აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები 1 არის პირველი გამოშვება კომიქსების კანონიკური მინისერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები. მისი ტექსტის ავტორია ჯორჯ მენი, ხოლო მხატვარი — ვინჩენცო ფედერიჩი. გამოშვება გამოიცა Dark Horse Comics, 2024 წლის 4 სექტემბერს.
ამავე წლის 21 აგვისტოს დაგეგმილი იყო გამოშვების აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 9 გამოცემა. თუმცა, აბონენტებმა ციფრული სახით მიიღეს შიშის ექოები 1[3].
შეჯამება გამომცემლობისგან[]
რაინდ ჯედაი რით საილასს და პადავან ჯედაი ამადეო აზაზოს დაევალათ ჯედაების არქივებში ჩახედვა და იდუმალი ექოს ქვების და მათი ძალის გამაძლიერებელი შესაძლებლობების შესახებ ცნობების მოპოვება. ამ ძიებისას ისინი წააწყდნენ უძველესი სითი ლორდის, დართ რავის ბნელ ლეგენდას და ამბავს მის მიერ ძველისძველი თავსატეხის ამოხსნის მცდელობისა, რაც მიანიჭებდა წარმოუდგენელ ძალაუფლებას...ან სრულად გაანადგურებდა.
- დაწერილია ბესტსელერების ავტორ ჯორჯ მენის, სერიის "ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: უსახელო საშინელება" და "ჯედას ბრძოლის" მწერლის მიერ.
შესავალი ტიტრი[]
| ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲔᲑᲘ |
|---|
მედია[]
შეტანილია გამოცემებში[]
- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები
- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: სრული მესამე ფაზა, ნაწილი 2
გამოჩენები[]
| პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
| ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11
Star Wars: The High Republic Adventures--Echoes of Fear #1 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან
Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები 1 ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.
- ↑
Star Wars Splash Page (@SWSplashPagePod) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Strictly FYI, hearing from some listeners that the digital copy of #StarWars #TheHighRepublicAdventures Phase III #9 is in fact Echoes of Fear #1 (of 4). Fairly certain Dark Horse is aware and a fix is in the offing. #StarWarsComics" (არქივის ბმული)
