აჯანყებულთა მისია ორდ-მანტელზე, ქვესათაურით ამბავი ვარსკვლავური ომების საგიდან, არის ბრაიან დეილის სცენარის მიხედვით დადგმული ორიგინალური აუდიოსპექტაკლი. Buena Vista Records-მა იგი 1983 წელს, სხვადასხვა ფორმატში გამოსცა.
აუდიოსპექტაკლში მოთხრობილი ამბავი, განვითარებული ფილმ იმპერიის საპასუხო შეტევის მოვლენებამდე, აღწერს ორდ-მანტელზე აჯანყებულთა მისიას, რომლის დროს ჰან სოლო, ლუკ სკაიუოკერი, პრინცესა ლეია ორგანა და თანმხლებები ხვდებიან ჯილდოზე მონადირეს. სავარაუდოდ, ეს არის შემთხვევა, რომელსაც ჰანი ახსენებს ფილმის დასაწყისში, თუმცა, სხვა ამბებში (როგორიც არის West End Games-ის წიგნში გამოქვეყნებული გაიძვერას იღბალი და არჩი გუდვინის და ელ უილიამსონის კომიქსები სერიიდან "ჯილდოზე მონადირე ორდ-მანტელიდან") სოლო ორდ-მანტელზე სხვადასხვა ჯილდოზე მონადირეს ეჯახება. ამასთან, Databank ადასტურებს, რომ ჰან სოლოს უსიამოვნება სხვადასხვა ჯილდოზე მონადირესთან ჰქონია.[2]
წყაროები[]
"რომანის მოახლოება" — Star Wars Insider 66
"ვასაკას კენკრები და ვეებერთელა ხომალდები" — Star Wars Insider 74
5 Awesome Star Wars Media Collectibles StarWars.com-ზე (თავდაპირველი ბმული მოძველებულია)- ვარსკვლავური ომები წლის მიხედვით: ვიზუალური ისტორია, განახლებული და გაფართოებული გამოცემა
"თავგადასავლები აუდიოსფეროში" — Star Wars Insider 201- ვარსკვლავური ომები წლიდან წლამდე: ვიზუალური ისტორია, ახალი გამოცემა
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7
Rebel Mission To Ord Mantell - LP Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ 2.0 2.1
Ord Mantell Databank-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
დამატებითი ბმულები[]
Rebel Mission to Ord Mantell MP3 — TheForce.net (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 24, 2021)
Rebel Mission to Ord Mantell — Discogs (არქივის ბმული დაარქივების თარიღი May 30, 2021)