ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია აუდიოწიგნი. იხილეთ აგრეთვე რომანი.

აყვავებული რესპუბლიკა: ფრთხილად, უსახელონი არის ზორაიდა კორდოვაამავე სახელწოდების რომანის აუდიოვერსია. მისი მთხრობელია ტოდ ჰაბერკორნი. ჩანაწერი გამოიცა 2024 წლის 1 ოქტომბერს.[2]

შეჯამება გამომცემლობისგან[]

„აყვავებული რესპუბლიკა“ გრძელდება ამ სწრაფად განვითარებულ თავგადასავალში, რომელიც გრძელდება წიგნის „ველოდან გაქცევა“ შემდეგ და შესანიშნავია სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის. წარმოიდგინეთ, რომ „სეილორ მუნი“ და „ურჩხულებზე ნადირობის მეგზური ბავშვების მომვლელებისთვის“ ვითარდება „ვარსკვლავური ომების“ სტილში...და ოდნავ დაუმატეთ „უკანასკნელი ბავშვები დედამიწაზე“!

შემზარავი ნიჰილები კვლავ თესავენ ქაოსს დაშორების ზონაში, რაშიც ეხმარებიან იდუმალი არსებები, უსახელოები, რომლებიც თავად ძალით იკვებებიან. როდესაც ბრძოლებით განადგურებული პლანეტის ხალხი ითხოვს ნიჰილთა საფრთხესთან გამკვლავებაში დახმარებას, გუნდი, რომელშიც შედიან როგორც რესპუბლიკის დაცვის კოალიციის წევრები, ასევე ჯედაები — რემ ჯომარამთან ერთად — მათ დასახმარებლად მიემგზავრება.

გუნდი მალევე ამჩნევს, რომ მათ ხომალდზე იმყოფება ოთხი შემოპარული — ნორჩი ჯედაები კილდო, ტეპტეპი, ჯამილი და ზენი გრეილარკი, სენატორის ქალიშვილი, რომელსაც სურს დის პოვნა. როდესაც ახლომდებარე პლანეტიდან უბედურების სიგნალს მიიღებენ, ოსტატი ჯედაი ადი-ლი კარო შემოპარულების თან წაყვანაზე თანხმდება, რათა ყველაფერი გამოიძიონ. ადგილზე მისულები ისინი გაიცნობენ ჰატს, რომელიც საკუთარ მისიას ასრულებს, უცნაური მოტივების მქონე უცხოს და მათთვის ყველაზე საზარელ არსებებს...[4]

შესავალი[]

ამ სტატიის სიუჟეტის შეჯამება შეტანილია ორიგინალური ნაწარმოების (აყვავებული რესპუბლიკა: ფრთხილად, უსახელონი) გვერდზე.

მედია[]

გამოცემები[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]

ტიპის მიხედვით

პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

მოვლენები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 TwitterLogo მაიკლ სიგლეინი (@msiglain) Twitter-ზე (August 27, 2024): „#StarWarsTheHighRepublic დღეს გრძელდება, ზორაიდა კორდოვას და პეტურ ანტონსონის ავტორობით! ჩვენი ნორჩი ჯედაები, ზენი გრეილარკთან და ჰატ ჩუროსთან ერთად, შეიტყობენ, როგორც უნდა ᲣᲤᲠᲗᲮᲝᲓᲜᲔᲜ ᲣᲡᲐᲮᲔᲚᲝᲔᲑᲡ...არა უმიზეზოდ. ეს არის „ლენჩების“ და „მონსტრების გუნდის“ AGFFA-სთან შეხვედრა. აუდიო 10/1-ში. ისიამოვნეთ!“ (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ფრთხილად, უსახელონი, წყარო: Barnes & Noble (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი September 9, 2024)
  3. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: „ვარსკვლავური ნათების“ ჩრდილები 1. ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: ფრთხილად, უსახელონი ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ განადგურებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, მათი განვითარების დროა 228 იბ.
  4. PenguinRandomHouse ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ფრთხილად, უსახელონი Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)

დამატებითი ბმულები[]

Advertisement