა, თვითმარქვიის ბატონობით, რომელმაც ჯედაების ორდენთან გაგზავნილი სიგნალი დაბლოკა და იმედი ჰქონდა, რომ ტანოს თვისებებს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდა. თუმცა, ეს გეგმა ჩაიშალა და ასოკა ჯედაის გზას დაადგა[7]. ისევე, როგორც თავისი დროის ყველა ჯედაი, იგი აღიზარდა კორუსანტის ჯედაების ტაძარში[9]

კლონთა ომები

"მე ახალი მოსწავლე პადავანი ვარ. მე ასოკა ტანო მქვია."
―ასოკას თავს წარადგენს[წყარო]

თოთხმეტი წლის ასაკში[2] ტანო მაგისტრ იოდას გადაწყვეტილებით გახდა რაინდ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის შეგირდი და დაიწყო ძალის დაუფლება[6]. პადავანის წოდების[2] მიღების შემდეგ მან ნათლად უჩვენა მასწავლებელს, რომ სურდა, ამ გზას ბოლომდე გაჰყოლოდა. იოდამ ასეთი ნაბიჯი გადადგა, რათა სკაიუოკერს თავად ესწავლა, თუ როგორ დამშვიდობებოდა საჭიროების შემთხვევაში საყვარელ ადამიანებს, რაც ნამდვილად მოხდებოდა, როდესაც ტანო ერთ დღეს საკუთარ გზას გაჰყვებოდა. მაგრამ, როდესაც მან ჯედაების ორდენი დატოვა, სკაიუოკერი უფრო მეტად გადაიხარა ბნელი მხარისკენ[10].

ქრისტოფსისის ბრძოლა

"დაუდევარი ხარ, პატარავ. ობი-ვანის პადავანი ვერასოდეს გახდებოდი, მაგრამ ჩემს პადავანად ივარგებ."
―ანაკინ სკაიუოკერი ასოკა ტანოს, ქრისტოფსისის ბრძოლის შემდეგ[წყარო]
R2-D2 Anakin and Obi-Wan meet Ahsoka

ასოკა მასწავლებელს თავს წარუდგენს ქრისტოფსისის ბრძოლის დროს.

ჯედაების საბჭომ ტანო გააგზავნა ქრისტოფსისზე, რათა იგი დახმარებოდა რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს და გაეცნო ახალი მასწავლებელი, ისევე, როგორც გადაეცა ინფორმაცია, რომ მაგისტრებ კენობისა და სკაიუოკერს კორუსანტზე, ჯედაების ტაძარში ელოდნენ. იგი პლანეტაზე სეპარატისტების პირველი ტალღის უკან დახევისას ჩავიდა. როდესაც მან კენობისა და სკაიუოკერს გადასცა გზავნილი, ობი-ვანი მიესალმა, ფიქრობდა რა, რომ ტანო მისი ახალი პადავანი იყო. თუმცა, მან შეუსწორა კენობის და ამცნო, რომ მაგისტრმა იოდას მის მასწავლებლად ანაკინი დანიშნა.[6]

დროიდების არმიამ ამასობაში ჩართო დამცავი ფარი, რომელიც დაიცავდა ცეცხლდაშენისგან, რომელიც მანამდე მათ გადაადგილებას აჩერებდა. სკაიუოკერმა და ასოკამ გადაწყვიტეს, შეეღწიათ მტრის რიგებში, ხოლო კენობისა და მის ძალებს მათი ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გადაეტანათ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ორი ჯედაი დაიმალა დიდი ყუთის ქვეშ და მიიწევდა წინ, დროიდებიანი ტანკებისთვის გვერდის ავლით. დამცავი ფარის წყაროსთან ახლოს ასოკა დაეჯახა სენსორულ ანტენას და შემთხვევით აამოქმედა საბრძოლო დროიდები. სანამ ანაკინი მათ მოგერიებას ცდილობდა, ტანომ დაიწყო გენერატორში მუხტების მოთავსება. ამ დროს მას მიეპარა ერთ-ერთი დროიდი, რომელიც ასოკამ შეამჩნია და ორად გაკვეთა. ჯერ კიდევ მოქმედი დროიდის სხეულიდან გამოჩნდა რამდენიმე სენსორი, რომლითაც ამოქმედდა კიდევ რამდენიმე დროიდი. ანაკინი ამ დროს ალყაში მოაქციეს და ტანომ მის უკან შეამჩნია ნახვრეტიანი კედელი. ძალის მეშვეობით მან დაამხო კედელი ისე, რომ მასწავლებელი დიდ ნახვრეტში გაძვრა, ხოლო კედლის ნაწილებმა დროიდები გაანადგურეს.[6]

ქალაქში ობი-ვანი ამასონაში სეპარატისტ გენერალ უორმ ლოათსომის ხელთ იმყოფებოდა. დროის გაწელვის მიზნით, ჯედაიმ მას შესთავაზა საუბარი და ორივე ჩამოჯდა და მიირთმევდა ჩაის. თუმცა, გენერალს მობეზრდა ასეთი პროცედურა. იგი მიხვდა კენობის ჩანაფიქრს და მის ძალებს დანებებისკენ მოუწოდა. ამ დროს ფარი აფეთქდა და გენერალი უკვე კენობის ტყვე აღმოჩნდა. რესპუბლიკისთვის ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით დასრულდა.[6]

ბრძოლის შემდეგ სკაიუოკერმა აღნიშნა პადავანის დაუდევრობა. მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთს მიეჩვივნენ, იოდა დაფიქრდა, შეეძლო თუ არა ტანოს მისი ფიცხი ხასიათის მორჯულება[6].

შენიშვნები და სქოლიო

ბმულები

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.