აყვავებული რესპუბლიკა 1 არის პირველი გამოშვება კანონიკური კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა. მისი ტექსტის ავტორია კევან სკოტი, ხოლო მხატვარი — არიო ანინდიტო. გამოშვება გამოიცა Marvel Comics-ის მიერ, 2021 წლის 6 იანვარს.

შეჯამება გამომცემლობისგან[edit | edit source]

სკაიუოკერების საგამდე! ჯედაების ოქროს ხანა!

ვარსკვლავური ომების ახალი ეპოქის თხრობის დასაწყისი. საუკუნეებით ადრე სკაიუოკერის საგამდე. ჯედაები უმაღლეს საფეხურზე არიან, იცავენ რა გალაქტიკას, სანამ რესპუბლიკის პიონერები ახალ ტერიტორიებს ითვისებენ. საზღვარი ემზადება დიდებული შუქურის, "ვარსკვლავური ნათების" გასაშვებად. პადავანმა კივ ტრენისმა მთავარი არჩევანი უნდა გააკეთოს — ბოლომდე გაიაროს ჯედაის გამოცდა თუ უდანაშაულონი კატასტროფას გადაარჩინოს? ახალი ჯედაები! ახალი ხომალდები! ახალი ბოროტები!

სიუჟეტის შეჯამება[edit | edit source]

აყვავებული რესპუბლიკა
არ არსებობს შიში
პირველი თავი
გამოცდა განსაცდელით
გალაქტიკაში სიმშვიდეა, მას მართავს დიადი რესპუბლიკა, ხოლო იცავენ სახელოვანი და ბრძენი რაინდი ჯედაები.

ყოველივე კარგის სიმბოლოდ რესპუბლიკა გარე რკალის შორეულ საზღვრებში აპირებს, გაუშვას შუქურა "ვარსკვლავური ნათება". ეს ახალი კოსმოსური სადგური ყველასთვის იმედის სხივად იქცევა.

მაგრამ ბრწყინვალე აღორძინება ისევე შთანთქავს გალაქტიკას, როგორც ახალი შიშის მომგვრელი მტერი. ახლა მშვიდობის და სამართლის დამცველები თავად უნდა შეხვდნენ საფრთხეს, გალაქტიკას და თავად ძალას…

უწყვეტობა[edit | edit source]

კომიქსის ნაწყვეტი, შეტანილი კრებულში აყვავებული რესპუბლიკა: უფასო ციფრული სემპლერი, უთითებს, რომ შუქურა "ვარსკვლავური ნათება" მდებარეობდა რეგიონში, რომელსაც ეწოდებოდა უვარსკვლავო განფენილობა.[4] მიუხედავად ამისა, კომიქსის საბოლოო გამოცემაში ეს ტერმინი არ გამოიყენება.

მედია[edit | edit source]

გარეკანების გალერეა[edit | edit source]

გამოჩენები[edit | edit source]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები (დაბრუნება ↑)


არსებები (დაბრუნება ↑)

დროიდები (დაბრუნება ↑)

მოვლენები (დაბრუნება ↑)

ადგილები (დაბრუნება ↑)

ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება ↑)

გონიერი რასები (დაბრუნება ↑)

ტრანსპორტი (დაბრუნება ↑)

იარაღი და ტექნოლოგიები (დაბრუნება ↑)

სხვა (დაბრუნება ↑)


შეტანილია კრებულებში[edit | edit source]

ბიბლიოგრაფია[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

  1. StarWars.com პადავანი გადის ჯედაის გამოცას Marvel-ის აყვავებული რესპუბლიკის #1 გამოშვებაში – ექსკლუზიური ნაწყვეტი StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული)
  2. Marvel Comics-ის 2021 წლის შეთავაზებების და გარეკანების წარდგენა. GamesRadar.com (2020-10-22). არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: October 22, 2020. მოძიებულია: October 22, 2020.
  3. SWYTlogo.png ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა | ანონსის რგოლი ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (შენახული ვერსიის ბმული) შეიცავს ცნობას, რომ სერიაში ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა, რომელშიც შედის ჯედაების ნათება, მოქმედება ვითარდება ფარულ საფრთხემდე ორასი წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფარული საფრთხის მოვლენების განვითარების დროა 32 იბ, ამიტომ, ვასკვნით, რომ ჯედაების ნათება ვითარდება იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 232 წლით ადრე.
  4. აყვავებული რესპუბლიკა: უფასო ციფრული სემპლერი
კომიქსების სერია ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა
არ არსებობს შიში 1 · 2 · 3 · 4 · 5
კადრს მიღმა: ექსკლუზიური გამოშვება
მეორე სიუჟეტური განვითარება 6 · 7 · 8
რბილყდიანი კრებულები 1 · 2
სხვა მასალა აყვავებული რესპუბლიკა
რედ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.