ᲐᲛ ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲐᲨᲘ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ — ᲜᲘᲰᲘᲚᲗᲐ ᲩᲠᲓᲘᲚᲘ! „მოახლოებულ ქარიშხალში“ აღწერილი საზარელი ამბების შემდეგ ბოროტი ნიჰილები უკუიქცნენ, დევნილნი ჯედაების მიერ. ᲒᲖᲘᲡᲛᲐᲫᲘᲔᲑᲔᲚ ᲠᲐᲘᲜᲓ ᲝᲠᲚᲐ ᲯᲐᲠᲔᲜᲘᲡ შორეულ კოსმოსში თავს ესხმის ნიჰილთა ცალკეული ქარიშხლის ხომალდი, რომელსაც ერთ-ერთი ჯედაი მეთაურობს. ᲨᲣᲥᲣᲠᲐ „ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲜᲐᲗᲔᲑᲘᲓᲐᲜ“ რომელი შეუერთდა ნიჰილთა ურდოს? და რამდენად შორს ასცდება ნათელს?
შესავალი[]
ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ ᲜᲘᲰᲘᲚᲗᲐ ᲩᲠᲓᲘᲚᲘ ᲗᲐᲕᲘ I: ᲧᲝᲤᲘᲚᲘ ᲯᲔᲓᲐᲘ
ნიჰილებმა თავდასხმა განახორციელეს! ველოზე რესპუბლიკის ბაზრობა, დაგეგმილი როგორც ერთობისა და განვითარების ზეიმის, მიწასთან გაასწორეს. დაღუპულია ათასობით.
თავდასხმისას მარშალი ევარ კრისი მულიტაზე დრენგირებზე დარტყმას ახორციელებდა, თუმცა დრენგირთა დამარცხება სატყუარა აღმოჩნდა, რათა შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ ჯედაები ველოსკენ დასახმარებლად არ გაქცეულიყვნენ.
ახლა, ცხრა თვის თავზე, ჯედაებს დაავალეს ნიჰილთა პოვნა ყველგან, სადაც ისინი გაიქცევიან. მთავარი პასუხისმგებელია ჯედაების საბჭოს წევრი სტელან ჯიოსი, მაგრამ ვნებანი მძლავრია, ორდენის რჩეულებშიც კი. ნიჰილები გარბიან, მაგრამ ჯერ არ დამარცხებულან....