ახალგაზრდა რაინდი ჯედაები: ძალის მემკვიდრეები არის ვარსკვლავური ომების ლეგენდების საყმაწვილო რომანი, რომლის ავტორები არიან კევინ ჯ. ანდერსონი და რებეკა მესტა. იგი არის რიგით პირველი წიგნი სერიაში ვარსკვლავური ომები: ახალგაზრდა რაინდი ჯედაები, გამოცემული Berkley Boulevard-ის მიერ 1995 წლის 1 ივნისს. ამბის განვითარება წიგნში მიმდინარეობს იავინის ბრძოლიდან 23 წელს, ხოლო მთავარი გმირები არიან ჯეისენ და ჯეინა სოლოები. ძირითადი სიუჟეტი აღწერს იმ პერიოდს, როდესაც ორივე სწავლობდა ჯედაების აკადემიაში, იავინ-4-ზე.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
აკადემიის ფარგლებს მიღმა ჯუნგლების შესწავლისას ტყუპები გაოგნებულები პოულობენ იმ TIE განამადგურებლის ნარჩენებს, რომელიც პირველი სიკვდილის ვარსკვლავის ბრძოლისას წლების წინ ჩამოვარდა. მექანიკის ჯადოქარი ჯეინა ფიქრობს, რომ მისი შეკეთება შეუძლია...თუკი შესაბამის ნაწილებს აკადემიიდან გამოიტანენ.
ამასობაში მათ საქმიანობას ყურადღებით აკვირდებიან — არა აკადემიიდან. თავდაპირველი პილოტი, იმპერიელი სამხედრო, ხომალდის ჩამოვარდნის შემდეგ ჯუნგლებში ცხოვრობს. ელის რა მწყობრში დაბრუნებას. და აი, გამოჩნდა ამის საშუალებაც...
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781572970663; 1 ივნისი, 1995; Berkley Boulevard; აშშ, რბილი ყდა[1]
- ISBN 9780425169490; 15 მარტი, 1999; Berkley Jam; აშშ, რბილი ყდა[3]