აყვავებული რესპუბლიკა: წონასწორობის ზღვარი, ტომი 1 არის პირველი რბილყდიანი კრებული მანგის სერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: წონასწორობის ზღვარი. მისი ტექსტის ავტორები არიან სიმა სინია და ჯასტინა აირლენდი, ხოლო მხატვარი — მიძუკი საკაკიბარა. მანგა 2021 წლის 7 სექტემბერს გამოიცა Viz Media-ს მიერ.[2]
შეჯამება გამომცემლობისგან[]
დიდი ჰიპერსივრცული კატასტროფის შემდეგ ნორჩ რაინდ ჯედაი ლილი ტორა-ასის ავალებენ ბანჩიიზე, გარე რგოლში, ინუგის სისტემაში მდებარე პლანეტაზე დევნილ მოქალაქეთა გადაყვანას. ჩამოსულთა მიღებისა და პადავანების ჯედაების ავანპოსტზე სწავლების შორის ბალანსის დაცვისას ლილი აგრეთვე უნდა გაუმკლავდეს ვერაგ დრენგირებს, ხოლო რესპუბლიკის ბაზრობაზე მომხდარ მოვლენათა შემდეგ — ნიჰილთა მოზღვავებულ საფრთხეს. მაგრამ საფრთხე, რომელიც შეექმნათ ლილისა და მის პადავანებს, უფრო ახლოა....
შესავალი[]
ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ გალაქტიკა ზეიმობს. ჰიპერსივრცული კატასტროფის ბნელი დღეები უკან არის და კანცლერი ლინა სო ᲓᲘᲓᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘᲓᲐᲜ საბოლოოს იწყებს. რესპუბლიკის ბაზრობა მისი ტრიუმფი იქნება, მიჯნაზე მდებარე პლანეტა ველოზე მშვიდობის, ერთობისა და იმედის დღესასწაული. მაგრამ ჰორიზონტზე გაუმაძღარი საშინელება ჩნდება. პლანეტები ერთი მეორეს მიყოლებით ეცემიან, როდესაც ხორცისმჭამელი ᲓᲠᲔᲜᲒᲘᲠᲔᲑᲘ გზად ყოველივე ცოცხალს ანადგურებენ. ოსტატი ჯედაი ᲔᲕᲐᲠ ᲙᲠᲘᲡᲘ ამ საშინელების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვის, ამასობაში კი ნიჰილები ფარულად იკრიბებიან ᲛᲐᲠᲥᲘᲝᲜ ᲠᲝᲡ სასტიკი გეგმის შემდეგი ეტაპის განსახორციელებლად. როს გზაზე მხოლოდ კეთილშობილი ᲠᲐᲘᲜᲓᲘ ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘ დგანან, მაგრამ სინათლისა და სიცოცხლის დამცველებიც კი არ არიან მზად საზარელი წყვდიადისთვის, რომელიც წინ ელით.... |
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781974725885; 7 სექტემბერი, 2021; Viz Media; აშშ, რბილი ყდა[2]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
დროიდების მოდელები
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა | წარდგენის ღონისძიების პირდაპირი ეთერი ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: ახალი რგოლის წარდგენა და სხვა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ჩაღრმავება 'აყვავებულ რესპუბლიკაში', ახალგაზრდა იოდას შექმნა (ვირტუალურ რეალობაში) და სხვა! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
- ახალი ჯედაის წარდგენა და სხვა Star Wars: The High Republic Show-დან StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა | წარდგენის პირდაპირი ეთერი ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: წონასწორობის ზღვარი Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ მანგის მოვლენები იწყება წარმონაქმნების გამოჩენისას და მთავრდება იქ, სადაც იწყება აყვავებული რესპუბლიკა: წონასწორობის ზღვარი, ტომი 2 — რომლის მოვლენები იწყება ტაკოდანაზე თავდასხმამდე, თუმცა, ამავე დროს — ნენი მიერ ნიჰილების დატოვებამდე (აყვავებული რესპუბლიკა: ჩრდილებიდან). ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ წარმონაქმნების გამოჩენის თარიღია 232 იბ, ხოლო ტაკოდანაზე თავდასხმის და რომანის ჩრდილებიდან — 231 იბ.