ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" მარცვლები არის კანონიკური აუდიოწიგნი, რომლის ავტორია ჯორჯ მენი, ხოლო მთხრობელი — ტოდ ჰაბერკორნი. იგი გამოიცა Disney–Lucasfilm Press-ის მიერ, 2024 წლის 14 ნოემბერს, მხოლოდ Audible-ზე, სერიაში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: Audible-ის ორიგინალური წიგნები და არის რიგით პირველი ორნაწილიანი წიგნიდან.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

როდესაც ოკეანეებიანი პლანეტა აირამიდან ხალხი იკარგება, ჯედაებს ამის გამოსაძიებლად მხოლოდ ერთი ოსტატი ჯედაის და სამი პადავანის გაგზავნა შეუძლიათ. იქ ჩასვლისას ჯედაები მალევე ხვდებიან, რომ ყოველივე უფრო რთულად არის, ვიდრე წარმოედგინათ. ღრმა ოკეანიდან, დამსხვრეული შუქურა "ვარსკვლავური ნათებიდან" დიდი ხიფათი გამოჩნდა და ვერავინ გადაურჩება, ვერც ჯედაები…[1]

სხვა გამოცემები[]

2025 წლის 4 დეკემბერს აუდიოწიგნის ფრანგული,[5] გერმანული,[6] იტალიური[7] ესპანური[8] და ლათინოამერიკული ესპანური ვარიანტები ექსკლუზიურად გამოქვეყნდა Audible-ზე.[9] ფრანგული ვარიანტის მთარგმნელია კატრინ ვიო, ხოლო მთხრობელი — ჟერემი პრევოსტი.[5] გერმანული ვერსიის მთარგმნელია მაირე შტრიტერი, ხოლო მთხრობელი — ბენიამინ სტევე.[6] იტალიურ ვერსიაზე მუშაობდა ანტონიო დავიდ ალბერტო, ხოლო მთხრობელია ჯაკოპო კალატრონი.[7] ესპანურ ვერსიაზე მუშაობდა Aitrad, ხოლო მთხრობელია ალექს მორენო.[8] ლათინოამერიკულ ესპანურ ვერსიაზე მუშაობდა ფერნანდა რივა პალასიო, ხოლო მთხრობელია მაუ პერესი.[9]

მედია[]

გამოცემები[]

  • 14 ნოემბერი, 2024; Disney–Lucasfilm Press; ციფრული აუდიოწიგნი[1]

სხვა ქვეყნები[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

  • აკმორა (პირველი გამოჩენა)
  • ბილა (პირველი გამოჩენა)
  • ფიდო ბლიკი (პირველი გამოჩენა)
  • ივ ბაირი
  • პერიკ დროფტი (პირველი ხსენება)
  • სტელან ჯიოსი (მხოლოდ ხსენება)
  • დიდი წინაპარი
  • გრენდა (პირველი გამოჩენა)
  • ჰოიკი (პირველი გამოჩენა)
  • რემ ჯომარამი (მხოლოდ ხსენება)
  • კილდო
  • კემ ლინდონი (პირველი გამოჩენა)
  • ეშ მასინგანი (პირველი ხსენება)
  • ჩალარა მატანგა (პირველი გამოჩენა)
  • ზეფ მორა (მხოლოდ ხსენება)
  • N3-62 (პირველი გამოჩენა)
  • ტორანიდ ნოლი (პირველი გამოჩენა)
  • ნიბლსი (პირველი გამოჩენა)
  • ორლისი (პირველი გამოჩენა)
  • პიპსი (პირველი გამოჩენა)
  • რენზორი (პირველი გამოჩენა)
  • ტეპ ტეპი
  • იოდა (მხოლოდ ხსენება)

ორგანიზმები

  • დრენგირი
  • კადავა (პირველი ხსენება)
  • ლევიათანი (მხოლოდ ხსენება) (პირველად ნახსენები როგორც ლევიათანი)
  • მაიმუნხვლიკი
  • უსახელო
  • ტუკა (მხოლოდ ხსენება)

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

  • სინათლის მახვილი
    • აკმორას სინათლის მახვილი (პირველი გამოჩენა)
    • კილდოს სინათლის მახვილი
    • ტეპ ტეპის სინათლის მახვილი (პირველად ნახსენები როგორც ტეპ ტეპის სინათლის მახვილი)
  • ხმის მაკოდირებელი

სხვადასხვა

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Audible-Icon Star Wars: The High Republic: Seeds of Starlight Audible.com-ზე (არქივის ბმული)
  2. BlueskyLogo ჯეიკ ბარტოკი (@jakebartok.bsky.social) Bluesky-ზე (პუბლიკაცია): "Hey Wook! Here’s a textless version of the cover art!" (არქივის ბმული)
  3. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან StarWars.com Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" მარცვლები ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.
  4. SWInsider "Launchpad" — Star Wars Insider 231
  5. 5.0 5.1 5.2 Audible-Icon Star Wars : La Haute République : Les Origines du Flambeau Audible.com-ზე (December 4, 2025) (არქივის ბმული)
  6. 6.0 6.1 6.2 Audible-Icon Star Wars: Die Hohe Republik: Die Saat der Starlight Audible.com-ზე (December 4, 2025) (არქივის ბმული)
  7. 7.0 7.1 7.2 Audible-Icon Star Wars: L’Alta Repubblica: Gli abissi dello Starlight Audible.com-ზე (December 4, 2025) (არქივის ბმული)
  8. 8.0 8.1 8.2 Audible-Icon Star Wars: La Alta República: Semillas de la Luz Estelar Audible.com-ზე (December 4, 2025) (არქივის ბმული)
  9. 9.0 9.1 9.2 Audible-Icon Star Wars: La Alta República: Semillas de Luz Estelar Audible.com-ზე (December 4, 2025) (არქივის ბმული)

დამატებითი ბმულები[]

სხვა ენებზე