აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნება არის ტესა გრეტონის ამავე სახელწოდების რომანის აუდიოვერსია. მისი მთხრობელია მარკ თომპსონი. ჩანაწერი გამოიცა 2024 წლის 11 ივნისს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
გაერთიანებული ჯედაები ემზადებიან ულმობელი ნიჰილების წინააღმდეგ საპასუხო შეტევისთვის "წყვდიადის თვალის" ამ ამაღელვებელ გაგრძელებაში.
წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ოსტატ ჯედაებს, ევარ კრისს და ელზარ მენს ერთმანეთისგან ნიჰილთა ქარიშხლის კედელი ჰყოფდა. მას შემდეგ, რაც ევარი თამამად გარბის დაშორების ზონიდან, საბრალო ჯედაები კვლავ ერტად არიან. მაგრამ, მართალია, ფიზიკური მანძილი გაქრა, დარჩა დარდი რესპუბლიკის ნიჰილებისგან წარუმატებელი დაცვის გამო.
ჯედაების ორდენის და რესპუბლიკის გასაერთიანებლად ევარი და ელზარი ინარჩუნებენ სინათლისა და სიცოცხლის რწმენას. ერთად ისინი ნიჰილთა სივრცეში გაბედულ მისიას იწყებენ, რათა გაათავისუფლონ პლანეტა ნაბუ და ქარიშხლის კედლის მიღმა მიმწყვდეულებს დაუმტკიცონ, რომ ჯედაები მათ არასოდეს მიატოვებენ. ახლა, ერთ ორბიტაზე ერთმანეთთან ახლოს მყოფნი, ორი რაინდი ჯედაი ვეღარ მალავს კავშირს, რომელიც მათ ყოველთვის აერთიანებს და აძლიერებს.
ჭეშმარიტი სურვილების გააზრებით და ახალი მიზნებით ევარი და ელზარი მოიფიქრებენ, თუ როგორ შეცვალონ ნიჰილებთან კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ. რაინდი ჯედაების, ბელ ზეტიფარის, ბარიაგას და ვერნესტრა როს თანხლებით, ჯედაები იწყებენ მარქიონ როს ძიებას. მაგრამ ნიჰილების საზარელი მეთაურის საპოვნელად ჯედაები უნდა გადაურჩნენ საშინელ უსახელოებს, რომლებიც აქამდე ვერაფრით შეაჩერეს.
სხვა გამოცემები[]
აუდიოჩანაწერის გერმანული ვერსია, რომლის მთხრობელია ოლივერ ზიბეკი გამოიცემა Random House Audio, Deutschland-ის მიერ, 2024 წლის 16 დეკემბერს.[5] 2025 წლის 16 აპრილს გამოიცა აუდიოწიგნის ფრანგულენოვანი ვერსია, რომლის მთხრობელია ემანუელ დეკონინკი. ჩანაწერი გამოსცა Lizzie Audio-მ.[6]
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780593909881; 11 ივნისი, 2024; Random House Worlds; ციფრული აუდიოწიგნი[1]
სხვა ქვეყნები[]
- ASIN B0DG5XDB39; 16 დეკემბერი, 2024; Random House Audio, Deutschland; გერმანულენოვანი აუდიოწიგნი (1000 წუთი)[5]
- ISBN 9791036639890; 16 აპრილი 2025; Lizzie Audio; ფრანგული ციფრული ვარიანტი (896 წუთი)[6]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
| პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
| ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
|
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
(მხოლოდ ხსენება)
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7
Star Wars: Temptation of the Force (The High Republic) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნება, აუდიოწიგნი
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნებ, რომენი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან
Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნება ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.
- ↑ 5.0 5.1
Star Wars™ Die Hohe Republik - Die Versuchung der Macht: Star Wars™ Die Hohe Republik – Phase 3 Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ 6.0 6.1
Star Wars Haute République - Tome 7 La tentation de la Force Lizzie Audio-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)




