ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

აყვავებული რესპუბლიკა: წონასწორობის ზღვარი: წინათგრძნობა არის გამოშვება მანგის სერიაში ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: წონასწორობის ზღვარი. მისი ტექსტის ავტორია დენიელ ხოსე ოლდერი, ხოლო მხატვარი — ჰაინინგი. გამოშვება გამოიცა Viz Media-ს მიერ, 2025 წლის 8 აპრილს.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

დიდი, სხვადასხვა გამომცემლის ერთმანეთთან დაკავშირებული პროგრამა, რომელიც ვარსკვლავური ომების ამბების ახალ ეპოქას ეძღნება.

აყვავებულ რესპუბლიკაში ქაოსია, გალაქტიკა წყვდიადმა მოიცვა, მრისხანე ნიჰილები კი განაგრძობენ გარე რგოლიდან დამანგრეველ მოახლოებას!

სანამ გულადი რაინდი ჯედაები ბანჩიის ჯედაების ტაძრის ნიჰილებისგან დასაცავად იბრძვიან, ოსტატმა ჯედაი იოდამ უნდა შეძლოს იმ ნორჩების დაცვა, რომლებიც პლანეტას მშობლიურ მხარედ თვლიან. მაგრამ საზარელი მარქიონ რო, ნიჰილთა თვალი, ოსტატ ჯედაის და მის მოკავშირეებს სხვა რამეს უმზადებს და სამართლიანობისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ ყველაზე საზარელ იარაღს იყენებს...

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 simonandschuster.com Star Wars: The High Republic: The Edge of Balance—Premonition Viz Media-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. TwitterLogo დენიელ ხოსე ოლდერი (@djolder) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "Very happy we have released @hainingart' epic cover for our book PREMONITION and the QRTs are why I love the High Republic fandom lmao yes grandpa finally left his apartment and believe me we put him to WORK in this comic 😂😂😂" (არქივის ბმული)
  3. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან StarWars.com Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა: წონასწორობის ზღვარი: წინათგრძნობა ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.
  4. simonandschuster.com Star Wars: The High Republic, The Edge of Balance: Premonition Simon & Schuster-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)

დამატებითი ბმულები[]