აყვავებული რესპუბლიკა: უსახელოთა ცრემლები არის ჯორჯ მენის ამავე სახელწოდების რომანის აუდიოვერსია. მისი მთხრობელია ემბერ ლი კონორსი. წიგნი გამოიცა 2024 წლის 15 ოქტომბერს.[1]
შეჯამება გამომცემლობისგან[]
New York Times-ის ყველაზე გაყიდვადი სერია გრძელდება ქარიშხლის გამოწვევის ამ შემზარავ სიკველში, სადაც ფანები კვლავ შეხვდებიან საყვარელ გმირს, რაინდ ჯედაი რით საილასს.
წიგნების "წყვდიადის თვალი", "მოგზაურობა დამალულ ქალაქში", "ბნელი ლეგენდები" და "მითები და იგავები" ავტორის მიერ დაწერილი აყვავებული რესპუბლიკის ეს, შემდეგი ნაწილი, არის შესანიშნავი ყველა ფანისთვის, რომელსაც აინტერესებს საიდუმლოების შესწავლა, მითოლოგია, ნადირობა ურჩხულებზე და აპოკალიფსური სამეცნიერო ფანტასტიკა.
სადგურის, შუქურა "ვარსკვლავური ნათების" დაცემიდან წელიწადზე მეტმა განვლო და გმირებიც და მტრებიც საკუთარი ქმედებების შედეგებს იმკიან. როდესაც რაინდი ჯედაი რითი და პადავანი ამადეო აზაზო უსახელოების შესახებ თეორიის შესამოწმებლად მისიით მიემგზავრებიან, ისინი პირისპირ ხვდებიან მითად ქცეულ საზარელ არსებებს და შეიტყობენ თუ არის ნამდვილი შიში...შიში, რომელთან შეხვედრა მათ, თუკი სურთ ურჩხულების დამარცხება, ურჩია დაღუპულმა ჯედაი ეზლინ რელმა...
შესავალი[]
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781368107358; 15 ოქტომბერი, 2024; Disney–Lucasfilm Press; ციფრული აუდიოწიგნი[4]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 *
Star Wars: The High Republic: Tears of the Nameless Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: უსახელოთა ცრემლები, რომანი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან
Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: უსახელოთა ცრემლები ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.
- ↑
Star Wars: The High Republic: Tears of the Nameless Google Play-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
