ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნება არის ტესა გრეტონიაყვავებული რესპუბლიკის რომანი. იგი გამოიცა პროექტის III ფაზის ფარგლებში, 2024 წლის 11 ივნისს. აგრეთვე გამოიცა მისი აუდიოვერსია.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

გაერთიანებული ჯედაები ემზადებიან ულმობელი ნიჰილების წინააღმდეგ საპასუხო შეტევისთვის „წყვდიადის თვალის“ ამ ამაღელვებელ გაგრძელებაში.

წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ოსტატ ჯედაებს, ევარ კრისს და ელზარ მენს ერთმანეთისგან ნიჰილთა ქარიშხლის კედელი ჰყოფდა. მას შემდეგ, რაც ევარი თამამად გარბის დაშორების ზონიდან, საბრალო ჯედაები კვლავ ერტად არიან. მაგრამ, მართალია, ფიზიკური მანძილი გაქრა, დარჩა დარდი რესპუბლიკის ნიჰილებისგან წარუმატებელი დაცვის გამო.

ჯედაების ორდენის და რესპუბლიკის გასაერთიანებლად ევარი და ელზარი ინარჩუნებენ სინათლისა და სიცოცხლის რწმენას. ერთად ისინი ნიჰილთა სივრცეში გაბედულ მისიას იწყებენ, რათა გაათავისუფლონ პლანეტა ნაბუ და ქარიშხლის კედლის მიღმა მიმწყვდეულებს დაუმტკიცონ, რომ ჯედაები მათ არასოდეს მიატოვებენ. ახლა, ერთ ორბიტაზე ერთმანეთთან ახლოს მყოფნი, ორი რაინდი ჯედაი ვეღარ მალავს კავშირს, რომელიც მათ ყოველთვის აერთიანებს და აძლიერებს.

ჭეშმარიტი სურვილების გააზრებით და ახალი მიზნებით ევარი და ელზარი მოიფიქრებენ, თუ როგორ შეცვალონ ნიჰილებთან კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ. რაინდი ჯედაების, ბელ ზეტიფარის, ბარიაგას და ვერნესტრა რუოს თანხლებით, ჯედაები იწყებენ მარქიონ როს ძიებას. მაგრამ ნიჰილების საზარელი მეთაურის საპოვნელად ჯედაები უნდა გადაურჩნენ საშინელ უსახელოებს, რომლებიც აქამდე ვერაფრით შეაჩერეს.

შესავალი[]

ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ
ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ
ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲔᲑᲘ
პლანეტები იტანჯებიან საზარელ ᲓᲐᲨᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲖᲝᲜᲐᲨᲘ, სადაც რესპუბლიკისთვის ხელშეუხებელი მარქიო რო და მისი ნიჰილ მაროდიორთა ბანდა მკაცრად ბატონობენ.

ოსტატმა ჯედაი ევარ კრისმა ამ ოკუპირებულ სივრცეს თავი დააღწია და, სხვა ჯედაი, ელზარ მენთან ერთად, ჯედაებს და რესპუბლიკას წარუძღვა ნიჰილებსა და უსახელო არსებების წინააღმდეგ უიმედო ბრძოლაში.

მაგრამ ახლა გალაქტიკას ახალი საფრთხე ემუქრება. იდუმალი ᲑᲚᲐᲘᲢᲘ შემთხვევით პლანეტებს ედება და ნელა წამლავს ამა თუ იმ ზონას და გზად არსებულ სიცოცხლეს მტვრად აქცევს….

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

მოვლენები

ადგილები

  • დაშორების ზონა

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 StarWars SWCE 2023: 9 რამ, რაც შევიტყვეთ აყვავებული რესპუბლიკის პანელიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. StarWars ოსტატი ჯედაების, ევარ კრისის და ელზარ მენის დაბრუნება ძალის ცდუნებაში — გარეკანის გამჟღავნება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. Amazon-Favicon ვარსკვლავური ომები: ძალის ცდუნება (აყვავებული რესპუბლიკა) Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  4. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: „ვარსკვლავური ნათების“ ჩრდილები 1. ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნება ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურის განადგურებიდან ერთი წლის და ექვსი კვირის შემდეგ, მათი განვითარების დროა 228 იბ.
Advertisement