ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აყვავებული რესპუბლიკა 5.

აყვავებული რესპუბლიკა 5 არის მეხუთე გამოშვება კანონიკური კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა. მისი ტექსტის ავტორია კევან სკოტი, ხოლო მხატვარი — არიო ანინდიტო. გამოშვება გამოიცა Marvel Comics-ის მიერ, 2024 წლის 20 მარტს.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ᲣᲠᲩᲮᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲨᲔᲒᲘᲠᲓᲘ! ახალი ამაღელვებელი სიუჟეტის დასაწყისი! სინათლის მახვილები ერთმანეთს ეჯახებიან როდესაც ᲙᲘᲕ ᲢᲠᲔᲜᲘᲡᲘ საბოლოოდ აღმოაჩენს იმას, რასაც ᲜᲘᲰᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲨᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲖᲝᲜᲐᲨᲘ ეძებდა! რა საიდუმლოს მალავს უძველესი ნანგრევი? და შეძლებს კივი, ენდოს ᲚᲝᲠᲜᲐ ᲓᲘᲡ, როდესაც ის ყველაზე მეტად დასჭირდება? ᲯᲔᲓᲐᲘᲡ უდიდესი შიშები ჩნდება როდესაც ᲨᲝᲙᲘᲡᲛᲝᲛᲒᲕᲠᲔᲚᲐᲓ გამოჩნდება წარსულიდან მოსული!

შესავალი ტიტრი[]

ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ
ᲥᲐᲠᲘᲨᲮᲚᲘᲡ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲘ
ᲗᲐᲕᲘ 5: ᲣᲠᲩᲮᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲨᲔᲒᲘᲠᲓᲘ
კორუსანტზე დაბრუნების ბრძანების უგულებელყოფის შემდეგ ოსტატმა ჯედაი კივ ტრენისმა და "ატარაქსიის" რაზმმა შეაღწიეს ნიჰილთა დაშორების ზონაში, რათა ეპოვნათ კივის ყოფილი მასწავლებელი ჯედაი, სსკირი.

პლანეტა კინდოსორნზე ისინი წააწყდნენ შუქურა "ვარსკვლავური ნათებიდან" გადარჩენილ ნაცნობებს, ჟელატინისებრ არქივარიუს ორბალინს და გუნრალ მონშის, შეშლილ სსკირთან სისხლიანი შეტაკებისას მძიმედ დაჭრილ ლატეროს.

ტერეკი და სერეტი ორბალინს და მონშის გაჰყვნენ "ატარაქსიის" მაქომდე, მაგრამ არმოჩნდა, რომ ჯედაებზე იდუმალმა მონადირემ ის გაანადგურა. ამასობაში კივის და ჯედაების უნებლიე მოკავშირემ, ლორნა დიმ, სსკირს კინდოსორნის ჯუნგლების უძველეს ნანგრევებში მიაგნო.

მაგრამ ტრანდოშანი არ არის ის ჯედაი, რომელიც ახსოვთ….

მედია[]

გარეკანების გალერეა[]

შეტანილია გამოცემებში[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 Star Wars: The High Republic [Phase III] (2023) #5 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები განსაზღვრავს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურების წელია 230 იბ. მცველების პროტოკოლების ამოქმედება, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია, მოხდა იავინის ბრძოლამდე 229 წელს. ამ წყაროს თანახმად, ეს მოხდა შუქურის დაცემიდან ერთი კვირის თავზე (რაზეც უთითებს აყვავებული რესპუბლიკა: "ვარსკვლავური ნათების" ჩრდილები 1). ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 4 ასახავს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა შუქურა "ვარსკვლავური ნათების" განადგურებიდან ერთი წლის და ორი კვირის თავზე, მათი განვითარების დროა 228 იბ. ვინაიდან კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 6 მოვლენები ვითარდება პირდაპირ მეოთხე გამოშვების მოვლენების შემდეგ და ასახულია ქარიშხლის კედლის გაფართოება, გაფართოება ამავე წელს მოხდა. ამავე დროს, მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: საშიში არაფერია ასახულია კედლის გაფართოება, ისევე, როგორც პიკა ადრენის ფეხმძიმობა. მოგვიანებით გამოცემულ მოთხრობაში ისტორიები დაშორების ზონიდან: ნაპერწკლები ცვივა აღწერილია, რომ ადრენი ამ მოთხრობის მოვლენების დროს იყო რვა თვის ფეხმძიმე, რაც ნიშნავს, რომ წინა მოთხრობის მოვლენებიდან გავიდა რვა თვე და, შესაბამისად, შუქურის განადგურებიდან — ერთი წელი, რვა თვე და ორი კვირა. ნაპერწკლები ცვივა ასახავს ერიადუს ბრძოლის დროს განვითარებულ მოვლენებს. ბრძოლის დასაწყისი აღწერილია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები, ფაზა III: განსაცვიფრებელი ქორწილი. ვინაიდან StarWars.com Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკა (2023) 5 ქრონოლოგიაში ექცევა მოთხრობის საშიში არაფერია და განსაცვიფრებელი ქორწილის შუალედში, მისი სიუჟეტის განვითარების დრო ასევე არის 228 იბ.

დამატებითი ბმულები[]

სხვა ენებზე