აყვავებული რესპუბლიკა: გრიგალის გამრღვევი არის სცენარის სახით წარმოდგენილი ამავე სახელწოდების კანონიკური აუდიოსპექტაკლის ვერსია. მისი ავტორია კევან სკოტი. წიგნი გამოიცა Random House Worlds-ის მიერ, 2025 წლის 13 მაისს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ჯედაები ძალაუნებურად უერთდებიან ლორნა დის "ვარსკვლავური ომების" ამ ახალ ორიგინალურ აუდიოწიგნში, რომელსაც მსახიობთა სრული შემადგენლობა ასრულებს.
ლორნა დი ბოროტი არ არის. იგი არ არის გმირი. იგი გადარჩენილია. უთვალავია, თუ რამდენჯერ გაექცა ყოფილი გრიგალის ბატონი, რომელსაც ეძებენ როგორც მისი მოკავშირე ნიჰილები, ასევე რესპუბლიკა, ორივე მათგანის პატიმრობას და დაღუპვას. მაგრამ ლორნაც კი ვერ გაექცევა იდუმალ ბლაიტს, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს. და მარქიონ რომ, ნიჰილების თვალმა, გამოაცხადა, რომ მხოლოდ ის ფლობს მისი შეჩერების საიდუმლოს.
რესპუბლიკა და ჯედაები უიმედოდ მიმართავენ ლორნას დახმარების თხოვნით: დაეხმაროს ჯედაებს ზიანის შეჩერებაში და, სანაცვლოდ, ლორნას ყველა ბრალდებას მოხსნიან და იგი თავისი მომავლის არჩევას შეძლებს.ევარ კრისთან და კივ ტრენისთან, ერთ დროს მასზე მონადირეებთან ერთად, ლორნა წინ მიუძღვის ნიჰილთა მთავარი მეცნიერის, ბარონ ბულენის ძიებას — ერთადერთი არსების, რომელმაც, შესაძლოა, იცოდეს, თუ რა არის ზიანი და მარქიონ როს ნამდვილი მიზნებიც.
ლორნა რესპუბლიკის მიერ შეთავაზებულ თავისუფლებას გადარჩენის ინსტინქტებს უთანხმებს, ხოლო მისი გუნდი ამასობაში ღრმად აღწევს ნიჰილების ტერიტორიაზე, იმ საფრთხეებთან ახლოს, რომლებსაც თავად ლორნა ამდენი ხანია, გაურბის. და როდესაც მარქიონ როსთან შეჯახების საშუალება ჩნდება, ლორნა დიც ყველა ძალ-ღონეს იხმარს, რათა შური იძიოს.
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780593723418; 13 მაისი, 2025; Random House Worlds; აშშ, მაგარი ყდა[3]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
მოვლენები
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
იარაღები და ტექნოლოგია
სხვადასხვა
|
წყაროები[]
The High Republic: Tempest Breaker Audiobook Original Coming December 3 - Exclusive StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Star Wars: Tempest Breaker (The High Republic) Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
The High Republic: Tempest Breaker Audiobook Original Coming December 3 - Exclusive StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
კატერინა ბელიკოვა (@ninjajo_art) Instagram-ზე (პუბლიკაცია): "Created another cover art for @starwars audiobook Tempest Breaker 🖤 Always a great experience to work with clients like this 💪🏻" (არქივის ბმული)
- ↑ 3.0 3.1
Star Wars: Tempest Breaker (The High Republic) Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან
Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: გრიგალის გამრღვევი ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.
- ↑
Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული)