ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

ახალი რესპუბლიკის სიმბოლო

ახალი რესპუბლიკის სიმბოლო

ახალი რესპუბლიკის მთავრობა ოცდაათწლიანი არსებობის პერიოდში იყენებდა სხვადასხვა სიმბოლოს. პირველი, ვარსკვლავის წარმონაქმნი, ასახავდა გაშლილ ვარსვლავს, მოთავსებულს რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ფენიქსის გერბის უკანა მხარეს[1] ამ სიმბოლოს ფერთა გამის ვარიანტში ლურჯი გერბი ყვითელ ვარსკვლავზე იყო მოთავსებული.[2] ნახშირბადიანი საკრავებით აღჭურვილი ჯავშნები, რომელსაც ატარებდა ახალი რესპუბლიკის სპეციალური დანიშნულების ძალები, გამოირჩეოდნენ მხრებზე გამოსახულ ვარსკვლავის წარმონაქმნს.[3] იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 34 წელს[4] სინბოლო აგრეთვე ახალი რესპუბლიკის თავდაცვის ფლოტის T-85-ების ფრთებზე იყო გამოსახული, ისევე, როგორც ახალი რესპუბლიკის პილოტების უნიფორმებსა და ჩაფხუტებზე.[5]

არსებობდა სიმბოლოს სხვა ვარიანტი, მრგვალი სიმბოლო. მართალია, მას ნაკლებად იყენებდნენ, ისიც ალიანსის ვარსკვლავფრინველს ეფუძნებოდა და მოთავსებული იყო ერთიანობის სიმბოლოს, თხუთმეტი ვარსკვლავისგან შემდგარ წრეში. მას უსაფრთხოების დამცველი ძალები იყენებდნენ.[1] იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს[6] მრგვალი სიმბოლოს ყვითელი ვარიანტი გამოჩნდა მცველი დროიდების გამორჩეულ ტიპებზე.[7]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომების წიგნი
  2. StarWars-DatabankII T-85 X-wing Databank-ში (არქივის ბმული)
  3. შედეგები
  4. SWInsider "წინააღმდეგობის გადახედვა" — Star Wars Insider 190 უთითებს, რომ სერიალ წინააღმდეგობის პირველ სეზონში მოვლენები ვითარდება ენდორის ბრძოლიდან 30 წლის შემდეგ, რაც, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი გვითითებს, არის 34 იბშ.
  5. SWResistanceLogo ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობა — "ახალწვეული"
  6. StarWars.com SWCC 2019: 9 Things We Learned from The Mandalorian Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ ტელესერიალში მანდალორელი მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდგე. ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 4 იბშ. ამრიგად სერიალში მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ.
  7. The-Mandalorian-logo ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 6: პატიმარი"
სხვა ენებზე