ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები 13.

აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები 13 არის მეცამეტე გამოშვება კომიქსების მინისერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები. მისი ტექსტის ავტორია დენიელ ხოსე ოლდერი, ხოლო მხატვრები — კალო ფილიპე და მაიკლ ეტაიე. გამოშვება გამოიცა Dark Horse Comics-ის მიერ, 2024 წლის 18 დეკემბერს.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

პადავანმა რემ ჯომარამმა და რაინდმა ჯედაი ფარზალა ტარაბალმა დაიწყეს გულადი მებრძოლების ნიჰილთა მიერ ველოზე შეჭრასთან საბრძოლველად. მაგრამ ომისგან დაღლილი ხალხის გაერთიანებაც რთული ყოფილა. შეძლებენ ჯედაები და მათი მოკავშირეები ასეთი განადგურების წინაშე მდგარ ხალხში წინააღმდეგობის გამოღვიძებას? ამასობაში ერიადუზე დაძაბულობას იწვევს შოკისმომგვრელი აღმოჩენა!

  • ხანგრძლივი სერია.

შესავალი ტიტრი[]

ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ
ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ
ᲐᲛᲑᲝᲮᲘ ᲥᲐᲠᲘᲨᲮᲚᲘᲡ ᲙᲔᲓᲚᲘᲡ ᲛᲘᲦᲛᲐ
ᲞᲐᲓᲐᲕᲐᲜᲛᲐ ᲠᲔᲛ ᲯᲝᲛᲐᲠᲐᲛᲛᲐ ᲙᲐᲢᲐᲡᲢᲠᲝᲤᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲨᲙᲘ ააფეთქა, რათა ᲖᲔᲓᲐᲛᲮᲔᲓᲕᲔᲚᲡ, საძაგელ მხედართმთავარს, აღარ მოეხმო მეტი ძალა. მაგრამ განადგურებამდე მან უკანასკნელად გამოიყენა კოშკის რადიოანტენა, რათა მთელ ᲕᲔᲚᲝᲖᲔ სიგნალით სხვები რევოლუციისკენ ეხმო.

შეისმენენ მის მოწოდებას და აუჯანყდებიან მტერს? დიდი ძალის გარეშე ველოს დაიპყრობენ ნიჰილები, რომლებმაც უკვე დაიჭირეს ᲞᲐᲓᲐᲕᲐᲜᲘ გავი და წინააღმდეგობის სხვა მებრძოლები….

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

შეტანილია გამოცემებში[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Star Wars: The High Republic Adventures Phase III #13 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 13
  3. სერიის აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) მეოთხე გამოშვებაში მოვლენები ვითარდება შუქურა ვარსკვლავური ნათები დაცემიდან ერთიდან ორ კვირამდე პერიოდში. ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია უთითებს, რომ ამ მოვლენის თარიღია 230 იბ. ჯედაების ორდენმა მცველების პროტოკოლები აამოქმედა იავინის ბრძოლამდე 229 წელს, რც მოხდა შუქურის განადგურებიდან ერთი კვირის თავზე (ამაზე უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან სერიის მეოთხე გამოშვებაში მოვლენები ვითარდება პროტოკოლების ამოქმედებიდან ერთი წლის და ერთი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 13 მოვლენები ვითარდება მეოთხე გამოშვების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ მათი განვითარების დროც არის 228 იბ.

დამატებითი ბმულები[]