- "ეს რა ღალატია?"
- ―აქსისის მეთაური მეთაური
აქსისის მეთაური დროიდი იყო მცველი დროიდი K3, შეცვლილი დაპროგრამებით. იგი ავანგარდ "აქსისს" მეთაურობდა იმპერიულ ეპოქაში. იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 19—18 წლებში დროიდი შეეჯახა უვარგის პარტიას, რომელსაც ჯაჭვური კოდებით აღჭურვილ ჩიპებს კოსმოსურ სადგურ აქსისის ბაზაზე გადაჰქონდა. როდესაც ომეგამ შეამჩნია, რომ დროიდებს გადაჰყავდათ დაჭერილი პადავანი ვუკი, განჯი და მისი გათავისუფლება სცადა, მას ეს დროიდი დაეტაკა, რომელიც მონადირემ მწყობრიდან გამოიყვანა.[2]
კადრს მიღმა[]
პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ტელესერიალ უვარგისი პარტიის მეორე სეზონის მეორე რგოლში.[3]
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "ტომი" (პირველი გამოჩენა)
წყაროები[]
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია: მეორე სეზონი | ოფიციალური ტრეილერი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com) (პირველი ვიზუალური გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია: ვარსკვლავური ომების გალაქტიკის ყოვლისმომცველი ცნობარი (პირველად ნახსენები როგორც აქსისის მეთაური დროიდი)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ამაზე გვითითებს შემდეგი მტკიცებულება: ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია იწყება ბრძანება 66-ის შესრულებით. ამ მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. გარდა ამისა, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდში ჭეშმარიტება და შედეგები ნაჩვენებია შტორმტრუპერთა კორპუსის ოფიციალური ჩამოყალიბება. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ კორპუსი დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე (რაც ქრონოლოგიების თანახმად, არის იგივე, რაც 19 იბ), ვასკვნით, რომ კორპუსის დაარსების წელია 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ.. მეთორმეტე ეპიზოდში (ავანპოსტი) ირკვევა, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ მეიდეის რაზმი ბარტონ IV-ზე მიავლინა ერთი წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ იმპერიული ეპოქა ერთი წლის ადრე დაიწყო. ამ ეპიზოდში, როგორც ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, ნაალაფევიდან ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები ყველას მოვლენის განვითარების დროა 19 იბ, გადასასვლელიდან გარდაქმნამდე მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 19—18 იბ, ხოლო ავანპოსტიდან მოყოლებული — უკვე 18 იბ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "ტომი"
- ↑
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია: მეორე სეზონი | ოფიციალური ტრეილერი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)