FANDOM


Premium-Eras-canonPremium-Era-real

აჯანყების ეპოქა: სპეციალური გამოშვება 1 არის მესამე გამოშვება კომიქსების ანთოლოგიური სერიიდან ვარსკვლავური ომები: აჯანყების ეპოქა. იგი გამოიცა 2019 წლის 17 აპრილს Marvel-ის მიერ.

შეჯამება გამომცემლობისგან

ვარსკვლავური ომების ორიგინალური ტრილოგია! ბობა ფეტი დაივიწყეთ. გალაქტიკის ყველაზე საშიში ჯილდოზე მონადირე ის არ არის, ვინც გგონიათ. ცივი, გამჭრიახი მკვლელი დროიდი IG-88 საზარელი რეპუტაციის მქონეა. ძებნილი დამნაშავეები უნდა ძრწოდნენ, ვინაიდან IG-88 საქმის შესასრულებლად არაფერს შეუშინდება. მაგრამ როგორ განვითარდა? რა სურს? სრულყოფილება დასაწყისისთვის კარგი იქნება. საი სპერიერი (დოქტორი აფრა) და კასპარ ვიინგარდი (დოქტორი აფრას წელიწდეული) აცოცხლებენ მრისხანე დროიდს! ორდენის განადგურება, მეგობრების დაღუპვა, განდევნა — ყველაფრის შემდეგ, იოდა მაინც ჯედაი დარჩება. შორეულ პლანეტა დაგობაზე მიმალვაშიც, ბოროტი იმპერიისგან შორს, ჯედაის კვლავ საქმეები აქვს. მარკ გუგენჰაიმი (ოქროს X-ადამიანები) და ანდრეა ბროკარდო (ვარსკვლავური ომები) ეწვევიან ბრძენ, მოხუც ოსტატს! თავისუფლებისთვის მებრძოლ აჯანყებულთა ალიანსში უფრო მეტია, ვიდრე რამდენიმე გმირი — მაგალითად, ასი პილოტები, ბიგზ დარკლაიტერი და ჯეკ პორკინსი. მაგრამ ისინი ბოროტ გალაქტიკურ იმპერიას დიდი ხანია, ებრძვიან და ხოლმე ბიგზის და პორკინსის მსგავს კეთილშობილ მეომრებსაც დასვენება და ამოსუნთქვა სჭირდებათ. გალაქტიკური კონფლიქტისგან თავისუფალი კუთხე სადმე თუ არის?

შიგთავსი

მედია

გამოცემები

გარეკანების გალერეა

შეტანილია კრებულებში

შენიშვნები და სქოლიო

ვარსკვლავური ომები: აჯანყების ეპოქა
გმირები არამზადა პრინცესა · აჯანყებისგან გაქცევა · ღრუბლების ქალაქის ბლუზი · იბრძოლე ან გაიქეცი
ბოროტები კბილი და ბრჭყალი · მონადირის გული · მშვენიერია, იყო ჯაბა · ყურადღებით
სპეციალური გამოშვება ხანგრძლივი თამაში · გამოცდა დაგობაზე · მოპარული სახელოვნება
რედ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.