- „უანგარობა ჩემი ბუნებაა.“
- ―ასული
ასული იყო მდედრობითი სქესის ძალის მფლობელი, მცხოვრები პლანეტა მორტისზე. ისევე, როგორც ოჯახის სხვა წევრები, მამა და ძე, ისიც იყო არსება, რომელიც ფლობდა ძალასთან კავშირს. როგორც ძმის საპირისპირო ქმნილება (რომელიც, თავის მხრივ, ძალის ბნელ მხარეს წარმოადგენდა) ის იყო ნათელი მხარის პარადიგმა, ხოლო პატრიარქი მართავდა წონასწორობას მათ შორის. ვინაიდან მამის დღეები იწურებოდა, ძალის მფლობელებმა რჩეული, რაინდი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერი, იხმეს მორტისზე, რათა მისი შესაძლებლობები შეემოწმებინათ. სწორედ მამას სწამდა, რომ ანაკინი მის ადგილს დაიკავებდა. მართალია, ასული მამას ემორჩილებოდა, ძე გალაქტიკაში სკაიუოკერის დახმარებით გაქცევას ლამობდა.
და-ძმა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ძის საკათედროში, სადაც მათ ბრძოლაში ჩაერია მამა. ძემ, რომელშიც კლონების ომების მძვინვარებასთან ერთად ბნელი მხარე მატულობდა, მამა დაამარცხა. საბოლოოდ, ასულმა მამის დასაცავად სიცოცხლე შესწირა, როდესაც ძემ მისი მოკვლა მორტისის ხანჯლით სცადა. მიუხედავად სასიკვდილო ჭრილობებისა, ასულმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და სკაიუოკერს პადავანის, ასოკა ტანოს გადარჩენაში დაეხმარა. იგი დაკრძალეს გულზე დადებულ ხანჯალთან ერთად. მოგვიანებით ძე, უკვე თავის დაღუპვამდე, დის სამარხს ეწვია და ხანჯალი დაიბრუნა.
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მბრძანებლები (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მორტისის საკურთხეველი
- ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მორტისის აჩრდილები (მკვდარი)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — სამყარო სამყაროთა შორის (მხოლოდ ხმა და გამოსახულება)
- ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — სამყარო სამყაროთა შორის (მხოლოდ ხმა და გამოსახულება)
- ასოკა — მერვე ნაწილი: ჯედაი, ალქაჯი და მხედართმთავარი (მხოლოდ უთავო ქანდაკება)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მბრძანებლები
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეპიზოდების ღამის დები და კრიზისი ნაბუზე მოვლენათა განვითარების დროა 20 იბ. ვინაიდან ეპიზოდში მორტისის საკურთხეველი მოვლენები ამ ეპიზოდებს შორის ექცევა (იხ. კლონების ომების ეპიზოდების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)), ასულის დაღუპვა ამავე წლის მოვლენაა.
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მორტისის საკურთხეველი
- ↑ ასული Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 5.0 5.1 კლონების ომების ეპიზოდების ცნობარი: მბრძანებლები StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)