აყვავებული რესპუბლიკა: დაახლოება არის ზორაიდა კორდოვას აყვავებული რესპუბლიკის სერიის რომანი ზრდასრულებისთვის. იგი გამოიცა Del Rey-ს მიერ, 2022 წლის 22 ნოემბერს, პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში. აგრეთვე გამოიცა მისი აუდიოვერსია.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
აყვავებული რესპუბლიკის შემდეგი თავგადასავალი იწყებს ვარსკვლავური ომების ახალი ეპოქის გაფართოებას, ჯედაების ნათებამდე რამდენიმე თაობით ადრე განვითარებული ამბით.
აღმოჩენების ეპოქაა. ჯედაები გალაქტიკაში მოგზაურობენ, ძალის და მასთან დაკავშრებული სამყაროების და არსებების შეცნობა იზრდება.ამასობაში რესპუბლიკა ორი კანცლერის წინამძღოლობით, ცდილობს სამყაროთა ახლო და შორი ვარსკვლავების საზოგადოებაში გაერთიანებას.
ორბიტაზე ერთმანეთთან ახლოს მდებარე აირამის და ე'რონოს პლანეტებზე გალაქტიკაში შეზღუდული შესაძლებლობების, მაგრამ უსაზღვრო ამბიციის პრობლემები ძლიერ შეიგრძნობა. მათ ერთმანეთისადმი ზიზღს მოჰყვა ნახევარი ათწლეულის ხანგრძლივობის ძლიერი კონფლიქტი, ამჟამად კი მისი გარშემო მდებარე სისტემებზე მოდების საშიშროებაა. მშვიდობის უკანასკნელი იმედია ორი პლანეტის სამეფო ოჯახების ქორწინება.
სანამ მარადი მშვიდობა დამყარდება, აირამსა და ე'რონოს ომში კვლავ ითრევს წყვილის მოკვლის მცდელობა. ორივე სამყაროს გადასარჩენად რაინდი ჯედაი გელა ნატაი დამნაშავეს ეძებს, ხოლო კანცლერი კიონგი შვილს, აქსელ გრეილარკს, გამოძიებაში რესპუბლიკის წარმომადგენლად აგზავნის.
მაგრამ აქსელის ჯედაისადმი უნდობლობა ეჯახება ჯელას ძალის რწმენას. ასეთი ქედმაღალი, პრივილეგირებული, გართობების მოყვარული ბიჭუნა მანამდე არ უნახავს, აქსელს კი არასოდეს უნახავს ასეთი თვითდარწმუნებული, დაუნდობელი ქველმოქმედი. ამ საქმის დახვეული ქსელის სულ უფრო მეტად გამოძიებისას სულ უფრო მეტად ცხადი ხდება შეთქმულების სირთულე. ბრალდებებით და ყველგან მიმალული მტრებით ამ ორმა ერთად უნდა მიაღწიოს ჭეშმარიტების დადგენას და ორივე სამყაროს გადარჩენას.
შესავალი ტიტრი[]
ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲐ |
---|
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780593358634; 22 ნოემბერი, 2022; Del Rey; აშშ, მაგარი ყდა[4]
- ISBN 9780593358641; 22 ნოემბერი, 2022; Del Rey; აშშ, ელექტრონული წიგნი[4]
- ISBN 9780593358658; 4 აპრილი, 2023; Random House Worlds; აშშ, რბილი ყდა[5]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
|
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
(მხოლოდ ხსენება)
|
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑
Del Rey (@DelReyStarWars) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Due to changes in the galaxy, The High Republic: Convergence will now be on sale November 22, 2022." (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია უთითებს, რომ დაახლოების მოვლენათა განვითარების დროა 382 იბ.
- ↑
New Phase II Concepts and Covers Revealed on Star Wars: The High Republic Show StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ 4.0 4.1
Star Wars: Convergence (The High Republic) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑
Star Wars: Convergence (The High Republic) Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)