ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

აფრას გუნდი ეწოდებოდა განდგომილ არქეოლოგ და დოქტორ ჩელი ლონა აფრას მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ ჯილდოზე მონადირენი, ლიკვიდატორი დროიდები და სხვა მოკავშირეები. გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო იმ დროს, როდესაც დართ ვეიდერმა დაიქირავა აფრა, რათა იმპერატორ დართ სიდიუსისგან ფარულად საიდუმლო ძალები შეეკრიბა. თუმცა, აფრა მას საბოლოოდ გაექცა და დაუბრუნდა დაკარგული არტეფაქტების ძიებას.

მოგვიანებით აფრამ მიაგნო კაიბერ-ბროლს, რომელშიც მოქცეული იყო უძველესი ჯედაის, რურის გონება. მან ეს განახორციელა კვლავ საკუთარი გუნდის დახმარებით, რომელშიც შედიოდნენ კრრსანტანი, 0-0-0 და BT-1.[6] მან სცადა სულის აუქციონზე, სხვადასხვა კრიმინალური სინდიკატისთვის მიყიდვა[7], მაგრამ ამ დროს 0-0-0-ს სურდა დაპროგრამებული ზღვარის გადალახვა, ამიტომ აფრას მიზნები ჩაშალა, გაათავისუფლა რა სული, რომელიც შემდეგ დამნაშავეებს თავს დაესხა.[8] რურმა გაანადგურა მათი დიდი ნაწილი, ხოლო დროიდი გათავისუფლდა აფრას მფლობელობისგან — მას შემდეგ, რაც ვეიდერს დაუკავშირდა.[9] ვეიდერმა დაამარცხა რური და ბროლი მის ხელთ მოხვდა. აფრა, შავი კრრსანტანი, 0-0-0 და BT-1 სხვადასხვა ხომალდით გაიქცნენ. დროიდები შემდგომში გახდნენ როდიანებისგან შემდგარი ბანდის, სონ-ტუულის პრაიდის პატრონები.[10]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement