ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ძალები, იგივე ახალი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, წარმოადგენდნენ გაერთიანებულ სამხედრო ძალებს, რომლებიც ახალ რესპუბლიკას იცავდნენ. მასში შედიოდნენ სახმელეთი ახალი რესპუბლიკის ჯარი, ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტი და ახალი რესპუბლიკის სპეცრაზმი. თავდაცვის ძალები რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის შეიარაღებული ძალების გარდაქმნისას დაარსდა, ენდორის ბრძოლაში იმპერიის დაცემის შემდეგ.
გალაქტიკური სამოქალაქო ომის საბოლოო ფაზის დროს წვრთნასა და დაფინანსებაზე პასუხს აგებდნენ პლანეტარული თავდაცვის ძალები, ხოლო ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ძალები სამხედრო განიარაღების აქტის მეშვეობით შეამცირეს. ისინი გარე რგოლის ტერიტორიებში სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ.
ახალი რესპუბლიკისთვის პირველი ორდენი საფრთხეს არ წარმოადგენდა და სენატმა თავდაცვის ძალებს პირველ ორდენთან სამხედრო შეტაკებების განხორციელება აუკრძალა. ამიტომ ლეია ორგანამ საკუთარი ჯგუფი, წინააღმდეგობა ჩამოაყალიბა, რომელიც პირველი ორდენის ოპერაციებს თვალს ადევნებდა. თუმცა, ახალი რესპუბლიკის უმოქმედობას მოჰყვა ჰოსნიანის სისტემის განადგურება და, შესაბამისად, მისი დედაქალაქ ჰოსნიან-პრაიმის.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — ძალაუფლება ჯაკუზე (მოგონებებიდან)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 გამოღვიძებამდე
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 შედეგები
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ 4.0 4.1 მოდგმა
- ↑ ესკადრილია „სამართებელი“: კუატი — Star Wars Insider 168
- ↑ Star Wars Battlefront II
- ↑ 7.0 7.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
- ↑ უკანასკნელი გასროლა
- ↑ შედეგები: იმპერიის აღსასრული
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ახალი რესპუბლიკა დაარსდა „სტარკილერის“ შემთხვევამდე 30 წლით ადრე. გალაქტიკური ატლასის თანახმად, ეს პერიოდია 4 იბშ. ამრიგად, ვასკვნით, რომ ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ძალების დაარსების წელია 4 იბშ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი