ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: გზავნილები დაშორების ზონიდან 2, ქვესათაურით მიუწვდომელი, არის მეორე გამოშვება კომიქსების 2024 წლის კანონიკური მინისერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: გზავნილები დაშორების ზონიდან. მისი ტექსტის ავტორია ალისა ვონგი, ხოლო მხატვრები — ვალერია ლუქს ფავოჩა და მაიკლ ეტაიე. გამოშვება გამოიცა Dark Horse Comics-ის მიერ, 2024 წლის 27 ნოემბერს.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

როდესაც რესპუბლიკის მნიშვნელოვანი დროიდი ხელთ ჩაუვარდება ულმობელ ნიჰილ მეთაურ "ზედამხედველს", კრეშ ონგვა ყოფილ პადავან ჯედაის, ამჟამად კი — თავისუფლებისთვის მებრძოლ რუუს აგზავნის მის ზედამხედველისგან დასახსნელად. ამასობაში მოზარდი ნიჰილი დრიგიტ პარსს ევალება დროიდის გატეხვა, მაგრამ მას მისი გამოყენების საკუთარი ჩანაფიქრი აქვს...იხილეთ, თუ როგორ შეხვდებიან ისინი ჯილდოს მფლობელი ალისა ვონგის სერიაში "აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები" დებიუტში!

  • სერია შედგება ოთხი გამოშვებისგან.

შესავალი ტიტრი[]

ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ
ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ
ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲔᲑᲘ
რესპუბლიკამ ᲓᲐᲨᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲖᲝᲜᲐᲨᲘ გაუშვა საუკუნოვანი EX ᲓᲠᲝᲘᲓᲔᲑᲘ, იმ იმედით, რომ დაუკავშირდებოდა ᲥᲐᲠᲘᲨᲮᲚᲘᲡ ᲙᲔᲓᲚᲘᲡ მიღმა დარჩენილ მოკავშირეებს. ორი დროიდი, რომლებიც ფლობენ ᲜᲘᲰᲘᲚᲔᲑᲘᲡ თავდაცვისგან თავის ასარიდებლად განკუთვნილ ძველებურ აღჭურვილობას, დაეშვა პლანეტა ᲔᲠᲘᲐᲓᲣᲖᲔ, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია მხედართმთავარ ᲖᲔᲓᲐᲛᲮᲔᲓᲕᲔᲚᲘᲡ მიერ.

ᲠᲐᲘᲜᲓᲛᲐ ᲯᲔᲓᲐᲘ ᲙᲝᲠᲢᲛᲐ იპოვა ერთ-ერთი დროიდი და მისი მეშვეობით პლანეტაზე თავისი წინააღმდეგობრივი მოძრაობის ცნობები გაავრცელა. მაგრამ არავინ იცის, ვინ იპოვა მეორე დროიდი….

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

შეტანილია გამოცემებში[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

  • სვი'ნო ატჩაპატი
  • ფეზონკი
  • ფრანდერი (მხოლოდ ხსენება)
  • გავი (მოგონებებიდან)
  • ელის ონგვა "კრეში"
  • ბეინუ ონგვა
  • დრიგიტ პარსი
  • კორტი (მხოლოდ ხსენება; შესავალში)
  • რუუ
  • ლინა სო (მხოლოდ ხსენება)
  • უცნობი EX დროიდი (დრიგიტ პარსი)
  • უცნობი EX დროიდი (ელზარ მენი) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • უცნობი ნიჰილი (დრიგიტ პარსი) (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ნიჰილი (რუუ) (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ტვი'ლეკი ნიჰილი (პირველი გამოჩენა)
  • ზედამხედველი

დროიდების მოდელები

  • დამაკავშირებელი დროიდი
    • დროიდი EX

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 HorselessHeadman Star Wars: The High Republic Adventures Phase III--Dispatches from the Occlusion Zone #2 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: გზავნილები დაშორების ზონიდან 2
  3. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან StarWars.com Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: გზავნილები დაშორების ზონიდან 2 ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.

დამატებითი ბმულები[]