ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები 4 არის მეოთხე და საბოლოო გამოშვება კომიქსების კანონიკური მინისერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები. მისი ტექსტის ავტორია ჯორჯ მენი, ხოლო მხატვრები — ვინჩენცო ფედერიჩი და მაიკლ ეტაიე. გამოშვება გამოიცა Dark Horse Comics-ის მიერ, 2025 წლის 29 იანვარს.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

რაინდი ჯედაი რით საილასი და ამადეო აზაზო იწყებენ უიმედო მისიას, რათა დროულად იპოვონ ეპოქების ღერძი — ექოს ქვების ბოლო ცნობილი ნაწილი — ჯედაების ორდენის უდიდესი საფრთხის მოსაგერიებლად: ძალის საზარელი მჭამელების, უსახელეობის.

  • სერიის დასასრული!

შესავალი ტიტრი[]

ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ
ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ
ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲔᲑᲘ
იდუმალი ᲔᲥᲝᲡ ᲥᲕᲔᲑᲘᲡ ამბის გამოძიებისას ᲠᲐᲘᲜᲓᲛᲐ ᲯᲔᲓᲐᲘᲛ ᲠᲘᲗ ᲡᲐᲘᲚᲐᲡᲛᲐ და ᲞᲐᲓᲐᲕᲐᲜᲛᲐ ᲐᲛᲐᲓᲔᲝ ᲐᲖᲐᲖᲝᲛ, დიდი რამ აღმოაჩინეს. მათ იპოვეს ადგილი, რომელზეც, როგორც ფიქრობენ, დამარხულია ᲔᲞᲝᲥᲔᲑᲘᲡ ᲦᲔᲠᲫᲘ, პლანეტა ᲕᲐᲠᲝᲕᲘᲐᲖᲔ, სადაც გზისმაძიებელმა ჯედაებმა, სავარაუდოდ, ღერძი საუკუნეებით ადრე იპოვეს.

რითი და საილასი, ყოფილ ᲝᲡᲢᲐᲢ ᲯᲔᲓᲐᲘ ᲙᲝᲛᲐᲙ ᲕᲐᲘᲢᲣᲡᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ, ახლა ვაროვიაზე ლეგენდების მიღმა ჭეშმარიტების დასადგენად მიემართებიან….

მედია[]

შეტანილია გამოცემებში[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

  • ამადეო აზაზო
  • ჯედია ბრინკი (მხოლოდ ხსენება)
  • ატიკუს კეილი (მხოლოდ ხსენება)
  • გოლო (მხოლოდ ირიბი ხსენება, შესავალში)
  • კააროკი (პირველი გამოჩენა)
  • დართ რავი (მხოლოდ ხსენება)
  • ეზლინ რელი (რით საილასის ხილვაში)
  • რით საილასი
  • ტილლი (მხოლოდ ირიბი ხსენება, შესავალში)
  • უცნობი დროიდი (პირველი გამოჩენა)
  • ბარნაბას ვიმი (მხოლოდ ხსენება)
  • კომაკ ვაიტუსი
  • იოდა (მხოლოდ ხსენება)

ორგანიზმები

მოვლენები

  • მისია გოთოლის ჩამქრალ მთვარეზე (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • მოგონებათა დღე (მხოლოდ ხსენება)
  • რესპუბლიკის ეპოქა

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 HorselessHeadman Star Wars: The High Republic Adventures--Echoes of Fear #4 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან StarWars.com Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები 4 ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.

დამატებითი ბმულები[]