იავინის ბრძოლამდე 19—18 წლებში მეკობრე ფი ჯინოამ იპოვა უძველესი სუპერიარაღი, მოსიარულე. ეს მოსიარულე, რომელზეც მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ ლეგენდებიდან, თითქოს ის ააშენეს უძველესებმა, ატარებდა ძვირფას ბროლს, მთის გულს. უვარგისი პარტიის წევრმა, ომეგამ, იპოვა კომპაი, რომელზეც აღნიშნული იყო კალდარის სამმაგი სისტემის კოორდინატები. ჯინოამ რაზმი დაითანხმა ამ განძეულის საძიებლად გამგზავრებაზე. სკარა-ნალზე კომპასმა მოგზაურობა მიიყვანა მთის სირღმეში. რამდენიმე დანაღმული ასაფეთქებლისგან თავის არიდების შემდეგ რაზმმა სამიზნე იპოვა. მაგრამ, როდესაც ჯინოამ ბროლი აიღო, ამოქმედდა სუპერლაზერით აღჭურვილი ვეებერთელა მოსიარულე, რომელმაც დაიწყო გარშემო ყველაფრის განადგურება. მონადირემ ჯინოა დაითანხმა, დაებრუნებიონა ეს ბროლი, და ჯგუფი თავისი ხომალდისკენ გაეშურა. ბროლი, რომელიც მოსიარულეს დაუბრუნეს, გადნა, ხოლო მოსიარულე დაემხო და, საბოლოოდ, განადგურდა. გადარჩა ყველა, ჯინოას დროიდის, MEL-221-ის გარდა, თუმცა მეკობრე მშვიდად იყო, ვინაიდან დროიდის მეხსიერების სათადარიგო ასლი ყოველთვის ჰქონდა შენახული ხომალდ „წინდახედულობაზე“.
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჩაფლული (პირველი გამოჩენა)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — უფრო სწრაფად
- ↑ ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ტომი
- ↑ უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ამაზე გვითითებს შემდეგი მტკიცებულება: ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია იწყება ბრძანება 66-ის შესრულებით. ამ მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. გარდა ამისა, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდში ჭეშმარიტება და შედეგები ნაჩვენებია შტორმტრუპერთა კორპუსის ოფიციალური ჩამოყალიბება. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ კორპუსი დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე (რაც ქრონოლოგიების თანახმად, არის იგივე, რაც 19 იბ), ვასკვნით, რომ კორპუსის დაარსების წელია 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ.. მეთორმეტე ეპიზოდში (ავანპოსტი) ირკვევა, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ მეიდეის რაზმი ბარტონ IV-ზე მიავლინა ერთი წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ იმპერიული ეპოქა ერთი წლის ადრე დაიწყო. ამ ეპიზოდში, როგორც ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, ნაალაფევიდან ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები ყველას მოვლენის განვითარების დროა 19 იბ, გადასასვლელიდან გარდაქმნამდე მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 19—18 იბ, ხოლო ავანპოსტიდან მოყოლებული — უკვე 18 იბ.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 4.9 ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჩაფლული