ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის გამოწვევა არის ტესა გრეტონის და ჯასტინა აირლენდიაყვავებული რესპუბლიკის რომანი ახალგაზრდებისთვის. იგი გამოიცა პროექტის III ფაზის ფარგლებში, 2024 წლის 5 მარტს. აგრეთვე გამოიცა მისი აუდიოვერსია.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

„ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა“, New York Times-ის ბესტსელერების სერია, გრძელდება...ნათებისა და სიცოცხლისთვის!

შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ დაცემიდან ერთი წლის თავზე გალაქტიკა ქაოსით არის მოცული. ნიჰილთა ანარქისტულმა ჯგუფმა დაიპყრო კოსმოსის ნაწილი, რომელსაც ახლა დაშორების ზონა ეწოდება. რაინდი ჯედაი ვერნესტრა რუო და მეცნიერა ევონ სტაროსი ახლა ერთად ცდილობენ, იპოვონ ნიჰილთა გრიგალის კედლის გარღვევის გზას, რათა გადაარჩინონ მის მიღმა მყოფნი.

მაგრამ რა არის ნიჰილთა ნამდვილი განზრახვა? და რა ბედი ეწევათ უსახელო არსებებს, რომლებსაც ჯედაების ორდენის განადგურება შეუძლიათ? ბრძოლა მხოლოდ ახლა დაიწყო...

შესავალი[]

ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ
ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ
ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲔᲑᲘ
დიდი არეულობის დროა. ერთი წელი გავიდა, რაც საზიზღარმა მარქიონ რომ და მისმა მაროდიორმა ნიჰილებმა სადგური ᲨᲣᲥᲣᲠᲐ „ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲜᲐᲗᲔᲑᲐ“ გაანადგურეს.

ნიჰილებმა გარე რგოლში შექმნეს ᲓᲐᲨᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲖᲝᲜᲐ და ქარიშხლის კედლის მიღმა მოაქციეს ასობით სამყარო. კომუნიკაციები შეწყვეტილია და იქ მოხვედრილი ხომალდები უგზო-უკვლოდ იკარგება ან ნადგურდება ნიჰილთა მიერ.

რესპუბლიკა ამ ავბედი საფრთხის წინააღმდეგ უძლურია და გულად და ბრძენ ᲠᲐᲘᲜᲓ ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲡ კვლავ ეშინიათ როს ლეგენდარული არსებების, ᲣᲡᲐᲮᲔᲚᲝᲔᲑᲘᲡ, რომლებიც, როგორც ჯედაებმა დაინახეს, არიან ნამდვილები და ძალიან სახიფათოები...

მედია[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა


წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 StarWars SWCE 2023: 9 რამ, რაც შევიტყვეთ აყვავებული რესპუბლიკის პანელიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. TwitterLogo კორი ბრიკლი (@CoreyBrickley) Twitter-ზე: „მამა მია, ეს დიდი სამუშაო იყო. წარმოგიდგენთ ნახატს, რომელიც შევქმენი წიგნისთვის ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის გამოწვევა (არქივის ბმული)
  3. Amazon-Favicon ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის გამოწვევა Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  4. ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია უთითებს, რომ შუქურა „ვარსკვლავური ნათები“ დაცემის და მცველების პროტოკოლების ამოქმედების წლებია 230 იბ და 229 იბ. ამავე დროს, „ვარსკვლავური ნათების“ ჩრდილები 1 განსაზღვრავს, რომ მცველების პროტოკოლების ამოქმედება მოხდა კოსმოსური სადგურის განადგურებიდან ერთი კვირის შემდეგ. რომანში აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის გამოწვევა მოვლენები ვითარდება შუქურის განადგურებიდან სულ მცირე, ერთი წლის და ორი კვირის შემდეგ, რაც არის 228 იბ.

დამატებითი ბმულები[]

Advertisement