აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადის თვალი არის ჯორჯ მენის ამავე სახელწოდების რომანის აუდიოვერსია. იგი გამოიცა Random House Audio-ის მიერ, 2023 წლის 14 ნოემბერს. მისი მთხრობელია მარკ თომპსონი.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
„ჩამოვარდნილი ვარსკვლავის“ ტრაგიკული მოვლენებიდან ერთი წლის თავზე ჯედაები ნიჰილთა მიერ გალაქტიკის მართვას ებრძვიან.
გალაქტიკა გახლეჩილია. შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ შოკისმომგვრელი განადგურების შემდეგ ნიჰილები გარე რგოლის ნაწილის ირგვლივ ქმნიან შეუვალ წინაღობას, ქარიშხლის კედელს, რომლის მიღმა მმართველია მარქიონ რო, ხოლო მისი მიმდევრები ყველგან არეულობას იწვევენ. მტრის ზურგში დარჩენილმა ჯედაებმა — მათ შორის, ევარ კრისმა — უნდა იბრძოლონ, რათა ნიჰილთა მიერ გაძარცვულ სამყაროებს დაეხმარონ, ამავე დროს კი — მაროდიორებს და მათ საზარელ უსახელოებს ერთი ნაბიჯით გაუსწრონ.
ნიჰილთა ეგრედ წოდებული დაბრკოლების წონის გარეთ ელზარ მენი, ბელ ზეტიფარი და სხვა ჯედაები, რესპუბლიკასთან ერთად, ცდილობენ, დაუკავბშირდნენ გალაქტიკისგან მოწყვეტილ სამყაროებს. მაგრამ ქარიშხლის კედლის მიღმა შეღწების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ბარიერის მიღმა კომუნიკაციაც რთულია. ელზარს და ბელს აწუხებს წარუმატებლობები და დანაკარგები, სანამ ისინი უიმედოდ ეძებენ გამოსავალს.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ რესპუბლიკის და ჯედაების ძალები ქარიშხლის კედლის მიღმა შეაღწევენ, როგორ შეებრძოლებიან ჯედაები უსახელო არსებებს, რომლებიც იკვებებიან ჯედაების ძალასთან კავშირით? და კიდევ რა საშინელებებს მალავს მარქიონ რო? ჯედაებისა და რესპუბლიკის სასოწარკვეთილება მატულობს და გალაქტიკის გაერთიანების ნებისმიერი იმედი თითქმის ამოწურულია...
მედია[]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
ტიპის მიხედვით
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
|
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომები: წყვდიადის თვალი (აყვავებული რესპუბლიკა) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ თავად წიგნში ნახსენებია, რომ წყვდიადის თვალის მოვლენები ვითარდება შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ განადგურებიდან ერთი წლის თავზე. ამ უკანასკნელი მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 230 იბ.