აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადის თვალი არის ჯორჯ მენის აყვავებული რესპუბლიკის რომანი. იგი გამოიცა პროექტის III ფაზის ფარგლებში, 2023 წლის 14 ნოემბერს.[1] აგრეთვე გამოიცა მისი აუდიოვერსია.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
„ჩამოვარდნილი ვარსკვლავის“ ტრაგიკული მოვლენებიდან ერთი წლის თავზე ჯედაები ნიჰილთა მიერ გალაქტიკის მართვას ებრძვიან.
გალაქტიკა გახლეჩილია. შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ შოკისმომგვრელი განადგურების შემდეგ ნიჰილები გარე რგოლის ნაწილის ირგვლივ ქმნიან შეუვალ წინაღობას, ქარიშხლის კედელს, რომლის მიღმა მმართველია მარქიონ რო, ხოლო მისი მიმდევრები ყველგან არეულობას იწვევენ. მტრის ზურგში დარჩენილმა ჯედაებმა — მათ შორის, ევარ კრისმა — უნდა იბრძოლონ, რათა ნიჰილთა მიერ გაძარცვულ სამყაროებს დაეხმარონ, ამავე დროს კი — მაროდიორებს და მათ საზარელ უსახელოებს ერთი ნაბიჯით გაუსწრონ.
ნიჰილთა ეგრედ წოდებული დაბრკოლების წონის გარეთ ელზარ მენი, ბელ ზეტიფარი და სხვა ჯედაები, რესპუბლიკასთან ერთად, ცდილობენ, დაუკავბშირდნენ გალაქტიკისგან მოწყვეტილ სამყაროებს. მაგრამ ქარიშხლის კედლის მიღმა შეღწების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ბარიერის მიღმა კომუნიკაციაც რთულია. ელზარს და ბელს აწუხებს წარუმატებლობები და დანაკარგები, სანამ ისინი უიმედოდ ეძებენ გამოსავალს.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ რესპუბლიკის და ჯედაების ძალები ქარიშხლის კედლის მიღმა შეაღწევენ, როგორ შეებრძოლებიან ჯედაები უსახელო არსებებს, რომლებიც იკვებებიან ჯედაების ძალასთან კავშირით? და კიდევ რა საშინელებებს მალავს მარქიონ რო? ჯედაებისა და რესპუბლიკის სასოწარკვეთილება მატულობს და გალაქტიკის გაერთიანების ნებისმიერი იმედი თითქმის ამოწურულია...
შესავალი[]
ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ ᲬᲧᲕᲓᲘᲐᲓᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲘ |
---|
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780593597934; 14 ნოემბერი, 2023; Random House Worlds; აშშ, მაგარი ყდა[1]
- ISBN 9780593722855; 28 მაისი, 2024; Random House Worlds; აშშ, რბილი ყდა[5]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
|
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ვარსკვლავური ომები: წყვდიადის თვალი (აყვავებული რესპუბლიკა) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ ბარიაგას ბედი და სხვა წარდგენები Star Wars: The High Republic Show-ში StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ თავად წიგნში ნახსენებია, რომ წყვდიადის თვალის მოვლენები ვითარდება შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ განადგურებიდან ერთი წლის თავზე. ამ უკანასკნელი მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 230 იბ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: „ვარსკვლავური ნათების“ ჩრდილები 1. ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურის განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის შემდეგ, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსების სერიის მეექვსე გამოშვების მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების შემდეგ და ასახავს ქარიშხლის კედლის გაფართოებას, რომანის მოვლენებიც 228 წელს ვითარდება.
- ↑ ვარსკვლავური ომები: წყვდიადის თვალი Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)